როდის დაიწყება ჩ/ლიგის ახალი სეზონი?

რამდენიმე დღის წინ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ტრიუმფით დაასრულა. მადრიდელებმა ისტორიაში მე-14-დ იზეიმეს პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება, თუმცა, ცხადია, აღნიშნულზე გაჩერებას არ აპირებენ.


უკვე ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წ.წ. სეზონის მნიშვნელოვანი თარიღები.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, რომელშიც ტრადიციისამებრ 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას, 25 აგვისტოს, სტამბულში გაიმართება, ხოლო ტურნირის დაწყების თარიღად კი 6 სექტემბერი მოიაზრება:

1-ლი სათამაშო დღე: 6-7 სექტემბერი
მე-2: 13-14 სექტემბერი
მე-3: 4-5 ოქტომბერი
მე-4: 11-12 ოქტომბერი
მე-5: 25-26 ოქტომბერი
მე-6: 1-2 ნოემბერი

გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი სეზონის შუა ნაწილშია დაორგანიზებული (ნოემბერ-დეკემბერი), გუნდებს საკმაოდ მოკლე დროში მოუწევთ ერთმანეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

1/8 ფინალური სტადიის წილისყრა 7 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიოშნი შედგება. პირველი რაუნდის დაპირისპირებები 14-15 & 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი, ხოლო განმეორებითის 7-8 & 14-15 მარტს.

1/4 და 1/2 ფინალების კენჭისყრა 17 მარტს ჩაინიშნა. მეოთხედფინალების საწყისი შეხვედრები 11-12 აპრილს აიღებს სტარტს, საპასუხო კი 1 კვირის შემდეგ. რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, 9-10 & 16-17 მაისს გადაწყდება 2 ფინალისტის ვინაობა.

მომდევნო სეზონის გადამწყვეტი ჯახს 10 ივნისს, თურქეთის დედაქალაქის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)