რუდიგერი: „ამის პირობას ვაძლევ მადრიდისტებს!“

ანტონიო რუდიგერის პრეზენტაცია მადრიდის „რეალში“ 20 ივნისს არის დაგეგმილი. ამჟამად, ფეხურთელი ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იმყოფება, სადაც „მარკას“ ჟურნალისტი სტუმრობდა ინტერვიუს ჩასაწერად.


- ჯერ 1 კვირაც არ გასულა, რაც „რეალის“ მოთამაშე გახდით. როგორ გრძნობთ თავს?
- თავს ამაყად ვგრძნობ, თუმცა ჯერ ვერაფერს ვაანალიზებ, ვინაიდან მადრიდში არ ჩავსულვარ. როგორც კი სანაკრებო ბატალიები დასრულდება, ოჯახის წევრებთან ერთად ესპანეთის დედაქალაქისაკენ ავიღებ გეზს.

- როგორ ფიქრობთ, ეს დიდი წინსვლაა თქვენს კარიერაში?
- ვგონებ, ფეხბურთი, როგორც ცხოვრება, შედგება გარკვეული თავებისაგან და ესეც არის ახლის დასაწყისი. ობიექტურად, აღნიშნული გამოწვევა ყველაზე დიდი ნაბიჯია ჩემს კარიერაში.

- როდესაც „რეალმა“ დაგირეკათ, პირველი რა აზრი მოგივიდათ გონებაში?
- როდესაც გავიგე „რეალის“ ინტერესის შესახებ, ჩემი რეაქცია იყო - wow. ჩვენს შორის პირველი კონტაქტი სექტემბერსა თუ ოქტომბერში შედგა. ასეთი კალიბრის კლუბი ხშირად არ გირეკავს. ეს იყო ამაღელვებელი.

- როდესაც „ჩელსის“ რიგებიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიტანეთ გოლი, რა გრძნობა დაგეუფლათ?
- აღნიშნული დაპირისპირება ჩემთვის სადებიუტი იყო „ბერნაბეუზე.“ ჩვენ წინა დღით ვესტუმრეთ საფეხბურთო არენას და კარგად გავეცანი მის მთლიან სტრუქტურას. ეს განსაკუთრებული ადგილია, სადაც გინდა, რომ მსგავსი ხასიათის პაექრობებში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არა „რეალის“ წინააღმდეგ, არამედ მათ რიგებშიც. სამწუხაროდ, მაშინ „ლურჯებისთვის“ წარუმატებლად განვითარდა მოვლენები, ხოლო მადრიდელები ჩემპიონები გახდნენ. ტაშს ვუკრავ მათ.

- ესეიგი მოგეწონათ სტადიონი?
- დიახ, რა თქმა უნდა. ფოტოებიც ვნახე, თუ როგორი იქნება სტადიონი რეკონტრუქციის შემდეგ და ძალიან მომეწონა. მე იქ ვაპირებ თამაშს.

- ამ დაპირისპირების შემდეგ ანჩელოტიმ თქვა - „ჩვენ უნდა მოვიყვანოთ რუდიგერი გუნდში...“
- დიახ. მსოფლიო ფეხბურთში ყველა კარგად იცნობს კარლო ანჩელოტის. ის დიდებული მწვრთნელია და ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებით კვლავ დაამტკიცა ეს. მხოლოდ იმას ვიტყვი, ჩემთვის დიდი პატივია იტალიელის მხრიდან ასეთი შეფასება და დამოკიდებულება. ბავშვობიდან ვადევნებ მას თვალს ტელევიზიის საშუალებით.

- უკვე ესაუბრეთ ანჩელოტის?
- დიახ, მასთან უკვე მქონდა კომუნიკაცია.

- რაზე ისაუბრეთ?
- ეს იყო გაცნობითი ხასიათის საუბარი. მან მითხრა, რომ ყველა გახარებულია ჩემი ტრანსფერის განხორციელებით, რაც ძალიან მაბედნიერებს. ანჩელოტი ერთ-ერთი ფიგურაა, ვინც „რეალი“ დიდად გააძლიერა. ამასთანავე, გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვით ბენზემას, კროოსს, მოდრიჩს, კაზემიროს...

- თქვენ მოხვედით გუნდში, რომელიც ჩ/ლიგის 14 თასს მოითვლის. ეს დამატებითი ზეწოლა არ არის ახალწვეულისათვის?
- ცხადია, ვგრძნობ ზელას, თუმცა საქმე გვაქვს „რეალის“ ისტორიის შემადგენელ ნაწილთან. ისინი მიჩვეულნი არიან გამარჯვებას და მათი მენტალიტეტიც ასე ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი კი ჩემს ხასიათზე გადის.

- მოედანზე ლიდერი ხართ. ეს გამოჩნდა განვლილ შეხვედრაში ესპანელი არბიტრის წინააღმდეგაც...
- (იცინის). ლიდერობა არის ბუნებრივი. მცველის ვალდებულებაა იყოს წარმომადგენელი, ესაუბრებოდეს თანაგუნდელებს... სწორედ ამას ვცდილობ. მომწონს კარგი კომუნიკაცია და მოტივირება. ეს ყველაფერი შიგნინად მოდის, ხელოვნურობას არა აქვს ადგილი.

- როგორია რუდიგერი მოედნის გარეთ?
- სრულიად განსხვავებული. თავს სუპერ ვარსკვლავად არ ვთვლი, ნორმალური ბიჭი ვარ. დიდ კლუბებში ასპარეზობა და კარგი ცხოვრება ნამდვილად პრივილეგიაა, ამიტომაც ვცდილობ, საზოგადოებას დავუბრუნო ის, რასაც ადამიანების სიყვარული და ფეხბურთი მაძლევს. ძალიან მომწონს საქველმოქმედო საქმიანობა, საავადმყოფოებისთვის დახმარების გაწევა. საკმაოდ რთულ პირობებში გავიზარდა, მაგრამ თავს ყოველთვის მდიდარ ადამიანად ვთვლიდი, ვინაიდან ყოველთვის ოჯახის გვერდით ვიყავი, რაც ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივია.

- ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც აზარს მოუწოდებდით, რომ მადრიდში არ წასულიყო...
- მახსოვს, მახსოვს... ამან შედეგი გამოიღო, ის კიდევ 1 წლით დარჩა ლონდონში. მან ევროპა ლიგის მოგების შემდეგ დატოვა „ჩელსი.“ ედენის წასვლამ გული დაგვწყვიტა, თუმცა ამავდროულად, გახარებულნი ვიყავით მისი ოცნების ახდენით. ის ზიდანის დიდი ფანია. ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მომიწევს მასთან ერთად ასპარეზობა. განვლილი წლების მისთვის რთული გამოდგა, თუმცა მჯერა, მადრიდის გულშემატკივრები ძველ აზარს იხილავენ. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ბელგიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

- თქვენ ხართ მცველი, რომელსაც წინ წასვლაც უყვარს...
- დიახ, ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო. ყოველთვის ისეთ გუნდებში ვასპარეზობდი, რომელსაც ბურთის ფლობა ჰქონდა და ეს სწავლაში მეტად მეხმარებოდა.

- როგორ წარმოგიდგენიათ პირველი დღეები მადრიდში. რას ეტყვით მადრიდისტებს?
- მათ ახლაც იგივეს ვეტყვი, მე ნებისმიერ სიტუაცაში და თითოეულ შეხვედრაში გულით, ბოლომდე ვიბრძოლებ. ამის პირობას ვაძლევ ყველას. ყოველდღიურად 100 პროცენტით დავიხარჯები.
dle 10.1


1

9 ივნისი 2022 10:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1895
ძაან მაგარი მცველია და იმედია უდიდეს შედეგს დადებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (187)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)