კაზემირო:,,ნეიმარს მადრიდში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი"

ბრაზილიელმა კაზემირომ მიმდინარე პრე-სეზონზე, სამომავლო გეგმებსა და ნეიმარზე ისაუბრა...


„ჩემთვის სამეფო კლუბის სადარაჯოზე ყოფნა დიდი პატივია და ვფიქრობ, რომ მომდევნო წლებშიც ვიბრძოლებ წარმატებისთვის. მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში მეწურება, აქედან გამომდინარე, ახალ ხელშეკრულებაზე ახლა საუბარი დიდი უაზრობა იქნება. ჩემი მიზანი „ბლანკოსში“ რაც შეიძლება დიდხანს დარჩენაა.“

„არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ გუნდმა ჩუამენი ჩემ გასაშვებად იყიდა, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ მე უარს ვიტყვი კროოსთან და მოდრიჩთან ერთად თამაშზე? (იცინის), ეს სისულელეა.“

„თუ „პსჟ“-ს ნეიმარის დატოვება არ სურს, მზად ვარ, ბრაზილიელს „რეალში“ დიდი დახვედრა მოვუწყო, ის ექსტრა კლასის მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერი კლუბის ფორმაციას უფრო ძლიერს გახდის.“

„ვარჯიშები ინტენსიურად მიმდინარეობს, „რეალში“ დიდი მოთხოვნებია და ამას ბუნებრივად მივიჩნევ. მახსოვს, როდესაც აქ მოვედი მითხრეს, რომ 4 კილოგრამი უნდა დამეკლო. მაშინ ბევრი მეგონა, თუმცა გავიდა 15 დღე და 6 კილოგრამით ნაკლებს ვიწონიდი.“

„სწორი კვება, ბევრი ვარჯიში და რაც მთავარია დასვენება უპირველესია და პრე-სეზონის ფარგლებში ჩვენ ყველა ნორმას ზედმიწევნით ვიცავთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 ივლისი 2022
  • 2515
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)