რა აპირებენ მარიანო და იოვიჩი?

განვლილ სეზონში „რეალის“ მთავარ მეგოლეებად კარიმ ბენზემა და ვინი ჟუნიორი მოგვევლინნენ.


მარიანო დიასმა და ლუკა იოვიჩმა კი ვერაფრით მოახერხეს კარლო ანჩელოტის ნდობის მოპოვება, რაც მათ სათამაშო დროზეც აისახა. Cadena SER-ის ინფორმაციით, სერბი თავდამსხმელი არ გამორიცხავს მიმდინარე ზაფხულს კლუბის დატოვებას. მისი სურვილია ისეთი ლოკაციის მოძიება, სადაც სტაბილურად ექნება თავის გამოჩენის საშუალება, რათა შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს სათანადო კონდიციებში შეხვდეს.

რაც შეეხება დომენიკელს, დიდი ალბათობით, კონტრაქტის (რომელსაც გაისად გასდის ვადა) ამოწურვამდე კვლავ მადრიდულ გრანდში გააგრძელებს კარიერას. როგორც ჩანს, მისთვის სპორტულ მხარეზე მნიშვნელოვანი, ეკონომიკური პირობებია.

ამ ეტაპზე უცნობია ბორხა მაიორალის სამომავლო გეგმები. ეს უკანასკნელი 8 ივლისს „ვალდებებასზე“ გამოცხადება და სავარაუდოდ, ანჩელოტისთან დისკუსიის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)