მოდრიჩი: „ვფიქრობ, არაფერია ამაზე დიდი“

კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ, ლუკა მოდრიჩი Real Madrid TV-ს ესაუბრა.


„ძალიან გახარებული ვარ, სწორედ ეს მინდოდა. თავს ამაყად ვგრძნობ, ვინაიდან ჩემი მადრიდული კარიერა გრძელდება. დიდებული ენთუზიაზმითა და კარგი ფიზიკური კონდიციებით კვლავ უმაღლეს დონეზე ვიასპარეზებ. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ფეხბურთში დარჩენა „რეალში“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან იყო დაკავშირებული. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, განსაკუთრებული და წარმოუდგენელი ისტორიის, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე მადრიდის „რეალის.“ ჩემთვის პატივია ამ მაისურის მორგება.“

„„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ასპარეზობა ჩემი ოცნების შემადგენელ ნაწილად რჩება. ქომაგებისგან დიდ სიყვარულს ვიღებ და მინდა, მოედანზე თავდაუზოგავი შრომითა და ბრძოლით უკან დავუბრუნო მათ. კლუბში მოსვლის პირველივე დღეებიდან ვაანალიზებ, თუ რა დიდებულ გუნდთან მაქვს საქმე. როდესაც უყურებ ტიტულებს, ჩემპიონთა ლიგის თასებს... ხვდები, რომ პლანეტის საუკეთესო ლოკაციაზე იმყოფები. უკვე 10 წლის განმავლობაში ვთამაშობ „ბლანკოსში“ და ის უფროდაუფრო მიყვარდება. ეს დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. ეს ჩემთვის ყველაფერია.“

„ყველა ტურნირის მოგება და მაღალი დონის კონკურენცია მმატებს მოტივაციას. მიყვარს რასაც ვაკეთებ და მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ მისგან. ვიხარჯები ბოლომდე და დიდ დროს ვუთმობ თავის მოვლას. რაც მთავარია, 100 პროცენტით ფეხბურთის ვუძღვნი ყველაფერს. სხვა საიდუმლო არ მაქვს.“

„სიამაყეს უკავშირდება ის ფაქტი, რომ „რეალი“ 14 ჩემპიონთა ლიგა მოითვლის, ხოლო მე 5-ს. ეს გასაოცარია. ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა გააკეთა მოთამაშეთა ამ ჯგუფმა. „რეალს“ ყოველთვის დიდებული შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა აღნიშნული ფორმაცია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბი ტურნირის 5 გზის ჩემპიონი გახდა. უბრალოდ წარმოუდგენელ მოვლენასთან გვაქვს საქმე.“

„განვლილი სეზონი მეტად რთული გამოდგა. გამოვარჩევდი „პსჟ“-სთან, „ჩელსისთან“ და „სიტისთან“ ქამბექების მომენტებს, რაც არასდროს დამავიწყდება ცხოვრებაში. ყველანაირი თვალსაზრისით საკმაოდ ეპიკური და მხიარული ჩემპიონთა ლიგა ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს ლა ლიგა, სადაც საწყისი ტურებიდან ვდომინირებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამასთანავე, ესპანეთის სუპერ თასი, რომელიც მნიშვნელოვანი ტიტულია.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)