პერესი: „ეს არ არის ჩემი მბაპე“

ფლორენტინო პერესი El Chiringuito-ს სტუმრობდა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.


„კილიანის ოცნება იყო „რეალის“ მაისურის მორგება. ჩვენ ჯერ კიდევ წინა ზაფხულს ვცდილობდით მის გადმობირებას, თუმცა პარიზელებმა ამის საშუალება არ მოგვცეს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი მაინც ყოველთვის ხაზს უსმავმდა მის სურვილს, მაგრამ ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტის განახლებამდე 15 დღით ადრე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.“

„ეს არ არის ის მბაპე, რომლის „ბლანკოსში“ მოყვანასაც ვაპირებდი. ფრანგმა მოთამაშემ ოცნებები გარდატეხა შეიტანა და მან სხვა შეთავაზებები მიიღო. ის გახდა დიდი ზეწოლის მსხვერპლი და ახლა სულ სხვა ფეხბურთელია. მბაპე დიდებული მოთამაშეა, მას ძალუძს სხვაზე წარმატებული იყოს, თუმცა ფეხბურთი კოლექტიური სპორტია და ჩვენც გვაქვს საკუთარი ფასეულობები და პრინციპები, რასაც არასდროს ვუღალატებთ.“

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ჩემი მბაპე. მე მინდოდა ის მბაპე, რომელსაც ოცნება ჰქონდა. 3 წლის შემდეგ „რეალი“ არ იბრძოლებს მისი ტრანსფერისთვის? ასე არ ვიტყოდი. მე არ მსურს ურთიერთობა ისეთ მბაპესთან, რომელიც უარს ამბობს ეროვნულ ნაკრებთან ერთად სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობის მიღებაზე. ვფიქრობ, ის შეცდომაში იქნა შეყვანილი.“

„კილიანს საფრანგეთის პრეზიდენტმაც კი დაურეკა. მან უბრალოდ ვერ გაუძლო ზეწოლას. ფულმა და პოლიტიკამ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე იქონია გავლენა. როდესაც პანიკური სიტუაცია იქმნება, ცდილობ რაც შეიძლება სწრაფი გზა იპოვა.“

„რატომ არ გვქონდა მასთან წინასწარი კონტრაქტი? არსებული წესების მიხედვით, ეს შეთანხმება „პსჟ“-ს თანხმობით უნდა შემდგარიყო და ცხადია, ისინი უარზე იქნებოდნენ.“

„„რეალის“ კარი ყოველთვის ღიაა იმ შესანიშნავი მოთამაშეებისთვის, რომლებიც აანალიზებენ, რომ კლუბზე წინ არაფერი დგას.“ dle 10.1


1

16 ივნისი 2022 09:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მსოფლიოში ყველა გუნდზე მეტად პსჟ მეზიზღება ჯერ იმ ჯუჯას გამო და მერე ამ ფულის მონა კუნინძას პონტში!!!! ის მირჩევნია ბარსამ ამ 3წელში ლიგები დაყაროს ვიდრე პარიზმა ლიგა დადოს :/ იჯდეს ოქროს სკამში და უყუროს ლიგის ფინალებს ჩვენი მონაწილეობით.. 😂😂😂👌

2

16 ივნისი 2022 10:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სწორად ბაზრობს ფლორი. ,,,,რეალის” კარი ყოველთვის ღიაა იმ შესანიშნავი ფეხბურთელებისთვის,რომლებიც აანალიზებენ,რომ კლუბზე წინ არაფერი დგას.” აი აქ თქვა ყველაფერი და საღოლ ფლორის ესე უნდა ზუსტად.

3

16 ივნისი 2022 12:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ფლორენტინო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია.

4

16 ივნისი 2022 13:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: LUCA MODRIC
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ფლორენტინო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია.

პუტას ფანების გარდა მაგაზე ყველა ვთანხმდებით. იმათ ხო დიდებული ლაპორტა ყავთ. ვაი მაგის პრეზიდენტობა მოვტ*ან მე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)