რას აპირებს დანი სებალიოსი?

მარკო ასენსიოს მსგავსად, დანი სებალიოსსაც გადაწყვეტილების მიღება მართებს.


ესპანელ ნახევარმცველს „რეალთან“ კიდევ 1 წელი აკავშირებს, თუმცა მან მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში უნდა გააკეთოს არჩევანი - კონტრაქტის გახანგრძლივება, თუ წასვლა.

არსებული მომენტისათვის, მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არაფერია ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, თანაგუნდელებს დიდი სურვილია აქვთ სებას გუნდში დარჩენის. მათ ხელმძღვანელობასაც უთხრეს, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ შესანარჩუნებლად, ვინაიდან სხვა მსგავსი უნარების მქონე ფეხბურთელის მოძიება ძალიან გაუჭირდებათ.

სებალიოსი 2017 წლიდან ასპარეზობს „რეალში.“ მან სადებიუტო სეზონი ზიდანის დაქვემდებარებაში გაატარა, ხოლო შემდეგ 2 წლით „არსენალში“ გამოდიოდა განათხოვრების საფუძველზე. სევილიელი შარშან დაბრუნდა დედაქალაქში და რომ არა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული მძიმე ტრავმა, მისი მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა. დანიელი მხოლოდ იანვარში დაბრუნდა მოედანზე და იქედან მოყოლებული, 338 წუთი (18 მატჩზე გადანაწილებული) გაატარა საქმეში. ორჯერ სასტარტო შემადგენლობაშიც („ოსასუნასთან“ და „ესპანიოლთან“) მოუწია ასპარეზობა.

რაც მთავარია ანჩელოტი კმაყოფილია ნახევარმცველის გარჯით და ეს არა ერთხელ აღუნიშნავს პრესკონფერენციების დროს.

ვნახოთ, რას მოიფიქრებს სებალიოსი. მისი მიზანია მეტი სათამაშო დროის მიღება, რათა ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება შეძლოს. dle 10.1


1

1 ივნისი 2022 18:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
დარჩი ერთი ორი წელიც და მოინახება შენი ადგილიც. არაა გასაშვები ბიჭი, რაც ითამაშა კაი შთავეჭდილება დატოვა.

2

1 ივნისი 2022 19:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჩუამენი მოვა რა დრო ამას ექნება ჯობია წავიდეს ერთ წელში რეალი ბელინგემს დაიმატებს ვის რაში უნდა სებალოსი

3

1 ივნისი 2022 19:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
სკამისთვის იყოს 1-2 წელი, თუ არავინ არ იხდის ნორმალურ თანხას... ასნავნოში ამას თავიდანვე ვერ ვხედავდი და ეხლაც ვერ ვხედავ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)