პერესი: „ეს შეუძლებელი იქნებოდა“

ფლორენტინო პერესმა კლუბის წევრებს სამადლობელი წერილით მიმართა.


„მინდა გაგიზიაროთ სიხარული, რომელსაც ყველა მადრიდისტა განვიცდით ამ საოცარ დროს. ჩვენს ისტორიასა და „რეალის“ ლეგენდას ჩემპიონთა ლიგის მე-14 თასი დაემატა, რომელიც გუნდმა პარიზში მოიპოვა.

აღნიშნული გამარჯვება არის დაუვიწყარი და ყოველთვის დარჩება მსოფლიოს ყველა წერტილში მყოფი გულშემატკივრების გონებასა და გულში. ჩვენმა მიდგომამ, ერთი მხრივ „ბლანკოსის“ ქომაგებში გამოიწვია სიამაყე და აღფრთოვანება, ხოლო მეორე მხრივ, კარგი ფეხბურთის დამფასებელ ადამიანებში სიყვარული.

ჩვენი გუნდი თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდა ისეთი მწვრთნელის თაოსნობით, როგორიც კარლო ანჩელოტია, რომელიც არა მხოლოდ ისტორიაში შევიდა მოხვეჭილი ტიტულებით. ის ითვლება ჩვენი კლუბის ღირებულებების ეტალონად.

რა თქმა უნდა, არაფერი იქნებოდა ჩვენი წევრებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე. მათ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე. ამ ადამიანების სამაგალითო საქციელმა და თავდაჯერებულობამ, რომ ჩვენ არასდროს ვნებდებით, საფეხბურთო და სპორტული სამყაროს შექება დაიმსახურა.

ამიტომაც, მინდოდა გულითადი მადლობა გადამეხადა, როგორც ჩემი, ასევე დირექტორთა საბჭოს სახელით. თქვენი გვერდით დგომის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა.“ dle 10.1


1

7 ივნისი 2022 11:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1836
shens gareshe ki chven ar gverqmeoda msoplios sauketeso gundis panebi

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)