„რეალს“ კალდერონის ბოლო ტრანსფერი ტოვებს

როგორც უკვე იცით, მარსელოს 16 წლიანი მადრიდული კარიერა დასრულებულია.


მიმდინარე ფორმაციის „რეალში“ ბრაზილიელი ფეხბურთელი იყო ერთადერთი, რომელსაც შემადგენლობის კარი ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის პირობებში არ გაუღია. ის დედაქალაქურ გრანდში 2007 წელს, „ფლუმინენსედან“ გადაბარგდა. მაშინ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ვისენტე კალდერონი ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელმა 7 მლნ. ევრო გადაიხადა სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ.

საინტერესოა, რომ როდესაც კლუბის სათავეში დონ პრესი დაბრუნდა, მას მემკვიდრეობით 22 მოთამაშე ერგო წინამორბედისაგან, რომლებმაც შემდეგ დროთა განმავლობაში დატოვეს გუნდი. საუბარი შემდეგ მოთამაშეებზე: ჰუნტელაარი, ვან დერ ვაარტი, რობენი, სნეიდერი, დრენტე, ვან ნისტერლოი, გარაი, ჰაინცე, სავიოლა, იგუაინი, გაგო, პარეხო, დე ლა რედი, ხავი გარსია, მიგელ ტორესი, მამადუ დიარა, დუდეკი, პეპე, კანავარო, მეტცელდერი, ლასანა დიარა და მარსელო.

პერესმა კალდერონის რჩეულების გასხვისებით საერთ ჯამში 135,5 მილიონ ევროს მოუყარა თავი. მას 10 შეგირდის (კანავარო, დიარა, დე ლა რედი, ნისტერლოი, დუდეკი, ჰაინცე, დრენტე, მეტცელდერი, პეპე და მარსელო) გაშვება კი უფასოდ მოუწია. ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გონსალო იგუაინის გამოდგა. მადრიდელებმა „ნაპოლისაგან“ 37 მლნ. მიიღეს.

ახალი სეზონიდან „რეალის“ შემადგენლობა მთლიანად ფლორენტინო პერესის „გემოვნებით“ იქნება დაკომპლექტებული. dle 10.1


1

13 ივნისი 2022 12:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
კიდევ კარგი ეს კაცი დროზე მოიშორეს. გაგოებით და დრენტეებით გამოტენა გუნდი.

მარსელოს, რობენი, სნეიდერი, ნისტელროი, პეპე და მარსელო გაარტყა ტიპმა მხოლოდ 22 კაციდან წლების განმავლობაში. ასეთი უნიჭო სატრანსფერო პოლიტიკა ამას რომ ჰქონდა, იშვიათია.

2

13 ივნისი 2022 12:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
🎙 ნკუნკუ:

"მე პარიზში ყოფნის დროს, მბაპესთან ერთად ვვარჯიშობდი, ამიტომ ჩვენ გარკვეული კომუნიკაცია გვქონდა.

ბენზემასთან მიმართებაში, ეს ბუნებრივად მოხდა. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს და მასთან ერთად თამაში, ძალიან მარტივია". 🤝🇫🇷 მოიყვანონ ეს კაცი ბენზოს შემცლელად და შეეშვან ამ მაიორალებს და სირებს

3

13 ივნისი 2022 12:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: LUCA MODRIC
კიდევ კარგი ეს კაცი დროზე მოიშორეს. გაგოებით და დრენტეებით გამოტენა გუნდი.

მარსელოს, რობენი, სნეიდერი, ნისტელროი, პეპე და მარსელო გაარტყა ტიპმა მხოლოდ 22 კაციდან წლების განმავლობაში. ასეთი უნიჭო სატრანსფერო პოლიტიკა ამას რომ ჰქონდა, იშვიათია.

პეპე? 😀

ეგეც არ დავუკარგოთ

4

13 ივნისი 2022 12:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: WhiteHeart
პეპე? 😀

ეხლა პეპე რომ იდგეს მილიტაოს მაგიბრად დავიხატებოდით. პეპე ძალიან მაგარი იყო. გაუვალი დუეტი შექმნა სერხიოსთან ერთად 😀

5

13 ივნისი 2022 12:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: WhiteHeart
პეპე? 😀

ეხლა პეპე რომ იდგეს მილიტაოს მაგიბრად დავიხატებოდით. პეპე ძალიან მაგარი იყო. გაუვალი დუეტი შექმნა სერხიოსთან ერთად 😀

კი მარა საზოზღრად ბინძური იყო, მაგიტო დიდად არ მიყვარს და არ ვაფასებ როგორც ლეგენდა. დღემდე თვალწინ მიდგას რა უქნა ხეტაფეს კაპიტანს, კაპიტანი იყო მგონი, წიხლებით გაზილა ტიპი. კაიფი ის იყო წითელი რომ ააკრა არ შეეშვა მაინც 😀 ცხოველი იყო ეგ ჩემისა.

მაგ დუეტის ბრალოა ზუსტად წითლებში რეკორდებს რომ ვხსნიდით. რამოსი პეპე ერთად არ უნდა ყოფილოყვნენ, უდიდესი ეგო იყრიდა თავს უკვე, ზედმეტიც კი. მაგიტო ლა ლიგის 38 თამაშიდან 6-7ს მინიმუმ და ელ კლასიკოებიდან ორიდან ერთს მინიმუმ 10 კაცით ვასრულებდით, სამართლიანს თუ უსამართლოს ფაქტია.

ლიგის ნახევარფინალშიც კი 10 კაცით დაგვტოვა, მაგას ვერ ვაპატიებ მარტო. შეხო თუ არ შეეხო ალვეშს ეგრე არ უნდა წასულიყო მითუმეტეს ალვეშთან რომელსაც გაფორმება არ ეშლება. მაგიტო იყო მერე რომ ის ლილიპუტი ისე ადვილად შეძვრა და კაი გოლიც გაგვიტანა.

6

13 ივნისი 2022 13:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: WhiteHeart
რა უქნა ხეტაფეს კაპიტანს,

გადამეყვეტი თამაში იყო ესპანეთის ჩემპიონობაზე, არც შეხებია და ისე წამოწვა და გადაეკეტა ტიპა :დდდ 12 მატჩიანი აარტყეს, მაგრამ პენალტი რომ დანიშნა მისი წაქცევისთვის, კასილასმა აუღო და ჩემპიონები გავხდით 😃

ციტატა: WhiteHeart
მაგ დუეტის ბრალოა ზუსტად წითლებში რეკორდებს რომ ვხსნიდით

პეპე 1 ხელ გააგდეს მხოლოდ, ისიც ნახევარფინალში და ისიც არც შეხებია :დდ რამოსის ქაჯობების ბრალი იყო წითლები ძირითადად, მაგრამ მაინც ყველა დროის ერთერთი საუკეთესო დუეტი იყო, სასწაულად იცავდნენ თავს.

პეპე კი იყო უხეში მაგრამ ძალიან მაგარი მცველი იყო )) რუდიგერმა თქვა პეპე იყო საოცარი მცბელი და მასთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდიო, მისი სტილია ეგეც, ესპანეთში ფაქოზოები რო არიან, ჯერ არ იცის სად კოხვდა, ხელის დადებაზე რო წითელს ააკრავენ, მეფე მიხვდება რუდი 😃😃
ისე ვალვერდემ რომ ლამის თავი წააძრო მორატას, ეგ ვისზე ნაკლები ბიჭია 😂 რამოსის გამოზრდილია 😀

7

13 ივნისი 2022 13:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: WhiteHeart
რა უქნა ხეტაფეს კაპიტანს,

გადამეყვეტი თამაში იყო ესპანეთის ჩემპიონობაზე, არც შეხებია და ისე წამოწვა და გადაეკეტა ტიპა :დდდ 12 მატჩიანი აარტყეს, მაგრამ პენალტი რომ დანიშნა მისი წაქცევისთვის, კასილასმა აუღო და ჩემპიონები გავხდით 😃

ციტატა: WhiteHeart
მაგ დუეტის ბრალოა ზუსტად წითლებში რეკორდებს რომ ვხსნიდით

პეპე 1 ხელ გააგდეს მხოლოდ, ისიც ნახევარფინალში და ისიც არც შეხებია :დდ რამოსის ქაჯობების ბრალი იყო წითლები ძირითადად, მაგრამ მაინც ყველა დროის ერთერთი საუკეთესო დუეტი იყო, სასწაულად იცავდნენ თავს.

პეპე კი იყო უხეში მაგრამ ძალიან მაგარი მცველი იყო )) რუდიგერმა თქვა პეპე იყო საოცარი მცბელი და მასთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდიო, მისი სტილია ეგეც, ესპანეთში ფაქოზოები რო არიან, ჯერ არ იცის სად კოხვდა, ხელის დადებაზე რო წითელს ააკრავენ, მეფე მიხვდება რუდი 😃😃
ისე ვალვერდემ რომ ლამის თავი წააძრო მორატას, ეგ ვისზე ნაკლები ბიჭია 😂 რამოსის გამოზრდილია 😀

მცველი კი მაგარი იყო მარა საზიზღარი იყო ზოგადად. რასაც ეგ უკეთებდა ფეხბურთელებს პიროვნებაზე გადიოდა უკვე, ახვარი იყო და მეტი არაფერი. რაც მიიღო ერთის გამო კლასიკოში წავაგეთ ლიგის ნახევარფინალში მეორეს გამო ისედაც და*მულ სახელზე სულ დაი*ვა.

მაგიტო ვამბობ, რამოსი და პეპე ერთად ზედმეტი იყო. აი მილოტაო რუდიგერი იქნება გაწონასწორებულო და კაი დუეტი, ეგოც რომ საკმარისი აქვთ და ჟილკაც. ნაბი*ვრულ საქციელებს და უპატივცემულობას ძალიან ვერ ვიტან ფეხბურთში, ეს მაძლევს კიდე ერთი სტიმულს რომ მეზისღებოდეს ბარსელონა თავისი აფიორა იგროკებით. რამოსის მაგ ქაჯურ მხარეს ძალიან ვერ ვიტანდი მაგრამ იმდენად დიდია რომ მიყვარს თან ძალიან, ეს გამონაკლისია. პუიოლს რომ სახეში მოსდო ეგ მომენტი არ მომწონს განსაკუთრებით. და პეპე არ მიყვარს პირდაპირ ვამბობ ლ, არც მძულს მარა არც მიყვარს, ნეიტრალი ვარ, იმიტორო ნაბი*ვარი იყო და მეტი არაფერი, მოსაკლავად მიდიოდა ზოგჯერ. ის ფეხი რო წავიდა ალვეშზე რო მოხვედრილიყო დიდინალბათობით ნახევარ სეზონს გამოატივებინებდა ალვეშს, მინიმუმ ნახევარ სეზონს. თუმცა სმართალი მოითხოვს აღინიშნოს რომ მოურინიოს წვილია დიდი მანდ. გეშავდა ფეხბურთელებს გამოსვლოს წინ რომ დედამოეტ*ნათ, განსაკუთრებით კლასიკოებში. მაგიტო ჭარბობს ძალიან პროვოკაციული და საჯარიმო მომენტები ჩვენი მხრიდან კლასიკოებში. იმდენად მონოტონური ფონი შექმნა უკვე მაგან რომ ბარსელომაც იყენებდა და ყველაფერზე იხლართებოდა 11 კაცი მიწაზე და მსაჯებსაც არ ეზარებოდათ ყვითლების და წითლების ფრიალი.

ვალვერდეს მომენტი სულ სხვაა, ბოლო წუთები იყო და ფინალი იყო სუპერთასის, სხვა გზა არ ჰქონდა და თან წააქცია პროსტა, სარისკოდ არ წასულა სერიოზული რო მოსვლოდა რამე მორატას.

8

13 ივნისი 2022 14:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: WhiteHeart
სარისკოდ არ წასულა სერიოზული რო მოსვლოდა რამე მორატას.

რას ლაპარაკობ ძმა, უკნიდან ორივე ფეხში ჩაარტყა და მოჩეხა. ბეწვზეა გადარჩენილი რომ ფეხი არ მოიტეხა. მაგიტომ მივარდა ნახევარი ატლეტიკო, გაიმეტა რასაც ქვია. ვალვერდეს აწვს ნათქვამი, მორატასკენ რომ მივრბოდი, უკნიდან რამოსის ხმა მესმოდა მოკალი, დაადუღეო 😄

გეთანხმები, რამოსმა პუიოლთან რაც იკადრა, ეგ არასწორი იყო და ნაკრებშიც და საჯაროდაც ბოდიში მოიხადა. რეალის კაპიტანს ეგ არ ეკადრებოდა, სახელი შეილახა ძალიან. მაგრამ რეალის სული და გული იყო, 5-0 აგებდა გუნდი და გამოვიდა წყობიდან, უყვარს ძალიან რეალი და მაგიტომ გავუტარეთ ადვილად მადრიდისტებმა.

პეპე მართლაც ბინძური ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორხ მცველს ვაფასებ. მაგარი მადრიდისტაა ეგეც.
კლასიკოებში უხეშობა მოურინიოს მითითება იყო თავიდან ბოლომდე. ყველა დროის საუკეთესო ბარსელონას თამაშით ვერ ვჯობდით და ჩეხაობაზე გადადითო უთხრა ალბათ. გაგცდება - მოკალიო 😃 და პეპე და რამოსი ზედგამოჭრილები იყვნენ მაგისთვისმ დაჟე მარსელოსაც ძალიამ უხეში ვარდნები ჰქონდა, ფაბრეგასი დაადუღა ერთხელ შიგ კამპ ჯოუზე აუტის ხაზთან, ვაბშე რომ არ იყო საჭირო 89 წუთზე. მოუ დიდია ძალიან, სტილი და მიდგომა არ მომწონს მისი, ყველაფერზე წამსვლელი მწვრთბელია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მონსტრი რეალის შექმნაში უდიდესი წვლილი მოუძღვის. მაგან ამოგვათრია ჭაობიდან. ტიპმა 2012 წლის რეალი შექმნა იმ გუნდიდან, რონელიც ლიონთან და ვიღავ ლიფსიფებთან ვარდებოდა 4 წელი და გუბდში მხოლოდ 3 ფეხბურთელი ჰყავდა ისეთი, ვისაც ლიგის მეოთხედფინალში ჰქონდა ნათამაშები. რონალდუ, კასილასი და ალონსო )))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)