მიზეზი, რის გამოც „რეალმა“ ჩუამენი იყიდა

რამდენიმე დღის წინ, „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა ჩუამენის ტრანსფერი.


მადრიდელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მლნ. ჩაუთვალეს „მონაკოს,“ თუმცა „ლივერპული“ და „პსჟ“ მზად იყვნენ უფრო მეტიც გაეღოთ 22 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ. რომ არა თავად ოურელინის სურვილი „ბლანკოსში“ ასპარეზობისა, დიდი ალბათობით, პერესი ეკონომიკური ჭრილში კონკურენციას ვერ გაუწევდა აღნიშნულ კლუბებს.

ალბათ, არა ერთი ქომაგის გონებაში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ გადაიხადა კლუბმა ასტრონიმიული თანხა ახალგაზრდა მოთამაშეში, რომელსაც ჯერ ბევრი არაფერი გაუკეთებია, თუმცა სტატისტიკაზე დაყრდნობით, ყველაფერი ნათელია. არსებული მომენტისათვის, ჩუამენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩამშლელია და რამდენიმე კომპონენტში საუკეთესო შედეგიც აქვს.

განვლილ სეზონში ფრანგმა 35-ჯერ მოირგო მონეგასკური გუნდის მაისური. მის აქტივშია 408 მოგებული დუელი, რასაც ემატება 110 საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთის 262-ჯერ დაბრუნება, 101 ჩაჭრა და ა.შ.

ევროპის მასშტაბით, მასზე მეტი დუელი მხოლოდ სერხი ბუსკეტსმა მოიგო (411) და ბურთის დაბრუნების ასპექტშიც, მხოლოდ მას ჩამორჩება (281). რაც შეეხება ჩაჭრებს, ჩუამენი აბსოლუტური ლიდერია. მას მხოლოდ მეორე სართულზე უკეთესი ასპარეზობა მართებს, ვინაიდან 1 მეტრისა და 87 სანტიმტერის მოთამაშე, გაცილებით ნაყოფიერად უნდა ირჯებოდეს საჰაერო ჯახების დროს.

წარმოგიდგენთ, ბებერი კონტინენტის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველების სტატისტიკას განვლილი სეზონის მიხედვით:

მიზეზი, რის გამოც „რეალმა“ ჩუამენი იყიდა
dle 10.1


1

13 ივნისი 2022 11:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
კაზემირომ სეზონში რამდენი თამაში გამოტოვა ჯერ მარტო ლა ლიგაში )) ბუსკეტსზე გაცილებით ნაკლები აქვს ნათამაშები და 13 ჩაჭრით ჩამორჩება.

2

13 ივნისი 2022 11:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
წელს კოპა დელ რეი უნდა დავდოთ. სუოერთასიც და ლა ლიგაც მარა კოპა დელ რეი განსაკუთრებით. კი არი გამოგონილი *ლეობა თასი მარა 2013 წლის მერე არ მოგვიგია რაც ცუდია. ოქროს სამეულზე უარს არ ვიტყოდი თუ ლიგაზე უმოტივაციოდ გამოვლენ. ერთი ეგ პრობლემა ექნებათ მომავალში ლიგაზე, მოტივაცია, თორე სხვა ყველაფერი გვაქვს.

3

13 ივნისი 2022 12:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
3202 წუთი აქვს ბუსკეტსს ნათამაშები ლა ლიგაში, კაზემიროს 2576 )). 13 ჩაჭრით ნაკლები იქვს კაზემიროს იმის კვალობაზე, რომ 700 წუთით ნაკლები ითამაშა ))))
ობიექტურად კაზემიროს გავილებით უკეთესი სტატისტიკა აქვს საშუალოდ თამაშში ჩაჭრების რაოდენობით და აბსოლუტირად ყველა კომპონენტით )) თავით თამაშში აქაც კი რამხელა სხვაობაა ))

4

13 ივნისი 2022 12:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: LUCA MODRIC
3202 წუთი აქვს ბუსკეტსს ნათამაშები ლა ლიგაში, კაზემიროს 2576 )). 13 ჩაჭრით ნაკლები იქვს კაზემიროს იმის კვალობაზე, რომ 700 წუთით ნაკლები ითამაშა ))))
ობიექტურად კაზემიროს გავილებით უკეთესი სტატისტიკა აქვს საშუალოდ თამაშში ჩაჭრების რაოდენობით და აბსოლუტირად ყველა კომპონენტით )) თავით თამაშში აქაც კი რამხელა სხვაობაა ))

ეგ გასაგებია, მარა ჩუამენი რო ამ ორში გამოერია ეგეც ხომ ძაან საამაყოა?

5

13 ივნისი 2022 12:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: WhiteHeart

ეგ გასაგებია, მარა ჩუამენი რო ამ ორში გამოერია ეგეც ხომ ძაან საამაყოა?

რა თქმა უნდა საამაყოა, როცა ევროპის მასშტაბით ერთერთი საუკეთესო შედეგი გაქვს და ბუსკეტსის და კაზემიროს გვერდით ხარ სიაში. მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჩემპიონატის დონეებს შორის სხვაობაც. ბუსკეტსი და კაზე ამას ერთერთ საუკეთესო ლიგაში, უფრო ძლიერ გინდებთან აკეთებენ, როცა ლიგა 1 ამით ვერ დაიკვეხნის.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)