მალდინიმ ანჩელოტის დაურეკა

Corriere dello Sport-ის ცნობით, „მილანი“ სერიოზულ ინტერესს გამოხატავს „რეალის“ ფეხბურთელის მიმართ.


„როსონერის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაულო მალდინიმ, ყოფილ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის დაურეკა. საუბრის თემა მარკო ასენსიოს ირგვლივ არსებულ სიტუაციას შეეხებოდა. მილანელები უკვე რამდენიმე სეზონია, რაც 26 წლის შემტევს აკვირდებიან და მისი დამატების დიდ სურვილს გამოთქვამენ.

ამ მომენტისათვის მალიორკელის მომავალი ბურუსით არის მოცული. მას გაისად ეწურება „რეალში“ ყოფნის ვადა და კლუბის პოზიცია არის მკაფიო - კონტრაქტის განახლება, ან მიმდინარე ზაფხულს შემადგენლობის დატოვება.

იტალიელების გარდა, ასენსიო გამადიდებული შუშით აკვირდებიან პრემიერ ლიგის გრანდები, კერძოდ, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი.“

გავრცელებული ინფორმაციით, მოთამაშის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელიც ცნობილი ჟორჟე მენდეშია, მარკოსთვის საუკეთესო ვარიანტს ეძებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ახალი სეზონში ფეხბურთელი სხვა კლუბის ღირსებას დაიცავს. dle 10.1


1

13 ივნისი 2022 14:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
იუნაიტედი 60დან 80მდე იხდისო მანდ გაუშვამ თუ თვითონაც უნდა. თუ არადა სადაც უნდა იქ გაუშვამ, კაი ბიჭია ასენსიო. მეტი დრო რომ ქონოდა უფრო მეტს მიაღწევდა აქ.

ამის გაშვება პლიუს გნაბრზე დაჩალიჩებას ნიშნავს.

2

13 ივნისი 2022 14:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3487
ეს პრემიერლიგას ვერ გაქაჩავს, სისწრაფეში ფიზიკაში ძაან დაჩაგრავენ ის ველურები. მილანშჯ წესით კარგად უნდა ითამაშოს თან ზუსტად მარჯვენა შემტევი ჭირდებათ
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა


ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

3

13 ივნისი 2022 15:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
პრემიერლიგაში ეს საბოლოოდ ჩაკვდება. არც სისწრაფე აქვს, არც დრიბლინგი, არც ფიზიკა უვარგა. გადათელავენ ის ცხოველები. ჯობია ისევ გერმანიაში ან იტალიაში წავიდეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)