ბეილი „რეალის“ ქომაგებს დაემშვიდობა

გარეთ ბეილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.


უელსელ ფეხბურთელს, რომელიც 2013 წლიდან იცავს „რეალის“ ღირსებას, 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი. გამომდინარე იქედან, რომ „ბლანკოსს“ ხელშეკრულების განახლების სურვილი არ აქვს, მას ახალი კლუბის მოძიება მოუწევს.

„ამ წერილით მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ და ახლანდელ თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, თანამშრომლებს და გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერენ.

აქ მოვედი 9 წლის წინ, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც უნდოდა ოცნების რეალობად ქცევა - „რეალის“ რიგებში ასპარეზობა. ჩემი მიზანი იყო თეთრი მაისურის მორგება, ამ გერბის საკუთარ გულზე ხილვა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში, ტიტულების მოგება და ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა.

ახლა შემიძლია უკან გავიხედო, ყველაფერი გავაანალიზო და ვთქვა, რომ ჩემი ოცნება ახდა, და თან იმაზე მეტად, ვიდრე მოველოდი.

კლუბის ისტორიის ნაწილად ყოფნა და ასეთი მიღწევების მოპოვება, არაჩვეულებრივი გამოცდილებაა, რომელსაც არასდროს დავივიწყებ.

ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო ფლორენტინო პერესის, ხოსე ანხელ სანჩესისა და კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ, რათა მათ მომცეს საშუალება მადრიდში თამაშისა.

ერთად ისეთი მომენტები გადაგვხდა თავს, რაც ყოველთვის შევა კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში. ეს პატივი იყო ჩემთვის. მადლობა. ჰალა მადრიდ!“ dle 10.1


1

1 ივნისი 2022 15:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მიუხედავად ბოლო წლებისა მადლობა ოქროს ბიჭო ასეა თუ ისეა შენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვის რეალის ტიტულებში საოცარი გოლი კოპას ფინალში, საოცარი გოლი ლიგის პირველ ფინალში მერე ლივერპულთან და რაც მთავარია ყველაფერი გააკეთე რომ აქ მოხვედრილიყავი თუნდაც ამიტო იმსახურებ მადლობას და ზოგიერთ არ გავხარ ფულის ხამებს ვგულისხმობ.

2

1 ივნისი 2022 15:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
გადმოსვლიდან 4-5 წელი სტაბილირად შედეგიანი და კარგი იყო და მერე მაგრად აურია. კლუბის უპატივცემულობა ძალიან ბევრჯერ გამოიჩინა, მაგრამ რაც ფინალებში გააკეთა და რა ტრიოც შექმნა ბენზემა რონალდუსთან ერთად, მაინც იმსახურებს დაფასებას. ასე რომ მადლობა გაწეული სამსახურისთვის!

3

1 ივნისი 2022 15:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
მადლობა ჩემო ძმაო რომ ბარტრას ფილტვის ანთება აკიდე, მადლობა რომ სქაუზერები ფინალში პირდაღებული დატოვე, მადლობა ყვემაფრისთვის და წარმატებები ❤

პს: პოგბა ოფიციალურად ტოვებს იუნაიტედს, თავისუფალი აგენტია. რას იტყვით? მე რაღაცა არ მევასება დიდად, მოდრიჩი ვაბშე სხვა სტილია ეგ ვაბშე სხვა. მოდრიჩის შემცვლელი გვინდა.

ტიპებმა ჯერ უფასოდ დაკარგეს პოგბა, მერე 100 მილიონში დაიბრუნეს და ახლა ისევ უფასოდ კარგავენ 😆😆

4

1 ივნისი 2022 15:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
მართლა ძაან მაგარი ფეხბურთელი იყო არის მარა უფრო იყო. ყველაფერი ქონდა ვაფშე სისწრაფე დარტყმა ყვეკაფარე ვაფშე. ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის და ყველა მადლიერი უნდა იყოს. ბოლო წლებში ტრამვების გააწამა და მერე თავისმა ხასიათმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა. ნამდვილად ჩაეწერა რეალის ისტორიაში ოქროს ასოებით.

5

1 ივნისი 2022 16:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
წარმატებები ბეილს... სადაც წავა. სამწუხაროა ბოლო წლებში ბევრი რამ ისე განვითარდა რაც არასახარბიელო იყო მისთვის.
პოგბა არც მე მინდა დიდად... აღარაა პატარა ბიჭი + ხასიათის მოთამაშეა

6

1 ივნისი 2022 18:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
მე მაგრად მიყვარხარ და მაგრადაც დამაკლდები. როგორც გუნდს აკლდა შენი მონდომება და ხარისხი, რომელიც ჯანდაბაში გაუშვი.
არაფერი აქვს სანანებელი..
უელსზე წინ არავინ ითხოვდა რეალის დაყენებას და შეუძლებელიც არის ალბათ..
გავა წლები, ისე შეგაწუხებს რაც ილაპარაკე, აუცილებლად მოიხდი ბოდიშს.
მშვიდობით ლეგენდავ!

7

1 ივნისი 2022 22:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
წარმატებები ლეგენდა,შენ ნამდვილი მადრიდისტა იყავი.არ დამავიწყდება კლასიკოში შენი გარბენი,ბარტრას რომ ჩაუქროლე....მშვიდობით გარეტ....😊😊😊😊💪💪💪💪💪💪👍⚽️⚽️⚽️⚽️

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)