„რეალის“ რადარზე ახალგაზრდა მეკარე გამოჩნდა

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.


სამეფო კლუბის რადარზე ახალგაზრდა მეკარე გამოჩნდა. „რეალი“ სერიოზულად განიხილავს „ჩიკაგო ფაიერის“ 18 წლის მეკარის დამატების საკითხს. გაბრიელ სლონინა უკვე მეორე სეზონია MLS-ში ასპარეზობს. ის რამდენჯერმე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებშიც გამოიძახეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დებიუტის საშუალება არ მისცემია.

არსებული მომენტისათვის, ჩიკაგოელები სატურნირო ცხრილის აუტსაიდერები არიან. dle 10.1


1

30 მაი 2022 20:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1342
რამდენი რამე დაიწერება ახლა ამ ზაფხულს ვის სად დაუკავშირებენ

2

30 მაი 2022 21:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1818
amas tu imateben fuidiasi aq araa ? iseti gvinda tu mouwevs tamashi. imedi gvqondes

3

30 მაი 2022 22:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2617
როლან გარისს ვინც უყურებთ, ასეთი საშინელი ბადე ოდესმე გინახავთ? ციციპასი ხო გავარდა დღეს ეგ ჰო მაგრამ. ერთ ბადეში არიან:რუდი, რუნე(რომელმაც დღეს ციციპასი გააგდო) რუბლევი და მედვედევი. ძაღლის ბედი აქვთ ამ რუსებს რა. და მეორე მხარეს, მეორე ბადეში:ჯოკო, ნადალი, ალკარასი, და ზვერევი. საშინელებაა რაა. ნადალი და ზვერევი მაინც ყოფილიყვნენ მეორე მხარეს. ეხლა მედვედევი ფინალში გავა და იტყვიან დაიმსახურაო🤣🤣🤣

4

30 მაი 2022 23:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ციტატა: murtoreali777
როლან გარისს ვინც უყურებთ, ასეთი საშინელი ბადე ოდესმე გინახავთ? ციციპასი ხო გავარდა დღეს ეგ ჰო მაგრამ. ერთ ბადეში არიან:რუდი, რუნე(რომელმაც დღეს ციციპასი გააგდო) რუბლევი და მედვედევი. ძაღლის ბედი აქვთ ამ რუსებს რა. და მეორე მხარეს, მეორე ბადეში:ჯოკო, ნადალი, ალკარასი, და ზვერევი. საშინელებაა რაა. ნადალი და ზვერევი მაინც ყოფილიყვნენ მეორე მხარეს. ეხლა მედვედევი ფინალში გავა და იტყვიან დაიმსახურაო🤣🤣🤣

რუსები საერთოდ რატომ დაუშვეს, სხვა სპირტის სახეობებზე აკრძალეს და პარიზში ათამაშებენ, ფრაგების ამბავია არ აწყენინეს რუსებს, აბა უიმლდონზე უარი უთხრეს, ნადალი გადაღლილია და რას იზავს ვინ იცის. ალკარასი მოუგებს ზვერევს ალბათ.

თან რუბლიოვს უგებდა სინერი იტალიელი და დაიმტვრა ბედი აქვთ აბა რა,თან ადვილი ბადე.
-----------------------
ჰალამადრიდ.

5

30 მაი 2022 23:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
თავიდან ვუყურე მთელი მატჩის ჩანაწერს და მაგრად გამისწორდა იმენა. საჭადრაკო პარტიაში დამარხა კარლონ კლოპი რასაც ქვია. ყველა კოზირი გაუთიშა ტიპმა მარტო სალაჰის ინდივიდუალზიმზე დატოვა ლივერპული. ტრენტი, ჰენდო და სალაჰის სამკუთხედები გააქრო, დიაზი გააქრო და ლივერპულის გეგენპრესინგიც გააქრო. მარტო სტატისტიკა და გოლები გონიათ ტიპებს მგონი ფეხბურთი მაგიტო იძახიან ლივერპულმა გადაუარაო, ან მართლა ბოღმა ახრჩობთ. ერთი სიამოვნება იყო იმის ყურება, თუ რა დინჯად, ლამაზად ამოქონდა რეალს ბურთი პრესინგის დროს, როგორ მშვიდად , კლასნად აკონტროლებდა თამაშსის ტემპს უმეტესად. ახლა რაც შეეხება სტატისტიკას 3 მომენტის გარდა, რომელი ღირდა რამედ საჯარიმოს გარედან ყვავები ჩახსნეს, ან კურტუას ხელებში, როცა რეალს მაგაზე კარგი მომენტები ქონდა და არც დაურტყამს კარში უნდოდათ მგონი შესვლა🤣 ისე ეგ მართლა უაზრობა იყო არანაკლები მომენტები ქონდათ. 3 ვს 1ზე შეტევა, კაზეს არასწორი პასი სტანდარტულიდან არადა 2 გუნდელი რჩებოდა ცარიელ კართან, სებალიოსის ერთი ერთზე გასვლა მანდ რატო არ დაარტყა ტიპმა, ბენზომაც გაუქმებული გოლის დროს რატო არ დაარტყა თავიდანვე რავი. ისე მაგ გაუქმებულ გოლში რა პასი გაუძრო ალაბამ ბენზოს პროსტაა , სასწაული პასის კულტურა აქ ტიპს და მაგრად კვდება მაგის შემტევი პოტენციალი და ზოგადად მთლიანი გუნდის ალაბას ფლანგზე არ თამაშით. კარვახალს, კაზეს კურტუაზე არანაკლები პერფომანსი ქონდათ გიჟები იმენა. ყველაზე მაგარი უაზრობა ავტობუსიო რეალიო როგორ უნდა თქვა ბიჭო ტიპებს ბურთი ეჭირათ და მშვიდად ითამაშეს მთელი თამაში 1-0ს როცა იგებდნენ ჩამჯდარი რეალი სად ნახეს? 78 წუთზე მოდრიჩი გამწარებული აპრესინგებდა ტიპებს თავიანთ ნახევარზე და კლოპის მენტალურ მანქანას 82 წუთის მერე მომენტი არ შეამქნევინეს მაგ პერიოდშიც წუთით არ ჩამჯდარა რეალი დაცვაში პირიქით საჯარიმოდან შორს წაწია თამაში და იქით შეეძლო 2 გოლის გატანა ჩვეულებრივ კონტრებზე. სუფთა სალაჰის სოლო შექმნილი მომენტები იყო ეგ იყო და ეგ მაგას კი ვერ გააკონტროლებ რაცარუნდა იდეალური ტაქტიკა შეარჩიო ( შეარჩია კიდეც კარლომ) და როგორც ზე კარგად შეასრულოს გუნდმა მაინც რთულია სადღაც 1ვს1 ზე კარგმა ვინგერმა მცველი მოგიტყუოს ეგ გააკონტროლო, თუმცა სხვა ეპიზოდებში მშვენივრად შეასრულა მთელმა გუნდმა ყველაფერი. მენდიც კარგი იყო სალაჰი გაექცა 82 წუთზე ერთი ეგ იყო და ეგ. ალაბამაც მაგარი პერფომანსი დადო მაგანაც სალაჰი დაკარგა 1 მომენტში საჯარიმოში ეგ იყო და ეგ. იტოგში ტაქტიკურად დაჯაბნა კარლომ კლოპი აშკარად.

ჰო კიდე მეორე რისი თამაც მინდა ახლა მაინც ბიჭო იძახით უმართლებდა რეალს ქამბექების დროსო სადიყო ლივერპულის შტურმი მთელი ბოლო 15 წუთი? კარგი 15 წუთი ჯანდაბას, მაგრამ 1 ბურთით აგებ მხოლოდ და დამატებით წუთებში სანახევრო მომენტსაც ვერ აკეთებ და აქეთ დაგიჭირა რეალმა ბურთი დაჟე. სებალიოსი ბოლო შეტევის შანსის დროს ალისონს გიჟივით აპრესინგებდა ლივერპულის ნახევარზე და ვაბშე ვერაფერი ვერ შექმნეს და რეალის სასწაულ ქამბექს გავარდნას, რომ ეძახიან შოკია. ახლა სიტისთან რეალის ქამბექს დავუბრუნდეთ 89 წუთზე გუნდმა ძალები იპოვა იმის, რომ მთელი სიტი საჯარიმოს მიეჯაჭვებინა და ყველაფერი თავზე დაახურა იმენა დაჟე მესამეს გატანის მომენტიც ქონდა როდრიგოს ძირითადშივე რამხელა ფსიქოლოგიია და ძალსიხმევა უნდა აგერ ლივერპულის მაგალითზე მაიინც გენახათ ბიჭო, მაგრამ არა რა იმენა არ უნდათ დანახვა.

6

31 მაი 2022 00:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
მატჩის ჩანაწერს ვუყურებ მეც ეხლა. აუ კროოსი არის გენიალური მოთამაშე. მოდრიჩი ხომ ჯადოქარია და მოვლენა, მაგრამ კროოსმა ჩაატარა არნახული თამაში. თითოეულ მოძრაობაში ეტყობა რომ მოსიარულე კლასია. გოლის დროს რა მაგრად მოძრაობს, რა მაგრად აკონტროლებს ტემპს, ბურთის ამოტანის დროს საკვანძო მოთანაშეა, როგორც უნდა ისეთ ტემპში მიყავს თამაში 😀 საოცარი ინტელექტის პატრონია. ბევრი რომ ამბობდით კროოსი ზონებს ვერ ავსებს და დაცვაში არ ვარგაო, დადო თუ არა ზე კლასი თამაში გადამწყვეტ მატჩში? აქეთ ჩაისვა ჯიბეში მოდრიჩთან ერთად მთელი სწრაფი მოპრესინგე ცენტრი ჯიბეში. ლივერპულის ქაჯ სწრაფ ნახევარმცველებთან შედარებით კუზე ნელია, მაგრამ ინტელექტი და თამაშის წაკითხვის უნარი აქვს საოცრად მაგარი. უმაღლესი საფეხბურთო აიქიუს მქონე იგროკია. მოდრიჩზე არანაკლებად დაგვეტყობა მისი წასვლა. ძალიან მიხარია რომ მისი კალიბრის მოთამაშის ყურების ბედნიერება კიდევ 2 წლით შეგვეძლება.

რაც შეეხება ვალვერდეს, იმედია დე იონგს არავინ შეადარებს კიდე. საოცარი ბიჭია, სადაც არ უნდა დააყენო, ყველგან ამართლებს. მებრძოლი, დაუღალავი, სწრაფი, ბურთიც რა მაგრად ამოაქვს, რამდენჯერ წაართვა და არბენინა ლივეს მცველები, ქანცი გააძრო 😃
კურტუასთან ერთად ვალვერდე, კარვახალი, კაზემირო და მოდრიჩი იყვნენ საოცრებები. კარვახალს სეზონის თამაში ჰქონდა, არ გაახარა არავინ 😀
სხვათაშორის, ბენზემას ჰქონდა ძალიან ცუდი თამაში, მაგრამ ცუდად მოთამაშე ბენზემაც კი გუნდის სული და გულია. ბოლო მომენტში ბენზემამ რომ არაზუსტი პასი გააკეთა ვინიზე 3-1 რომ გარბოდნენ კონტრაზე, არ დავიჯერე რომ ბენზემა შეცდა, მასეთ სიტუაციაში გამოზომილ პასს გააკეთებდა 100-99 შემთხვევაში. მაინცდამაინც ფინალში ვერ გააკეთა ზუსტი პასი, მაგრამ ისეთი სეზონი დადო, პირდაპირ მოედანზე რომ მოეკუკა, ხმა არავის ამოგვეღებოდა. 😃
ანჩელოტი ხო ვაბშე თენაა, ტაქტიკურად ჯიბეში ჩაისვა კლოპი. გუნდში რა მაგარი ატმოსფერი სუფევს, ერთი გუნდია, ყველა ერთმანეთს უდგას მხარში. მალადეც კარლიტო! ყველა მწვრთბელს არ შეუძლია ამხელა გრანდში ასეთი ატმისფერი ჩამოაყალიბოს და ასე კარგად გაუძღვეს რეალის დონის გრანდს. კარლიტოს შემდეგ ზიზუ უნდა დაბრუნდეს და ჩაიბაროს ახალი გალაქტიკო

7

31 მაი 2022 00:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Vini Jr.
თავიდან ვუყურე მთელი მატჩის ჩანაწერს და მაგრად გამისწორდა იმენა. საჭადრაკო პარტიაში დამარხა კარლონ კლოპი რასაც ქვია. ყველა კოზირი გაუთიშა ტიპმა მარტო სალაჰის ინდივიდუალზიმზე დატოვა ლივერპული. ტრენტი, ჰენდო და სალაჰის სამკუთხედები გააქრო, დიაზი გააქრო და ლივერპულის გეგენპრესინგიც გააქრო. მარტო სტატისტიკა და გოლები გონიათ ტიპებს მგონი ფეხბურთი მაგიტო იძახიან ლივერპულმა გადაუარაო, ან მართლა ბოღმა ახრჩობთ. ერთი სიამოვნება იყო იმის ყურება, თუ რა დინჯად, ლამაზად ამოქონდა რეალს ბურთი პრესინგის დროს, როგორ მშვიდად , კლასნად აკონტროლებდა თამაშსის ტემპს უმეტესად. ახლა რაც შეეხება სტატისტიკას 3 მომენტის გარდა, რომელი ღირდა რამედ საჯარიმოს გარედან ყვავები ჩახსნეს, ან კურტუას ხელებში, როცა რეალს მაგაზე კარგი მომენტები ქონდა და არც დაურტყამს კარში უნდოდათ მგონი შესვლა🤣 ისე ეგ მართლა უაზრობა იყო არანაკლები მომენტები ქონდათ. 3 ვს 1ზე შეტევა, კაზეს არასწორი პასი სტანდარტულიდან არადა 2 გუნდელი რჩებოდა ცარიელ კართან, სებალიოსის ერთი ერთზე გასვლა მანდ რატო არ დაარტყა ტიპმა, ბენზომაც გაუქმებული გოლის დროს რატო არ დაარტყა თავიდანვე რავი. ისე მაგ გაუქმებულ გოლში რა პასი გაუძრო ალაბამ ბენზოს პროსტაა , სასწაული პასის კულტურა აქ ტიპს და მაგრად კვდება მაგის შემტევი პოტენციალი და ზოგადად მთლიანი გუნდის ალაბას ფლანგზე არ თამაშით. კარვახალს, კაზეს კურტუაზე არანაკლები პერფომანსი ქონდათ გიჟები იმენა. ყველაზე მაგარი უაზრობა ავტობუსიო რეალიო როგორ უნდა თქვა ბიჭო ტიპებს ბურთი ეჭირათ და მშვიდად ითამაშეს მთელი თამაში 1-0ს როცა იგებდნენ ჩამჯდარი რეალი სად ნახეს? 78 წუთზე მოდრიჩი გამწარებული აპრესინგებდა ტიპებს თავიანთ ნახევარზე და კლოპის მენტალურ მანქანას 82 წუთის მერე მომენტი არ შეამქნევინეს მაგ პერიოდშიც წუთით არ ჩამჯდარა რეალი დაცვაში პირიქით საჯარიმოდან შორს წაწია თამაში და იქით შეეძლო 2 გოლის გატანა ჩვეულებრივ კონტრებზე. სუფთა სალაჰის სოლო შექმნილი მომენტები იყო ეგ იყო და ეგ მაგას კი ვერ გააკონტროლებ რაცარუნდა იდეალური ტაქტიკა შეარჩიო ( შეარჩია კიდეც კარლომ) და როგორც ზე კარგად შეასრულოს გუნდმა მაინც რთულია სადღაც 1ვს1 ზე კარგმა ვინგერმა მცველი მოგიტყუოს ეგ გააკონტროლო, თუმცა სხვა ეპიზოდებში მშვენივრად შეასრულა მთელმა გუნდმა ყველაფერი. მენდიც კარგი იყო სალაჰი გაექცა 82 წუთზე ერთი ეგ იყო და ეგ. ალაბამაც მაგარი პერფომანსი დადო მაგანაც სალაჰი დაკარგა 1 მომენტში საჯარიმოში ეგ იყო და ეგ. იტოგში ტაქტიკურად დაჯაბნა კარლომ კლოპი აშკარად.

ჰო კიდე მეორე რისი თამაც მინდა ახლა მაინც ბიჭო იძახით უმართლებდა რეალს ქამბექების დროსო სადიყო ლივერპულის შტურმი მთელი ბოლო 15 წუთი? კარგი 15 წუთი ჯანდაბას, მაგრამ 1 ბურთით აგებ მხოლოდ და დამატებით წუთებში სანახევრო მომენტსაც ვერ აკეთებ და აქეთ დაგიჭირა რეალმა ბურთი დაჟე. სებალიოსი ბოლო შეტევის შანსის დროს ალისონს გიჟივით აპრესინგებდა ლივერპულის ნახევარზე და ვაბშე ვერაფერი ვერ შექმნეს და რეალის სასწაულ ქამბექს გავარდნას, რომ ეძახიან შოკია. ახლა სიტისთან რეალის ქამბექს დავუბრუნდეთ 89 წუთზე გუნდმა ძალები იპოვა იმის, რომ მთელი სიტი საჯარიმოს მიეჯაჭვებინა და ყველაფერი თავზე დაახურა იმენა დაჟე მესამეს გატანის მომენტიც ქონდა როდრიგოს ძირითადშივე რამხელა ფსიქოლოგიია და ძალსიხმევა უნდა აგერ ლივერპულის მაგალითზე მაიინც გენახათ ბიჭო, მაგრამ არა რა იმენა არ უნდათ დანახვა.

ისე არ მესმის კროსი რატო არ ევასებათ აი მაგ თამაში ტიპი პირადად აკონტროლებდა თეოს როდესაც რეალს ქონდა ბურთი ტიპი ისე ანაწილებდა ბურთს რავი რო მერე რეალს ბურთის შენარჩუნება უადვილდებოდა
კროს დიდი წვლილი მიუძღვის რო ლივერპულის გეგენპრესინგი თუ რაც ქვია არ მუშაობდა

ყველა კარგი იყო ფინალში მაგრამ აი ვალვერდეს სახით მაგარი ფეხბურთელი ყავს რეალს საერთო ვალვერდე ვინგერად ხო არ დავტოვოთ ტიპი ძალიან კარგია ვინგერის პოზიციაზე
ჯერ ხო სწრაფია ასევე სივრცეებს კარგად იღებს და ძალიან კარგი დარტყმაც აქვს ასევე რამდენს დარბის წინაც და უკანაც ტიპი იმენა არ იღლება დაცვას ხო ეხმარება ნახ.დაცვასაც და შეტევაში ხო კარგი რავი რა უნდა ვთქვა მეტი მგონია რო ვალვერდე მანამ უნდა დარჩეს ვინგერის პოზიციაზე სანამ რეალში ეს ტრიო იქნება კროსი მოდრიჩი კაზემირო მერე კი შეიძლება ნახ.დაცვაში დახევა და დაყენება

8

31 მაი 2022 00:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2617
მედვედევი არა დიდი შაშაკოლა კიდე. დაღეჭა იმენა ჩილიჩმა, შეჭამა, სახეე გააცალაა. საერთოდ რა უნდა მეორე ჩოგნად მაგას. წხვა ჩოგბურთელების ცუდი თამაშის ხარჯზე გახდა მეორე, როგორც ერთ დროს მარი გახდა პირველი ისე რომ საერთოდ არაფერი გაუკეთებია, იმიტომ რომ ჯოკო აგებდა ფინალებს. აი ეგრეეა ზუსტად მედვედევი, თავისი კარგი თამაშით არ მოუპოვებია ის მეორე ჩოგნობა და დღეს კარგად გამოჩდა ეს. ჩილიჩმა დაანახქ სადაა მისი ადგილი👏👏👏

9

31 მაი 2022 01:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
კროსმა ფრთები გაშალა კი თან არც აპრესინგებდა ლივერპული პერსონალურად კროოს და სრულიად კომფორტულად გრძნობდა თავს. ლივერპულის ქებაში, რომ იყვნენ მიკვირდა აშკარად არიყო ეგეთი გუნდი ჩემთვის. ჩელსის მეშინოდა ყველაზე მაგრად ტუხელის გამო აი ისეთი ტიპია 2 მატჩიან დუელში, რომ ძან გიჟია და გამოჩნდა კიდეც ბერნაბეუზე. მთლიანად რეალზე გადააწყო გუნდი იმენა ყველაფერი გაარტყა. ჯეიმსის ვინიზე ორიენტირება და კროსის გამოთიშვა იყო ნაგარი სვლები. კროსს ლოფტუს ჩიკი დაუყენა პერსონალურად და გააქრეს კროსი მაგ თამაშში. კლოპსაც ჰენდერსონი ჰყავდა პერსონალურად დასაყენებელი აი მანდ მართლა შეცდა და წააგო კიდეც. იგივე გვარდიოლამაც გაგვიქრო ლუკა და კროსი ეტიჰედზე კროსი ჩამშლელად იდგა, მაგრამ ცენტრალური მცველევიც ამოდიოდენენ ხოლმე კროსზე და ბოლომდე ავიწროებდნენ. ბევრ განხილვას ვუყურებ იუთუბზე და ბევრი აღნიშნავს, რომ კროოს პერსონალურად ტოცა ავიწროებენ ძალიან უჭირს მასაც და გუნდსაც და გამოჩნდა კიდეც ამ სეზონში. პსჟსთანაც გაგვიქრეს. იტოგში მაგარი თამაში დადო ფინალშიც და სტემფორდ ბრიჯზეც. მე ვწერდი აქ კროსსზე სულ და ჩაგდებული თამაშების მერე არა იმიტომ, რომ არ მეუასება პირიქით მაგრა მეუასებოდა კროსი სულ, უბრალოდ პრესინგის მოთამაშე რეალი მინდა უფრო ხშირად ვნახო და მაგიტომ საჭიროა კროსის დასმა სკამზე და ფედეს და კამას ერთად დაყენება. კროსის გამოცილება და კლასი საჭიროა კი, მაგრამ ახალგაზრდა ცენტრით რეალს შეუძლია იქით ითამაშოს პრესინგი და შეტევა შეტევაზე მიაყოლოს. ზიზუ ტყუილად კი არ ეძახის ფედეს თანამედროვე ფეხბურთელს შეიცვალა ფეხბურთი და დღეს ფედე და კამასნაირი იგროკები ძალიან ფასობენ ბევრის მიცემა შეუძლიათ გუნდისთვის. საბოლოო ჯამში კარგია მრავალფეროვანი ცენტრი ყავს რეალს, თან გამოცდილებაც არ აკლიათ არც ხარისხი და იქითა სეზ9ნში უფრო ხშირად ჩართავს წესით კარლო კამავინგას საქმეში, იგივე ჩუამენიც თუ ვითრიეთ დააკვდება ეგეც რეალს და კაზეს მშვიდად ჩაანაცვლებს.

ნახეცარდაცვაში უფრო ხშირ როტაციას ვემხრობი საბოლოო ჯამში, მითუმეტეს როცა გუნდს ყავს ხარისხიანი კადრები მაგ პოზიციაზე და ტაქტიკური კუთხითაც ძალიან სასარგებლოა ეგ კადრები გუნდისთვის პრესინგის დროს. ფედე და კამა, როცა დგანან ცენტრში უფრო მეტნი უტევენ რეალის ფეხბურთელები და მეტნიც იცავენ თავს 😁 იდელაური ბალანსია. თამაშის წაყვანაც არ ეშლებათ დიდად.

10

31 მაი 2022 01:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ციტატა: Vini Jr.
კროოს პერსონალურად ტოცა ავიწროებენ ძალიან უჭირს მასაც და გუნდსაც და გამოჩნდა კიდეც ამ სეზონში.

რა თქმა უნდა გვიჭირს. კროოსს მიყავს გუნდის რიტმი და ბურთსაც ეგ ანაწილებს. გვარდიოლამ და ტუხელმა მიუჩინეს ქოფაკები, ძაღლებივით დასდევდნენ მთელი თამაში კროოსს ეტიჰადზე, 2 კაცი ავიწროვებდა სულ კროოსს და ამიტომ გაგვიჭირდა ძალიან. კროოსის როლი გუნდში ძალიან დიდია და როცა ამ მასშტაბის ფიგურას თიშავ თამაშიდან, გუნდის თამაშზეც აუცილებლად აისახება. მოდრიჩი ესთეტიკურად უფრო ლამაზად მოთამაშეა და გენიალური იგროკი, მაგრამ ტონის გვერსით ყოლა არის ფუფუნება. იდეალურად აბალანსებენ და ავსებენ ერთმანეთს. ტონის რიტმის დაჭერა და თამაშის წაყვანა იდეალურად განოსდის, 1 გრძელი პასით შეუძლია მიჭრას მთელი დაცვა, როცა ლუკიტა უფეო ფანტაზისტაა და გამჭოლი პასების ექსპერტი. რეალის ნახევარდაცვა იმიტომაა უძლიერესი რომ ყველა გუნდი იძულებულია კაზეც გათიშოს, კროოსიც და მოდრიჩიც, რადგან თუ რონელიმეს თამაში წაუვიდა ვსო, დაგმარხავენ. ეხლა კლოპმა მოდრიჩს მიუქსია ჰენდერსონიც და ფაბინიოც, ლუის დიასიც ადიოდა პრესინგზე მაგრამ ტონიმ აიწყვიტა და კიდეც გაუყარეს გოლის ეპიზოდში სივრცე როგორც კი გათავისუფლდა ცოტა. საოცარი ტრიო გვყავს, შედეგებით უდავოდ მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო. ჩავი ბუსკეტსი ინიესტას ტრიო შედეგებით ჯიბეში ჩაისვეს. 8 წელიწადში 5 ლიგა - ეს არაამქვეყნიური შედეგია და აქედან 5 წელიწადში 4. ამას ვერავინ გაინეორებს.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, ვალვერდე არის იდეალური ბიჭი, უმაგრესი, ფილტვები არ აქვს მაგ ჩემისას, 90 წუთზეც გიჟივით დარბის, მაგრამ ეგ რომ კროოსის ადგიკზე ჩასვა ძირითად სამეულში, პრესინგს ითამაშებს, ბურთსაც მაგრად ამოიტანს, მაგრამ ის კრეატივი არ ექნება რაც კროოსს აქვს, ვერ დააბალანსებს თამაშს, ვერ წაუძღვება, ვერ გაჭრის დაცვას როგორც კროოსი აკეთებს ამას. კროოსი ინტელექტუალია, ვალვერდე მორბენალი, დაუღალავი ტიპი. ვალვერდე იდეალურია 4 ნახევარმცველით თამაშისას. კამავინგა ძალიან ნიჭიერი ჩანს, ერთნაირად გამოსდის ჩაშლაც და შეტევაც, თუმცა ლუკა მოდრიჩის შემხვლელიაო ვიღაცამ თქვა და სასაცილოც არაა. ნეტავ ღმერთმა ქნას მისი დონის ნახევარი გაქაჩოს. ბედნიერი ვიქნები. ლუკიტა ჯადოქარია, 10 წელიწადში რომ იბადება, ის კაცია. ფანტაზისტა, დირიჟორი, მაესტრო. ჩუამენი ვალვერსე კამავინგა დიდ გუნდებთან ვერხ ბურთს დაიჭერს და კრეატივიც 0 ქვემოთ ექნება, ეს ნახევარდაცვაბგაუქაჩავს ლა ლიგის ბანძ გუნდებს, მაგრამ დე ბრუინი ბერნარდო სილბას დუეტთან მაგრად ჩაისვრის. აი სამაგიეროდ, ჩუამენი, კამავინგა და ბელინგემი შეიძლება იდეალური ტრიო იყოს. კამავინგა იმიტომ ვალვერდეს ნაცვლად, რომ კამავინგას უკეთესი ხედვა და ბოლო პასი აქვს. პასის კულტურა ვალვერდეს მაინც დასახვეწი აქვს, მიუხედავად იმისა, რიმ ფინალში საოცარი ასისტი დადო.

11

31 მაი 2022 02:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
გეთანხმები თითქმის ყველაფერში. + ბევრი აქ კროოს, მაგრამ მინუსებიც აქ დაცვაში და სისწრაფეს მხრივ, დრიბლინგშიც მაგრამ საბოლოო ჯამში ავსებენ ერთმანეთს იდეალურად კაზე, ლუკა და ტონი. სასწაული ტრიოა და მარტო მადრიდისტები აფასებენ სათანადოდ მაგარი ტეხავს. ლუკიტა სასწაულია აი იდეალური ნახევარმცველია როჟას ყველაფერი აქ კროსი ხომ მაგარ პასებს აძრობს ბაზარი არაა, მაგრამ ლუკიტას პასებიც ცალკე ხელოვნებაა ვინისაც რა პასი გაუძრო როჟამ ფინალში. როცა პერსონალურად გეთამაშებიან მაშინ არასტანდარტული სვლებია საჭირო, ინდივიდუალურად დრიბლინგით ადვილდება მაგ ზეწოლის გაქრობა ნუ როგორც ლუკიტა შვრება ხოლმე და მანდ უჭირს კროოს მაგას აღვნიშნავ ხოლმე. მეორე მხრივ ფედეს შეიძლება თამაშის წაყვანა პასებით ვერ გამოსდიოდეს ლუკა და კროსივით, მაგრამ სამაგიეროდ ყველა პოზიციაზე ასწრებს და ძალიან სწრაფია, ბურთით მაგრა ამოაქ დრიბლინგით. მე პირადად ფედეში ის მომწონს, რომ სულ მოძრაობაშია ნებისმოერ მონაკვეთზე აი ხომ უტევს გუნდი და ფედე როცა გამომვეთილ ნახევარმცველად დგას ლუკას ადგილზე შეტევით ფაზაში სადღაც საჯარიმოსთან არ ჩერდება, არამედ მცველების ზურგს უკან გარბის რითიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის მეტოქის საჯარიმოში და უფრო მარტივდება დაცვითი ბლოკის გარღვევა, კამავინგაც ეგრეა ხოლმე უყვარს აქტიური ჩართვა შეტევებში თან ენერგიის მეტი რა აქვთ და უკანაც ასწრებენ დაბრუნებას, მითუმეტეს კამავინგას ფედესგან განსხვავებით პასის კულტურაც მაღალ დონეზე აქ არანაკლებ გადატანებს აკეთებს კარგი გრძელი პასი აქ. ტაქტიკურად ბევრ შესაძლებლობას აძლევს ეგ ორი მოთამაშე გუნდს და შეუგიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერ გუნდთან დაეყრდნო. ბელინგემის თემაზეც სრულიად გეთანხმები. მე მაგალითად შემდეგ სეზონში ჩუამენიც თუ გვეყოლა მაინტერესებს ჩუამენი, კამა რომ დადგნენ ცენტრში და მაგათ წინ აზარი ათიანზე, ან კამას ნაცვლად ფედე. ორი ჩამშლელი მოასუფთავებდა ყველაფერს და აზარი თავის გემოზე შექმნიდა წინ ყველაფერს კომფორტულად იდეაში, მგონი ღირს ცდად. მარჯვენა ვინგერზე მეტად აზარს 10იანზს ვხედავ და მანდ უფრო დიდი შანები აქ ჩემი აზრით კაეგად, რომ იყომაროს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (77)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)