ვინისიუსი:„ბევრს არ მოსწონს ჩემი კარში დარტყმა“

ვინისიუს ჟუნიორმა ჟურნალისტებს საინტერესო ინტერვიუ მისცა...


„ჩემთვის ჟურნალისტებთან საუბარი ხშირად მოსაწყენია, ვინაიდან ისინი ერთსა და იმავე კითხვას სვამენ.“

„პაკეტა? დიდი მეგობრები ვართ. ის „სიტისთან“ დაპირისპირების დროს ჩემს სანახავად მომივიდა და გამამხნევა.“

„კარში დარტყმის პრობლემა? ამაზე ხალხი ბევრს საუბრობს და ვთვლი, რომ პროგრესიც ვაჩვენე. ვმუშაობ და მჯერა, რომ „ფინიშინგი“ უკეთესი მექნება, თუმცა ბევრს ვახსენებ გოლებს, რომელიც გავიტანე.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლს თითქმის ყოველდღე ვუყურებ, ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია.“

„ბენზემას ჩემს მიმართ დიდი სიყვარული აქვს. ფრანგისგან ბევრი ვისწავლე და მომავალშიც ასე მოხდება. ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. კარიმმა ცნობილ ეპიზოდზე დამირეკა და დეტალურად განმიმარტა რა მოხდა.“

„მსურს, მივიდე ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც ბენზემა, ლუკა, კარვახალი, მარსელო და სხვები არიან. მათ 5-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება.“

„თუ ღმერთს სურს, დადგება დღე, როდესაც ოქროს ბურთს მოვიგებ, ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. მოდრიჩმა ამის გაკეთება 33 წლის ასაკში შეძლო, ამიტომ წინ დიდი გზაა.“

„საუკეთესო ფეხბურთელებს შორის თავს ვერ დავასახელებ. ამას ქომაგებს მივანდობ, თუმცა მათ გავახსენებ, რომ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში შესანიშნავი ვიყავი.“ (იცინის). dle 10.1

  • Hala
  • 5 ივლისი 2022
  • 1540
  • 1

1

5 ივლისი 2022 23:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1812
დადგება დრო როცა რეალის ლიდერი გახდები მხეცო.ამისთვის ყველაფერი გაქვს.
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)