მარსელო: „ამიტომ ვთქვი უარი „რეალში“ დარჩენაზე“

„რეალიდან“ გაცილების ღონისძიების დასრულების შემდეგ, მარსელომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„არასდროს ვფიქრობ ბევრს მომავალზე, ყოველთვის აწმყოთი ვცხოვრობ. ძალიან რთულია ამდენი ბედნიერი წუთების, ვარჯიშებისა და ტკივილის შემდეგ ცხოვრების გუნდის დატოვება. „რეალის“ მაისურის ტარება რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა. მომავალი დიდად არ მაღელვებს. თავს ბედნიერად ვგრძნობ და ოჯახი ამაყობს ჩემით.“

„ყველაფერს რასაც მივაღწიე, გარკვეულწილად ბაბუის დამსახურებაა. მან მიმიყვანა ვარჯიშზე და არჩევანის გაკეთების საშუალება მომცა. ამან ჩემი პიროვნული ზრდის პროცესი დააჩქარა. როდესაც 18 წლის ასაკში მადრიდში მოვედი, ვფიქრობდი, რომ უკვე შემდგარი ვიყავი, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით. ვგონებ, გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. 3 ტიტულიც რომ მომეგო, მშვენიერი იქნებოდა, თუმცა ისტორია დაწერილია. თავს მშვიდად ვგრძნობ.“

„ჩემი მადრიდული კარიერა ძალიან კარგი გამოდგა. გვერდით შესანიშნავი მწვრთნელები და თანაგუნდელები მყავდა. თითოელ დამრიგებელს თავისი ფილოსოფია აქვს. განვლილ სეზონში ხშირად არ მიწევდა მოედანზე გასვლა, თუმცა თავს შემადგენლობის მნიშვნელოვან წევრად მივიჩნევდი. სრულიად ვიაზრებდი ჩემს ავტორიტეტსა და პასუხისმგებლობას. იყო მომენტი, როდესაც ანჩელოტიზე გავბრაზდი, მაგრამ მეორე დღეს მოგების შემდეგ ერთამენთს გადავეხვიეთ. მთავარი არის არა ასპარეზობა, არამედ გუნდურობა.“

„ფავორიტი მომენტი? დღეს გამიჭირდება ამაზე საუბარი. ყველაფერი გავიღე, დავტოვე მემკვიდრეობა და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვინის, როდრიგოს, მილიტაოსა და კამავინგას თამაშისათვის ცქერა უბრალოდ შეუფასებელია.“

„ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება არ მიფიქრია, ვინაიდან კიდევ შემიძლია თამაში. ჩემი აზრით, სამომავლოდ „რეალის“ წინააღმდეგ პაექრობა არ იქნება პრობლემა. ყველაფერი გავაკეთე, რაც მევალებოდა. ნამდვილი პროფესიონალი და ჭეშმარიტი მადრიდისტა ვარ. „რეალმა“ მასწავლა ეს.“

„რა მომენატრება ყველაზე მეტად? ამაზე არ ვფიქრობ. მართალია კლუბის რიგებს ვტოვებ, მაგრამ არსად მივდივარ. ეს გამორიცხულია.“

„ჩემი მთელი ცხოვრება მხიარულად მიმდინარეობს და არა მხოლოდ მადრიდში გადმობარგების შემდეგ. მასწავლეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის საჭიროა ღიმილის შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უძლური იქნები გამოწვევების წინაშე. ვფიქრობ, მომავალი თაობისათვის მაგალითი ვიქნები.“

„ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რეალმა“ ჩემი სახით რობერტო კარლოსის შემცვლელი მოიყვანა. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი ისტორია შემექმნა. ყველას თავისი სტილი აქვს. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია. მე ვარ მარსელო და ჩემი თავგადასავალი გრძელდება.“

„რატომ „რეალი?“ არც მიიყვარს რჩევის მიცემა, ყველას საკუთარი გონება აქვს. როდესაც მადრიდელებისაგან შემოთავაზება მივიღე, არ მიყოყმანია. ახალგაზრდებს ბევრს ვესაუბრები და ვეუბნები, რომ ისიამოვნონ მომენტით, ვინაიდან ისინი პლანეტის საუკეთესო გუნდში არიან.“

„რას ვტოვებ მადრიდში? თავდამდაბლობას. ოჯახს ვუთხარი, რომ 5 ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, აქედან 4 შემთხვევაში მოედანზე ვიყავი, ხოლო ყველაზე განსაკუთრებულად თავი მაშინ ვიგრძენი, როდესაც სათადარიგოზე მომიწია ყოფნა. აღნიშნული მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როდრიგოსთან, მილიტაოსთან, ვალვერდესთან მომიწია საუბარი და ამით ბედნიერი ვიყავი. სხვა დროს, ეს ნამდვილად არ გამიკეთებია. ბუნებრივია, დიდებულია გოლების გატანა, ასისტების შესრულება, შემდეგ ვიდეო კოლაჟებში მოხვედრა, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი დამუხტვა, ერთობ სასიამოვნო პროცესია. აი, ამას ვტოვებ მადრიდში. რაღაც შინაგანი ხმა, რომლებიც მათ ეუბნებათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.“

„ნებისმიერ მწვრთნელს გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით. რა თქმა უნდა, თამაშის სურვილი ყველა მოთამაშეს აქვს. განვლილ სეზონში მივხდი, რომ შეგიძლია იყო მთავარი გმირი და ამისათვის მოედანზე ყოფნა არ არის გადამწყვეტი. რაღაც ეტაპზე შესაძლებელია ეგოისტიც კი ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერს მივხვდი და გავაანალიზე. მე ბევრი არ მიასპარეზია, მაგრამ ბედნიერად ვგრძნობ თავს.“

„დავიმსახურე თუ არა კიდევ ერთი წელი? თავს ლეგენდად არ მივიჩნევ. ყველას საკუთარი აზრი გააჩნია. მე ვარ მოთამაშე, რომელსაც უნდა გამარჯვება და მიზნებისაკენ სწრაფვა. ცხადია, „რეალიდან“ გადაბარგებით არაფერი სრულდება. ამის მიღმა სხვა შესანიშნავი რაღაცებიც არსებობს ცხოვრებაში. ამ კუთხით უნდა შევხედოთ პროცესებს. ამიტომ ვარ გაღიმებული და არა დანაღვლიანებული. „რეალში“ არ მინდოდა გაჩერება, თუ წვლილის შეტანის საშუალება არ მექნებოდა.“

„როდესაც ახალაგაზრდა ხარ, ფიქრობ, რომ უკვე დაღვინდი, მაგრამ ასე არ არის. ასაკს მოაქვს სიმწიფე და გამოცდილება. თავს მშვიდად ვგრძნობ, ყველას პატივს ვცემ და როდესაც რაიმეს თქმა მინდა, არ ვერიდები.“

„ყველა ტიტულოვანი მადრიდელის სტატუსი ვინც არ უნდა გადაიბაროს, ბედნიერი ვიქნები. არ აქვს მნიშვნელობა, კროოსის იქნება ეს, ბენზემა, ლუკასი თუ სხვა..“

„მესმის ქომაგების, რომლებსაც ჩემი დარჩენა სურდათ და არა წასვლა. ისინი ყოველთვის დიდ სიხარულს მანიჭებდნენ. მახსოვს ერთხელ, როდესაც დაბადების დღეს მომიწია თამაში „ბერნაბეუზე,“ ცნობილი სიმღერა შეასრულეს (Happy Birthday) ჩემს პატივსაცემად. უსაზღვრო სიყვარულს ვუტოვებ მათ. ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ არ წავსულიყავი გუნდიდან. ის, რომ არა მხოლოდ თამაშის გამო ვუყვარვარ გულშემატკივრებს, ძალიან მახარებს.“

„არსებული მომენტისათვის შემოთავაზებები არ მაქვს. როდესაც გაჩნდება, აუცილებლად გეტყვით.“

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მადრიდულ კარიერას დავასრულებდი. ცხადია, ამან იმოქმედა, ვინაიდან ადვილი არ არის ცხოვრების კლუბიდან წასვლა.“

„ვგონებ, სამწვრთნელო საქმიანობა საჩემო არ არის. ყოველთვის მიჭირდა გარკვეული სისტემებისა და ტაქტიკების გაანალიზება. მე უფრო სხვა კომპონენტში ვარ ძლიერი. შესაბამისად, სამომავლოდ დამრიგებლის რანგში არ ვხედავ საკუთარ თავს.“

„სწორედ იმ ცოდნას, რაც მამისგან მივიღე, ჩემს შვილებს გადავცემ. მათ უნდა მიიღონ განათლება, ეს ნორმალურია. მინდა, რომ მათგან საუკეთესო ვერსია გამოვძერწო. ენცოს მოედანზე ხილვა დიდ სიამოვნებას მგვრის. ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.“

„აქ ჩამოსვლაზე, მადრიდი მხოლოდ ტელევიზიით მქონდა ნანახი. „სანტიაგო ბერნაბეუმ“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 2 კვირის შემდეგ გავაანალიზე, თუ სად ვიყავი.“

„ზიდანთან არ მისაუბრია, ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა (იცინის). ის ჩემთვის არა მამასავით, არამედ უფრო ძმასავით იყო. როდესაც გუნდში დაბრუნდა, დისკუსიები გვქონდა, ვინაიდან უფრო მეტი სათამაშო წუთის მიღება მსურდა. საბოლოოდ ჩვენ გადავეხვიეთ ერთმანეთს. მასთან და მის შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენ მეგობრები ვართ.“ dle 10.1


1

14 ივნისი 2022 00:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 38
Bravo 👏 🙌 madloba yvelapristvis am kacs 👍

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)