ვინ მიდის „რეალიდან“? - ანჩელოტიმ დიდი სია გაამზადა!

2022 წლის ზაფხულში „ბლანკოსს“ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდება. კარლო ანჩელოტი ახალი გუნდის ფორმირებას იწყებს...


გარეთ ბეილი, მარსელო და ისკო ალარკონი გუნდს უკვე დაემშვიდობნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში უკვე სამით ნაკლები ფეხბურთელია.

წამსვლელთა სიას ძალიან დიდი ალბათობით მიემატება ლუკა იოვიჩიც, რომელიც ან გაიყიდება, ან იჯარის წესით გასხვისდება.

სერბ ფორვარდზე პრეტენზიას თანაქალაქელი „ხეტაფეც“ აცხადებს, რომელიც ლუკას მუდმივ სამუშაო დროს პირდება. გარდა ამის წასვლის კანდიდატია მარიანო დიასიც, თუმცა მისი გაშვება დიდ სირთულეებს უკავშირდება საკუთარი სურვილების გამო - მარიანოს „ბლანკოში“ დარჩენა სურს.

საეჭვოა ვალიეხოს, მარკო ასენსიოს და დანიელ სებალიოსის დარჩენაც, ამ უკანასკნელმა ანჩელოტის გარანტიები მოსთხოვა, რაც ვერ მიიღებს, ვილემსენი კი „არსენალთან“, „მილანთან“ და სხვა მსურველებთან საუბრობს და მიიჩნევს, რომ გნაბრის დამატების შემთხვევაში მისი შანსი მართლაც მინიმალური გახდება. ხესუსს კი ყველანაირი შანსი ტონი რუდიგერის ტრანსფერმა მოუსპო.

გუნდს ასევე დატოვებს ანდრეი ლუნინი, რომელიც იჯარის წესით გასხვისდება, იგივე ბედს გაიზიარებს რეინიერ ჟესუსი, რომლის 2 წლიანი ვოიაჟი „დორტმუნდში“ წარუმატებელი გამოდგა, ახლა კი ლა ლიგაში უნდა მოსინჯოს ძალები, მისი მომდევნო ნავსაყუდელის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. dle 10.1


1

3 ივნისი 2022 17:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მარიანო გაგდონ რა მოუშორებელი ჭირია

2

3 ივნისი 2022 18:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1846
valexos toveben? arapers berchi bolos momewona kidec magram. saocari dacva ikvreba arsad misi adgili ar rcheba

3

3 ივნისი 2022 20:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
.მგონი არ უნდა ქონდეს ვალეხოს დიდი ხელფასი და სკამისთვის კარგი ვარიანტია.ხანდახან გამოადგება კარლოს

4

4 ივნისი 2022 00:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
როდრიგოს ყველანაირი პერსპექტივა აქვს ბენზემას სტილის ფეხბურთი ითამაშოს,ამიტომ კარლიტომ უნდა იმუშავოსვამ მიმართულებით, იოვიჩი,მარიანო გასაშვებები არიან. გნაბრი თუ მოიყვანა აზარი/ვინი მარცხნივ, ბენზო/როდრიგო და მარჯვნივ გნაბრი/ასენსაო. რუდიგერით მცველები დალაგდებიან, ჩუამენით ნახევარდაცვა,გნაბრით თავდასხმა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)