3 წლიანი კონტრაქტი მზად არის - „სიტის“ ვარსკვლავი „რეალში“!

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მანჩესტერ „სიტის“ ვარსკვლავს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს...


საუბარია რიად მაჰრეზზე, რომელსაც მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

სწორედ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გუარდიოლას გუნდი რიადს გაყიდვას უპირებს, რათა თავისუფალი აგენტი არ გახდეს და გუნდი მომდევნო სეზონის ბოლოს უფასოდ არ დატოვოს.

ფლორენტინო პერესი მზად არის, მაჰრეზის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, მისი სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე TransferMarkt-ის მონაცემებით 40 მილიონია, თუმცა ფასს კონტრაქტის ვადა თავისთავად ამცირებს.

მადრიდში მიიჩნევენ, რომ შეტევის მარჯვენა ფლანგს მაჰრეზი მნიშვნელოვნად გააძლიერებს, სწორედ ამიტომ მისტვის შესთავაზებლად 3 წლიანი კონტრაქტი უკვე მზადაა.

ასევე ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელს აწ უკვე გასული სეზონის სტატისტიკა უკმაყოფილოს ტოვებს. რიადმა პრემიერლიგაში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 39%-ში იყო. გუარდიოლას ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ენდობოდა, სადაც მოთამაშემ შესაძლო 12-იდან თორმეტივეში მიიღო მონაწილეობა და ძალიან მიმზიდველი სტატისტიკაც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ გასული სეზონი რიადმა სხვადასხვა ტურნირზე გატანილი 24 გოლით დაასრულა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. dle 10.1

  • Hala
  • 5 ივნისი 2022
  • 3617
  • 6

1

5 ივნისი 2022 12:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა მაჰრეზი არაა რეალის დონე

2

5 ივნისი 2022 12:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გნაბრი მოიყვანონ რა მაჰრეზი

3

5 ივნისი 2022 12:30

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32753
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: REAL MADRID⚪
რა მაჰრეზი არაა რეალის დონე


მაჰრეზი არ არის რეალის დონე? ძალიან გამიკვირდა მსგავსი კომენტარის წაკითხვა. რეალში მაჰრეზის დონის ფლანგი რომელი გვყავს?

სისწრაფე, ტექნიკა, პასი, დარტყმა... რას უწუნებთ?
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

4

5 ივნისი 2022 12:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Hala
ციტატა: REAL MADRID⚪
რა მაჰრეზი არაა რეალის დონე


მაჰრეზი არ არის რეალის დონე? ძალიან გამიკვირდა მსგავსი კომენტარის წაკითხვა. რეალში მაჰრეზის დონის ფლანგი რომელი გვყავს?

სისწრაფე, ტექნიკა, პასი, დარტყმა... რას უწუნებთ?

როდრიგო ჯობია, თან ახლა დროა როდრიგოს პოტენციალი გამოვლინდეს ბოლომდე, მაჰრეზი რავი ნაღდად არამგონია რეალის დონე ადმინ

5

5 ივნისი 2022 12:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1841
ციტატა: Hala
ციტატა: REAL MADRID⚪
რა მაჰრეზი არაა რეალის დონე


მაჰრეზი არ არის რეალის დონე? ძალიან გამიკვირდა მსგავსი კომენტარის წაკითხვა. რეალში მაჰრეზის დონის ფლანგი რომელი გვყავს?

სისწრაფე, ტექნიკა, პასი, დარტყმა... რას უწუნებთ?

asaks. da xasiatis motamashea. aseve didi araperi. yvelaze kargi iqneboda darvini benpikadan samomavlod rodrigo dadgeboda marjvnov da benzemas shecvlida darvini

6

5 ივნისი 2022 13:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გამისწორდება მაგრად რო მოვიდეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (192)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)