„რეალი“ მარსელოს დაემშვიდობა: „ჩემი კარიერა მისი დამსახურებაა“

„რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე მარსელოს კლუბიდან გაცილების ღონისძიება გაიმართა.


აღნიშნული ცერემონია სპეციალურ მოწყობილ დარბაზში შედგა, სადაც წარმოდგენილი იყო ბრაზილიელი ფეხბურთელის მიერ სამეფო კლუბის მაისურით მოპოვებული 25-ვე ტიტული.

„რეალი“ მარსელოს დაემშვიდობა: „ჩემი კარიერა მისი დამსახურებაა“


ღონისძიება, რომელსაც ფეხურთელის ოჯახის წევრები, კლუბის ხელმძღვანელობა და თანაგუნდელები ესწრებოდნენ, ვიდეო კოლაჟით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებამ მარსელოს მადრიდული კარიერის საუკეთესო მომენტებს მიადევნა თვალი და შემდეგ კი, სიტყვით გამოვიდა ფლორენტინო პერესი.

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ემოციურად დატვირთული და განსაკუთრებული დღის მომსწრენი ვართ. დღეს ჩვენ მადლიერებასა და პატივისცემას გამოვხატავთ ადამიანის მიმართ, რომელიც განვლილი წლების განმავლობაში კლუბის ლეგენდად ჩამოყალიბდა. ის „რეალის“ ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. ძვირფასო მარსელო, შენ ბავშვობის ოცნებები რეალობად აქციე. შენ ხარ უცხოელი მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტი თამაში ჩაატარე „ბლანკოსის“ მაისურით და მოიგე ყველა ტურნირი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.


„რეალი“ მარსელოს დაემშვიდობა: „ჩემი კარიერა მისი დამსახურებაა“

„ჩვენ მადრიდისტები ვამაყობთ იმით, თუ როგორ იცავდი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის ღირსებას. შენ ხარ განუმეორებელი. შენი ფანტაზია და განწყობა გუნდისათვის მნიშვნელოვანი იყო ტიტულიებისაკენ მიმავალ გზაზე. ჩ/ლიგის მე-14 თასის ზეიმოს დროს დასძინე, რომ ახლა დრო იყო სიხარულისა. შენ უნდა ამაყობდე ასეთი ბრწყინვალე კარიერით“ - დაამატა ფლორენტინომ.

„შენ ყოველთვის ზუსტად გადმოსცემდი „რეალის“ ღირებულებებს და ეს გაგრძელდება სამომავლოდაც. იყო კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მქონე მოთამაშე, მხოლოდ გამორჩეულების ხვედრია. შენ ყოველთვის მაგალითი იქნები სპორტის ამ სახეობის მოყვარული გოგონებისა და ბიჭებისათვის. მოხარული ვარ, რომ შენთან ერთად ბევრი სიხარულის გაზიარება მომიწია და მჯერა, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახდები. ეს ყოველთვის შენი სახლი იქნება. მადრისი არის ადგილი, სადაც შენი ოცნებების რეალიზება მოხდა და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. შენ მუდამ ჩვენი გულშემატკივრების გულებში დარჩები“ - დაასრულა პერესმა.

პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით გამოვიდა თავად ფეხბურთელი: „მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პერსონალს და ყველას, ვინც ამ გუნდისათვის მუშაობს. ჩვენ საკუთარ თავს ფეხბურთს ვუძვნით, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებიც შესაბამის პირობებს გვიქმნიან და მათი შრომა სააშკარაოზე არ ჩანს. „რეალში“ ბევრი რამ ვისწავლე. მადლობას ვუხდი კლუბს ყველაფრისათვის. ჩემმა შვილებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ თამაშობდა მამა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში.“


„რეალი“ მარსელოს დაემშვიდობა: „ჩემი კარიერა მისი დამსახურებაა“

„მადლობას ვუხდი ჩემს მშვენიერ მეუღლეს, ის ჩემი შვილების დედაა. ჩვენ ერთიანი ძალებით შევქმენით ოჯახი. რასაც დღეს წარმოვადგენ, ყველაფერი მისი დამსახურებაა. როდესაც ბრაზილია დავტოვე, დიდ კლუბში თამაშსა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე ვოცნებობდი. მადრიდში გადმოსვლის დღიდან ვფიქრობდი, რომ მაღალ საფეხურს მივაღწევდი და ახლა კლუბს ვტოვებ, ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის რანგში. მინდა განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატო რაულის მიმართ. როდესაც ჩემი ვაჟი დაიბადა, შენ კაპიტანი იყავი და დიდი ცოდნა გამიზიარე. შენ გადმოგვეცი კალათი, სადაც ბევრი ნივთი იყო თავმოყრილი და ამას არასდროს დაგივიწყებთ. იქედან მოყოლებული ჩემთვის სამაგალითო ხარ და ვცდილობ მობაძვას“ - განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

„თავაწეული ვტოვებ კლუბს. ოჯახი ამაყობს ჩემით. იღბლიანი ვარ, ვინაიდან ასეთი ადამიანები მყავს გვერდით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. არ გემშვიდობებით, რადგან არ ვგრძნობ, რომ „რეალს“ ვტოვებ. თუ ბილეთებს არ მომცემთ ხოლმე, პრობლემები გექნებათ. აქ მოვედი ბავშვი და მივივარ, როგორც კაცი“ - აღნიშნა მარსელომ.


„რეალი“ მარსელოს დაემშვიდობა: „ჩემი კარიერა მისი დამსახურებაა“

დასასრულს, ფეხბურთელმა კლუბის პირველი პირისგან სიმბოლური საჩუქარი მიიღო (ოქროთი და მარგალიტით გაწყობილი კლუბის გერბი), რასაც სამახსოვრო ფოტოების გადაღება მოჰყვა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში მარსელოს ემოციების შეკავება ძალიან უჭირდა. მის გვერდით იყვნენ კარვახალი, ასენსიო, ანჩელოტი და რაული. dle 10.1


1

13 ივნისი 2022 15:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
წინა წელს რამოსი ახლა მარსელო შემდეგ წელს მოდრიჩი. ამათი სხვა ფერის ფორმით დანახვა ცუდია 😥

2

13 ივნისი 2022 16:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ლეგენდა ნამდვილად ამის მერე მენდის ყურება გულს მიკლავს. სიკლასნის განსახიერება. მალევე დაბრუნდება აუცილებლად რამე თანამდებობაზე

3

13 ივნისი 2022 16:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1900
სიტყვები ზედმეტია ყველა მადრიდისტას უყვარხარ 😍😍ამის ეშმაკობები ბაზაზე სათადარიგოზე ეჰ რაკარგი იყო 😍😍😍შემი ლამაზი გარღვევები ატლეტიკოსთან ბაიერნათან უბრალოდ შეუდარებელი იყავი .. როგორ უგებდა რონის ხოლმე ეჰჰ 😍😍ყველას მოგვენატრები...

4

13 ივნისი 2022 16:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ეჰ მარსე, ლეგენდავ, ვის ხელში ტოვებ მარცხენა ფლანგს (((
იმედია კლუბში დაბრუნდები კარიერის დასრულების შემდეგ და ჩვენი წარმომადგენელი იქნები ბრაზილიაში, რომ შენნაირი დონის ტალანტები აღმოაჩინო და რეალში მოიყვანო ((

5

13 ივნისი 2022 17:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ბრაზილიაში კარლოსი ხო გვყავს?
მარსეს საკუთარი საფეხბურთო სკოლა აქვს და ალბათ მიაბამს რაღაც სახით რეალს..

6

13 ივნისი 2022 17:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9057
ალაბას იმედი მაქვს რო გადაიწრვს ფლანგზე

7

13 ივნისი 2022 19:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1996
მადლობა ლეგენდავ,შენ ნამდვილი მადრიდისტა ხარ.❤️❤️❤️❤️👍💪💪💪

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)