როგორ გადაიბირა „რეალმა“ ჩუამენი?

„რეალმა“ და „მონაკომ“ ჩუამენის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და შედეგად, მომდევნო 6 სეზონის განმავლობაში ნახევარმცველი მადრიდელთა ღირსებას დაიცავს.


აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსის“ წარმომადგენლები ჯერ კიდევ განვლილ სექტემბერს დაინტერესდნენ მოთამაშის შესაძლებლობებით და დაიწყეს გარკვეული მოქმედებები. უკვე იანვარში კი, „თეთრებს“ სრული სურათი ჰქონდათ 22 წლის ჩამშლელთან დაკავშირებით და მისი საკუთარ რიგებში ჩარიცხვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

აპრილში ყველასათვის ცნობილი სკაუტი კალაფატი მონაკოში ჩაფრინდა, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა ადგილობრივებთან. გამომდინარე იქედან, რომ მოცემული მომენტისათვის „რეალის“ პრიორიტეტს კილიან მბაპეს გაფორმება წარმოადგენდა, ესპანელები ჩუამენს კიდევ 1 წლით სთხოვდნენ მონეგასკურ გუნდში დარჩენას, რაც, ბუნებრივია, მიუღებელი იყო მისთვის, ვინაიდან სეზონის დასრულების შემდეგ სურდა ლოკაციის შეცვლა.

სიტუაცია 180 გრადუსით შეიცვალა მბაპეს დამსახურებით, რომელმაც მადრიდელებს იმედები გაუწბილა და პარიზთან გაახანგრძლივა კონტრაქტი. იქედან მოყოლებული, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უკვე სრული დატვირთვით დაიწყეს მუშაობა ოურელინის საკითხზე და ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ფეხბურთელს. ამ უკანასკნელმა ყოველგვარი აურზაურისა და შოურების გარეშე, ძალიან მშვიდად უარი თქვა „პსჟ“-ს მილიონებზე და მწვანე შუქი აუნთო სამეფო კლუბს.

როგორც კამავინგასა და კიდევ მრავალი სპორტსმენის, ჩუამენის ოცნებაც „რეალის“ მაისურის მორგება იყო. ის თანაშრომლობას იწყებს გუნდთან, სადაც დიდი კონკურენცია დახვდება, თუმცა ყველაფრისათვის მზად არის. dle 10.1


1

12 ივნისი 2022 00:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3487
ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩამშლელია მაგრამ კაზესთან ერთადაც შეუძლია ითამაშოს, აშკარად აქვს მაგისი მონაცემები
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა


ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

2

12 ივნისი 2022 09:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვახ ვახ რა კარგი სიახლე დამხვდა აქ, მოკლედ ცენტრში კარგი ტიპები დავიმატეთ ნამდვილი მხეცები, ერთი შემტევი გვინდა და ეგაა წელს ძალიან კარგი ტრანსფერები გაკეთდა, არავიზე ნაკლები არ იქნება ეს ტრიო აი ნახავთ დადგება დრო და იტყვიან თავის სათქმელს, ეს ბარსას ფანები კიდე ცოტა რეალურად რო აზროვნებდეთ არა? 4 ნოლი მოვიგეთი და შანსი გვაქვსო მერე რაო კაცო რო იყიდეს ფეხბურთელებიო თორე 5 კლასიკო რო წააგეს მანამდე ზედიზედ ლიგის ჯგუფში რო ჩარჩნენ და ევროპადანაც რო გავრდნენ 13 ქულით წააგეს ჩემპიონატი და კიდე იმას იძახიან 4 ნოლი მოვიგეთო, თქვენსავით რო ფიქრობს კლუბის ხელმძღვანელობა რეალს მოვუგეთ და გაძლიერება რად ვინდაო ვსო დავგლიჯავთ ყველაფერსო იმიტო ხართ კაი დღეში, რეალმა პსჟ ჩელსი სიტი ლივერპული დაამარცხა ლიგაზე და შმთხვევით მოიგეს ლიგაო, და ბოლოს ისე არ მოხდეს ეგ 4 ნოლი არ აღმოჩნდეს შემთხვევითობა, მოვა მალე სეზონი და ვნახავთ ყველა ფრონტზე ერთდროულად რას იზავთ აი ლიგაზე რაც მოუვა ბარსას ეგ სცენარი უკვე ვიცი wink

3

12 ივნისი 2022 10:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გამისწორდა ძაან ამის გადმოსვლა,დარვინი დავკარგეთ უკვე არადა მინდოდა ეგრც რო დაგვეთრია მარა იმედია გნაბრის გადმოვიყვანთ.მარა ისე მიდის საქმე ვაბშე არაა საუბრები გნაბრის თემაზე.ვინმე შემტევი აუცილებლად გვინდა წელს.

4

12 ივნისი 2022 10:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
45 milioni. brahim diasi seba valexo da leao gamoushvan

brahimi 25 milionamde sebac valexo ki girs 10 mde meti eaga undat tan sanchesic da kidev imateben shemtevebs mgoni leaos moiyvans peresi

5

12 ივნისი 2022 11:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
100M ცოტა ბევრია

6

12 ივნისი 2022 12:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
საზიზღარი თამაში ჰქონდა ნაკრებში. წარმოდგენა დამაკარგინა. 3 ჯერ 3 წუთიან მონაკვეთში ბურთი ხო დაკარგა და რამდენჯერაც მიიღო, იმდენი არაზუსტი პასი გააკეთა, ყველა ჩაუჭრეს.

7

12 ივნისი 2022 12:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
საზიზღარი თამაში ჰქონდა ნაკრებში. წარმოდგენა დამაკარგინა. 3 ჯერ 3 წუთიან მონაკვეთში ბურთი ხო დაკარგა და რამდენჯერაც მიიღო, იმდენი არაზუსტი პასი გააკეთა, ყველა ჩაუჭრეს.

მასე იძახდი კამავინგაზეც და გითხარი აცადე თქო, აცადე ამასაც, ჰო კიდე მბაპეზე რას გეუბნებოდი? მაშინ 200 მილიონში რომ აღარ მისცა პსჟმ ვთქვი რომ გაახანგრძლივებს დარწმუნებული ვარ მეთქი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)