ბენზემამ ანჩელოტის მოლოდინი გაამართლა

2021 წლის 2 ივნისს, როდესაც კარლო ანჩელოტი „რეალში“ დაბრუნდა, ასეთი კომენტარი გააკეთა: „მომდევნო სეზონში ბენზემამ 50 გოლი უნდა გაიტანოს.“


იტალიელი მწვრთნელის მეორე ეპოქის დაწყებამდე, ზიდანის ფორმაციის „ბლანკოსის“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო არაეფექტური თამაში წინა ხაზში. მთელი სეზონის განმავლობაში გუნდი მხოლოდ 88 გოლს მოითვლიდა, საიდანაც 30 ფრანგი თავდამსხმელის აქტივს წარმოადგენდა. შესაბამისად, კარლიტომ თავიდანვე მიზნად დაისახა აღნიშნული ციფრის გაუმჯობესება, რაც მისიად დააკისრა ბენზემას.

საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე 1 თამაშით ადრე, კარიმი უკვე 50 გოლს მოითვლის. მან 44 შედეგიანი დარტყმა „რეალის“ მაისურით განახორციელა, ხოლო 6 საფრანგეთის ეროვნული ნაკრების. მისი ბრწყინვალე გარჯის წყალობით, „თეთრებმა“ 3 მნიშვნელოვანი ტიტულის დაბევება მოახერხეს და ცხადია, ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

ბენზემას გაისად ეწურება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყოფნის ვადა, მაგრამ, ბუნებრივია, როგორც მოდრიჩმა, ისიც მიიღებს განახლებული კონტრაქტის შეთავაზებას. „ცხრიანს“ შანსი ექნება კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის სტატუსი მოირგოს და ამასთანავე, კიდევ უფრო მიუახლოვდეს კრიშტიანუ რონალდუს საუკეთესო ბომბარდირთა დავაში.

მარსელოს წასვლის შემდეგ, ახალი სეზონიდან სწორედ ბენზემა იქნება შემადგენლობის გენერალური კაპიტანი, რითაც კარიმის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სეზონების მიხედვით, ბენზემას შედეგიანობის სტატისტიკა:

ბენზემამ ანჩელოტის მოლოდინი გაამართლა
dle 10.1


1

14 ივნისი 2022 01:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 38
BIZOOOON !!! 💥💥

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)