პელეგრინის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

მანუელ პელეგრინიმ მატჩის შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამართა პრესკონფერენცია და უპასუხა მათ კითხვებს.


- მოგეწონათ გუტის და ალონსოს ერთად თამაში?

- კმაყოფილი ვარ გუტის თამაშით. მატჩი ძალიან დაძაბული იყო, განსაკუთრებიტ პირველ ტაიმში და მან მე დამანახა გუნდის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური მხარეები.

- რატომ იყო პირველ ტაიმში უფრო აქტიური რეალი?

- იმიტომ რომ თავდასხმაში პრესინგს მივმართავდით. აგრეთვე გნდი ერთი შეხებით თამაშსაც ცდილობდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რამოდენიმე ფეხბურთელი ნაკრებიდან იყო დაბრუნებული და ცოტა გადაღილები იყვნენ, თუმცა დავალებას თავი ყველამ კარგად გაართვა.

- კმაყოფილი ხართ დაცვის თამაშით?

- მოხარული ვარ, ვინაიდან დაცვის ხაზმა კარგად გაართვა სოსიედადის რამოდენიმე სახიფათო შეტევას. ისინი არ კარგავდნენ თავიანთ პოზიციებს და აზგვევდნენ ერთმანეთს.

- გაიარეს თუ არა ახალმა ფეხბურთელებმა ადაპტაცია?

- მათ ძალიან მოუმატეს. ზეწოლაც რომლსაც ისინი განიცდნენ გადაიარა, აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო მათი ნაკრებებიდან ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება.

- რას გვეტყვით მეორე ტაიმზე?

- მეორე ტაიმში გუნდი უფრო მობილურად მოქმედებდა, არც დაღლილობა ეტყობოდა. ამის მიზეზი კი ყველა ხაზის კარგად მუშაობა იყო, ჩვენი მთავარი მიზანი კარგად შეთამაშებული გუნდის ჩამოყალიბებაა და ამას ნელ-ნელა მივაღწევთ.

- დრენტემ თქვენი ნდობა მოიპოვა?

- დრენტე მარცხენა მცველის პოზიციაზე იდეალურად თამაშობს. იშვიათად კარგავს პოზიციას და შეტევებშიც აქტიურად მონაწილეობს. მან გასულ სეზონთან შედარებით საგრძნობლად მოუმატა და ვატყობ ის მოახერხებს ძირითადში ადგილის დამკვიდრებას.

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ რეალ სოსიედადზე?

- ვერავინ იტყვის რომ ეს გუნდი სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს. იმედი მაქვს ისინი მოახერხებენ ლა ლიგაში დაბრუნებას და იბრძოლებენ დიდი მიზნებისთვის, ვინაიდან ეს შესანიშნავი კლუბია.

- გარკვეულ ეპიზოდებში თქვენ გუნდს ძალიან გაუჭირდა...

- ძალიან ძნელია მოიგო ყველა ბურთისთვის ბრძოლა, თან ისეთ გუნდთან რომელშიც ძალიან ბევრი მაღალი ფეხბურთელი ირიცხება, მაგრამ გუნდი აკონტროლებდა ყველაფერს. ერთი სიტყვით გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • SunSay
  • 16 აგვისტო 2009
  • 1918
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)