ფედერიკო ვალვერდემ საჯაროდ მოიხადა ბოდიში

ფედერიკო ვალვერდემ სოციალური ქსელის მეშვეობით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.


როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, „რეალის“ ფეხბურთელი საკმაოდ უცნაურ და უაზრო სკანდალში გაეხვა.

„აქამდე ვფიქრობდი, საჭირო არ იყო განცხადების გაკეთება და მოედანზე განვითარებული მოვლენების ახსნა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მიღებული კრიტიკიდან გამომდინარე, ვალდებულად ვთვლი თავს, გამოვაქვყენო წერილი.

ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი და არასდროს ამომიღია ხმა და შესაბამისად, პრობლემაც არავისთან მქონია. ვცდილობ შეუმჩვენევლად მოქმედებას, ვინაიდან მხოლოდ ფეხბურთი მაინტერესებს და ამისთვის ვცხოვრობ.

სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ეპიზოდში გეტრებს ვისწორებდი და ამიტომაც მქონდა თავი ჩაწეული, მაგრამ ასევე ისიც სიმართლეა, რომ ფოტოს გადაღების პროცესში უყურადღებობა გამოვიჩინე. მე მთლიანად თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული.

ურუგავი ადრეულ ასაკში დავტოვე, თუმცა არასდროს დამავიწყდება სად დავიბადე. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვიცი, ის იმსახურებს ჩემს ბოდიშს.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც ეგონა, რომ უპატივცემულობა გამოვხატე პრეზიდენტის მიმართ. ბოდის ვუხდი ყველას, ვინც იფიქრა, რომ ჩემმა საქციელმა ზიანი მიაყენა ეროვნულ ნაკრებს. ბოდიში მათ, ვინც ეს ყველაფერი პოლიტიკურ აქტად მიიღო.

კიდევ ერთხელ ბოდიში და მადლობა ყველაფრისათვის!“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)