აზარი: „არასდროს მინდოდა ამის გაკეთება“

ედენ აზარი 2019 წელს შეუერთდა სამეფო კლუბს. ის ამჟამად ბელგიის ეროვნული ნაკრების რიგებშია და ერთა ლიგის მატჩებისათვის ემზადება. „შვიდიანმა“ ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


„ყველაფერი რიგზეა. აღარ მაწუხებს პრობლემები კოჭზე და თავს კარგად ვგრძნობ. როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით ყველანაირი პირობა მაქვს, რომ მომდევნო სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შევხდე. ჯერ არაფერი დამისრულებია და კიდევ შემიძლია შესანიშნავი რაღაცების კეთება მოედანზე.“

„მე მხოლოდ სათამაშო წუთები მჭირდება და დარწმუნებული ვარ მივიღებ კიდეც. თქვენ კი რეალურ ედენ აზარს იხილავთ. ამაში ეჭვი არ მეპარება.“

„არასდროს მიფიქრია „რეალის“ დატოვებაზე. კლუბმაც იცის, რომ მიუხედავად განვლილი მძიმე პერიოდისა, სარგებლის მოტანა შემიძლია.“

„საუკეთესო სცენარი იქნება კარგად მომზადება, თამაში, ვინაიდან დიდი ხანი არ ვყოფილვარ საქმეში, ნაყოფიერი ასპარეზობა თითოეულ შეხვედრაში, გოლების გატანა, შემდეგ ყატარში გამგზავრება და ისეთი ტურნირის ჩატარება, როგორც რუსეთის მუნდიალზე გვქონდა.“

„ვფიქრობ, არსებული მომენტისათვის კარიმ ბენზემას ვერავინ შეედრება. ის 99%-ით „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია. რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ იცის რა მოხდება ხმის მიცემის დროს, თუმცა ის უდავო ფავორიტია.“

MARCA


dle 10.1


1

1 ივნისი 2022 10:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ისე ათიანზე რო დააყენოს ცუდი არ იქნება და ვინი მარცხნივ დარჩეს ისევ იქნებ მოდრიჩი შეცვალოს როგორმე

2

1 ივნისი 2022 10:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
უკანალი გიკანკალებს,რადგან არ გინდა რომ პერესმა აგახვევინოს გუნდიდან.თამაშს თუ არ მოუმატებ,ზამთარში გაგყიდიან შე მსუქანა,ასე რომ მაგაზე იფიქრე.🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

3

1 ივნისი 2022 10:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Hala madrid1902
ისე ათიანზე რო დააყენოს ცუდი არ იქნება და ვინი მარცხნივ დარჩეს ისევ იქნებ მოდრიჩი შეცვალოს როგორმე

მოდრიჩს ეს ვერ შეცვლის დაცვის ასპექტში ნოლია.. შეტევის კუთხით კიბატონო მაგრამ რეალი 4-4-2 ტაქტიკით თუ ითამაშებს შეიძლება აზარის სასტარტოში დაყენება

4

1 ივნისი 2022 11:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: zizu2020
უკანალი გიკანკალებს,რადგან არ გინდა რომ პერესმა აგახვევინოს გუნდიდან.თამაშს თუ არ მოუმატებ,ზამთარში გაგყიდიან შე მსუქანა,ასე რომ მაგაზე იფიქრე.🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

ხის თვალი გაქვს რო დაინახო მსუქანი აღარაა ბლიად შენაირ ჰეითერებს გავკარი

5

1 ივნისი 2022 12:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
ციტატა: Hala madrid1902
ისე ათიანზე რო დააყენოს ცუდი არ იქნება და ვინი მარცხნივ დარჩეს ისევ იქნებ მოდრიჩი შეცვალოს როგორმე

მოდრიჩს რანაირად შეცვლის, კაცი მარცხენა ვინგერია. დაცვით ფუნქციებში 0. თამაშის წაყვანა - კონტროლი ბურთის განაწილება მისი საქმე არაა. ათიანმა ნახევარდაცვის სამეულის წინ უნდა ითამაშოს როგორც დიმარია თამაშობდა ანჩეს დროს. აი მანდ შეიძლება გაამართლოს. კაი პასი და ხედვა აქვს.

6

1 ივნისი 2022 14:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
აზარი... რა ვთქვა არის რომ მისი საჭიროება გუნდში 32 წლის ხდება... 19/20 წლის სეზონი 1 გატანილი ბურთი... 20/21 წლის სეზონში 4 გატანილი ბურთი... 21/22 წლის სეზონში 1 გატანილი ბურთი... ვინიციუსი და როდრიგო უნდა განიხილებოდეს უკვე ბენზემას გვერდით... ან უფრო მაღალი კლასის მქონე ფეხბურთელები რომლემიც მუდამ ფორმაში არიან ასენსიო და აზარი წელიწადში ერთხელ იტანენ ეს არ არის რეალის ფილოსოფია...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)