ახალი კლუბი - კარლოსმა მარსელო დაითანხმა?

მიუხედავად მარსელოს დიდი სურვილისა, „რეალმა“ ლეგენდარულ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.


16 წლიანი კარიერის შემდეგ, ბრაზილიელმა განაპირა მცველმა მადრიდული ცხოვრება დაასრულა და ახალი გამოწვევის მიღებისათვის ემზადება. ბუნებრივია, ის ჯერ არ აპირებს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას და აქტიურ ფეხბურთში დარჩენას გეგმავს.

თურქული პორტალი Fanatik-ის ინფორმაციით, მარსელოს მომდევნო ლოკაცია ქალაქი სტამბული იქნება. მოთამაშემ უკვე მწვანე შუქი აუნთო „ფენერბახჩეს,“ რომლის რიგებშიც ანაზღაურების ახით 4 მლნ. ევროს მიიღებს. იწერება, რომ აღნიშნულ ტრანსფერში დიდად ჩართულია რობერტო კარლოსი, რომელიც სწორედ „ფენერში“ გადაბარგდა მადრიდიდან.

მარსელოს მიმართ ინტერესს „მარსელი“ და ყატარის კლუბებიც იჩენენ. dle 10.1


1

2 ივნისი 2022 19:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
ჯოკოვიჩს მოუგო რაფამ და ზვერევს ვერ მოუგებს, ისე ალკარასს ადვილად მოუგო ზვერევმა,რონელმაც ნადალს მოუგო მადრიდის მასტერზე.
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

2 ივნისი 2022 20:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 628
ციტატა: oto.reali
ჯოკოვიჩს მოუგო რაფამ და ზვერევს ვერ მოუგებს, ისე ალკარასს ადვილად მოუგო ზვერევმა,რონელმაც ნადალს მოუგო მადრიდის მასტერზე.

ეგ არ დაიჯერო, გამორიცხული ამბავია რომ ზვერევმა როლან გაროსზე რაფა დაამარცხოს, თან ასეთი მოტივირებული რაფა, რომელმაც ჯოკოვიჩი გამოაგდო. ზვერევმა კიდე რაც არ უნდა იყოს ალკარასი გამოაგდო კი ბატონო, მარა ეგ ალკარასი ჯერ ძალიან, ძალიან პატარა და გამოუცდელია დიდ სლემებზე, სლემები ვაბშე სხვა რაღაცაა და მასტერსები სულ სხვააა. ერთადერთი რამ რაც შეიძლება რომ შეაჩეროს რაცა, ეგეც შეიძლება არის ტრამვა სხვა არაფერი. ზვერევს ასეთ ნელ თიხაზე ჩაწოდებაც ვერ ექნება კარგი რადგან რაფა იდეალურად იღებს თიხაზე ჩაწოდებებს და საუკეთესო მიმღებია და ნუ თამაშით რომ ვერ აჯობებეს ზვერევი ნადალს მაგას თქმაც კი არ უნდა, ვერც მენტალურად და ფსიქოლოგიურად ვერ გაუმკლავდება ამხელა წნეხს. ნუ რავი რა უნდა მოხდეს რომ ნადალმა ეს სლემი ვერ მოიგოს არ ვიცი, იმენა სასწაული უნდა მოხდეს მართლა.
-----------------------
HALA MADRID!

3

2 ივნისი 2022 20:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2637
სპორტ შოუს არ უყურეთ??? რეალზე დაწერეს სიმღერა, ,,რეზო და ბავშვები'' ჯგუფი ყავდა სტუმრად ოთარას და თავისი სიმღერა გადააკეთეს, ძაან მაგარი იყო, გირჩევთ მოუსმინეთ .

4

2 ივნისი 2022 23:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1853
ეჰჰ მარსელო... გული მწყდება... მაგრამ რას ვიზამთ დიდი მადლობა ყველაფრისათვის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (198)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)