ჩუამენი: „სწორედ მან მიბიძგა, რომ „რეალი“ ამერჩია“

„რეალია“ ახალწვეულმა ოურელინ ჩუამენმა კლუბის ოფიციალურ მედიასთან ისაუბრა.


„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ჩემი ოცნება რეალობად იქცა. თუ ხარ ამბიციური და ტიტულების მოგებაზე დაგეშილი, „რეალში“ უნდა გადმოხვიდე სათამაშოდ. ისინი თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთს, ჰყავთ საუკეთესო შემადგენლობა და მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ევროპაში კონკურენტი არ ჰყავთ.“

„კლუბისთვის, გუნდისა და გულშემატკივრებისათვის დიდებული სეზონი გამოდგა. აქტიურად ვადევნებდი თვალს „რეალის“ ასპარეზობას და კომუნიკაცია მქონდა ბენზემასა და კამავინგასთან. ის, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთეს, შეუდარებელია. შემდეგ პრიმერა დივიზიონშიც.“

„მშიერი ვარ და როგორც კი პრე-სეზონს დავიწყებთ, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ რაც შეიძლება მალე გავიარო ადაპტცია ახალ გუნდში და სათანადოთ მოვემზადო იმ სასწაული სეზონისათვის, რომელიც წინ გველოდება.“

„აქამდე ჩემპიონთა ლიგის ტიტულები ტელევიზიით და ტელეფონში მქონდა ნანახი, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ალოდან უყურებ, სიდიადის განცდა გეუფლება. აღნიშნული ატმოსფერო მაიძულებს დაუყოვნებლივ დავიწყო პრე-სეზონი, ვიმუშავო თავგანწირულად და გუნდს უფრო მეტი აღიარების მოპოვებაში დავეხმარო. თითოეული თასი მნიშვნელოვანია... მე-15 ჩ/ლიგა, ლა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ა.შ. ეს არის მადრიდის „რეალი,“ სადაც ნებისმიერ შეხვედრაში გამარჯვებისთვის უნა იასპარეზო. მინდა ყველა შესაძლო ოქროს მედალი დავიბევო.“

„იღბლიანი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიმის მხარდამხარ მიწევს ბურთაობა. როდესაც პირველად მომიწია მასთან ერთად მოედანზე ყოფნა, მაშინ მივხდი, თუ როგორ წარმოუდგენელ ფეხბურთელთან მქონდა საქმე. შეგიძლია ტელევიზორში მიადევნო თვალი მის თამაშს, მაგრამ რეალობაში საერთოდ სხვანაირია.“

„ის ძალიან მეხმარება განვითარებაში. არსებული მომენტისათვის კი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.“

„კამავინგამ მიბიძგა, რომ მადრიდში გადმოვსულიყავი. მისი თქმით, ადაპტაციას საკმაოდ მარტივად გავივლი და მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება. შესაბამისად, სწორი არჩევანი გავაკეთე.“

„მე ვარ ძალ-ღონით აღსავსე ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ბურთის გამომუშავების ასპექტში წარმატებით ასპარეზობს და ამასთანავე, გამოირჩევა ტექნიკური თვისებებითაც. ვცდილობ, უსწრაფესად წავიკითხო სიტუაციები, რათა დავრწმუნდე, რომ მეც და გუნდიც კარგად ვთამაშობთ. პარალელურად, გოლის გატანაც ძალმიძს და ნაყოფიერი პასების გაკეთებაც. ეს არის ჩემი არსენალი.“

„კაზემირო, მოდრიჩი და კროოსი ბრწყინვალედ უგებენ ერთამანეთს. თითოეულ მათგანს აქვს ინდივიდუალური მახასიათებელი. კაზემირო ძალისმიერი ფეხბურთელია დიდებული ათლეტური აღნაგობით. ის დუელების უმრავლესობას თავის სასარგებლოდ ასრულებს. ტონი ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ხოლა ლუკას დონე უბრალოდ შეუდარებელია. მის წინააღმდეგ სანაკრებო დონეზე მომიწია შერკინება და უშუალოდ გავხდი მოწმე ხარისხისა და კვალიფიციურობის.“

„ქომაგებო, უზომოდ გახარებული ვარ, რომ „რეალის“ მაისური მოვირგე. ჩვენ ვაპირებთ უშეღავათო მუშაობასა და ბრძოლას, ვინაიდან გავაგრძელოთ პლანეტის საუკეთესო კლუბის ისტორიის წერა. ჰალა მადრიდ!“ dle 10.1


1

15 ივნისი 2022 22:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1822
esec. kidev erti chkviani. madridista. mokled axla raul de tomasi. odriosola dabrundeba yvelas eyoleba shemcvleli. xom gaxsovt zizu la ligaze. satadarigoebit rasac aketebda. anchelotisac uzlieresi satadarigo eyoleba

tasze. lunini- vaskesi(odri)-nacho-rudigeri mendi-chuameni-kamavinga-valverde-azari-r.d.t-rodrigo(asensio) amat damatebuli 2 3/kaci kastiliidan pier pederiko blanko migel gutieresi xuanmi latasa. 3 ve tituli unda davdot chempi la liga chempionta liga

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)