ვინისიუსი:„ანჩელოტი ყველა ფეხბურთელთან იდეალურ ურთიერთობაშია“

ვინისიუს ჟუნიორმა სატელევიზიო ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...


„ჩემი „პსჟ“-ში გადასვლა? კარიერას გავაგრძელებ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალში“ ვრჩები და არცერთ შემოთავაზებას არ განვიხილავ. ჩემი მიზანი ბერნაბეუზე რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენაა.“

„ტიტესა და ანჩელოტის შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ მე ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო გამოცდილი სპეციალისტებისგან. ნაკრების უკან ჩამოსვლას არავინ მთხოვს და მხოლოდ შეტევაზე ვარ ორიენტირებული, კლუბში კი სპეციფიკა განსხვავებულია და ხშირად მიწევს ბურთის ატანაც. იტალიელი და ბრაზილიელი სპეციალისტები ჩემთან დაკავშირებით ხშირად თათბირობენ. კარლოსთან დიდხნიანი ურთიერთობა მიწევს, ტიტე კი ანჩელოტის ჩემზე ბევრ რჩევას ეკითხება.“

„იმედი მაქვს, კარიერის დასრულების შემდეგ არაერთ მოგებულ ტიტულზე ვისაურებ. მადრიდში მოსვლის დღიდან დღემდე არაერთი მწვერვალი დავიპყარი, მაგრამ ეს დასაწყისია და მჯერა, რომ მთავარი წარმატება წინ მელის.“

„ბენზემა ჩემი მეგობარია და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება იმისთვის, რომ კომფორტი შემიქმნას, მასთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია.“

„ამ სეზონმაც საოცრად ჩაიარა და მჯერა, რომ მომდევნო კიდევ უკეთესი იქნება. სულ რაღაც 18 წლის ასაკში მოვედი „მერენგების“ რიგებში, სადაც უდიდესი ზეწოლა და მოთხოვნები დამხვდა. მე გავიზარდა ბენზემას, მარსელოს, კაზემიროს და სხვების დახმარებით.“

„ანჩელოტი ხშირად საუბრობს კაკაზე, რიჩარლისონზე, პატოზე, რივალდოზე და სხვებზე. იტალიელთან მუშაობა ყველას მოსწონს, განსაკუთრებით ამის თქმა ახალგაზრდებზე შეიძლება. ანჩელოტი საკუთარ შეგირდებს მეტ ნდობას და თავდაჯერებულობას აძლევს.“

„მას შემდეგ, რაც „ბლანკოსში“ მოვხვდი, ახლა ყველაზე დიდი ერთიანობაა. გასახდელში მხოლოდ საუკეთესო საკითხებზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. აქ არაერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა როდრიგოს, მილიტაოს, კამავინგას და სხვების სახით. „რეალი“ არის აწმყოსა და მომავლის გუნდი.“

„რონალდინიოსთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მან მითხრა, მოგებული ტიტულებით უნდა დავტკბე და ეს ჯილდოები სათანადოდ აღვნიშნო.“

„ნეიმარი ბრაზილიაში ყველასათვის მისაბაძია. მას დიდ პატივს ვცემთ და ვხვდებით, რომ მეტოქეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ, მასთან ერთად ბურთის გორაობა დიდი სიამოვნებაა. ჩემი თანამემამულე „რეალში“? მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვცდიდი ბედს საკლუბო დონეზე, თუმცა არასდროს გამიგია, რომ კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 ივნისი 2022
  • 1975
  • 6

1

21 ივნისი 2022 15:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
გუნდში თუ კარგი გარემო არაა, ის ვერაფერს მოიგებს. ანჩელოტის კი ფეხბუეთელებთან ურთიერთობა იდეალურად ეხერხება.

2

21 ივნისი 2022 16:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
ციტატა: LUCA MODRIC
გუნდში თუ კარგი გარემო არაა, ის ვერაფერს მოიგებს. ანჩელოტის კი ფეხბუეთელებთან ურთიერთობა იდეალურად ეხერხება.

კი , შეკრული გუნდია ძალიან თორე ისე არამგონია დაგვედო ლიგა , ერთმანეთს ამხნევებდნენ სულ.
გაკვეთილი იყო 2022 წლის რეალი ყველა გუნდისთვის

3

21 ივნისი 2022 17:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნაბჭვ პერესი ასენსიოს რატო აგდებს?

4

21 ივნისი 2022 18:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 782
ციტატა: REAL MADRID⚪
ნაბჭვ პერესი ასენსიოს რატო აგდებს?

Imitom rom gundis tormuzia da araa realis done:)))) dziritadahi roca iyo moments ver uqmnida pags da roca shecvala magis mere daiwyo realma tamashi da mis mere ligac daido:)))))

5

21 ივნისი 2022 18:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
ციტატა: Anireal9
ციტატა: REAL MADRID⚪
ნაბჭვ პერესი ასენსიოს რატო აგდებს?

Imitom rom gundis tormuzia da araa realis done:)))) dziritadahi roca iyo moments ver uqmnida pags da roca shecvala magis mere daiwyo realma tamashi da mis mere ligac daido:)))))

პსჟესთან რეალმა თამაში მოდრიჩის გარღვევის მეტე დაიწყო ვაბრალოთ ეხლა ყველაფერი ასენსიოს ანჩელოტი 8 მცველით რო თამაშობდა 2 თამაში

6

21 ივნისი 2022 19:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1804
da peresi rato agdebs asensios an gaaxangzlive an wadi gagdebaa? tu ar datanxmdeba 2023 shi gundi 50+ milions dakargavs da peresi laporta ki ar aris peress saertod ratom unda agino mas moyavs yvela. is motamashe visi gashvebis gamoc lanzgavt. ara da yvelapershi martali agmochndeba xolme peresito ertaderti makeleleshi shecda

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)