„რეალს“ რთული სეზონი ელოდება წინ

რამდენი ფეხბურთელი დასჭირდება სამეფო კლუბს, რომ მომდევნო სეზონში ფონს გასვლა მოახერხოს?


პირველად ფეხბურთის ისტორიაში, მუნდიალი არა ზაფხულში, არამედ შემოდგომა-ზამთარში გაიმართება, რაც დიდ გავლენას იქონიებს მთლიანად სეზონზე. „რეალისათვის“ ეს უფრო მტკივნეული იქნება, ვინაიდან მადრიდელები 10 აგვისტოს დაიწყებენ ასპარეზობას (ევროპის სუპერ თასი, „აინტრახტის“ წინააღმდეგ).

კარლო ანჩელოტის შეგირდები „ვალდებებასზე“ 8 ივლისს შეიკრიბებიან და 2022/23 წ.წ. სეზონის მზადების პროცესში ჩაირთვებიან.

პრიმერა დივიზიონის განახლება 14 აგვისტოსაა ჩანიშნული, ხოლო ჩემპიონთა ლიგა სექტემბერის პირველ ნახევარში აიღებს სტარტს. როგორც დაგეგმილია, მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, ჯგუფური ეტაპის დასრულება უნდა მოხდეს ნოემბერში და არა დეკემბერში.

ყველაზე მასშტაბური სანაკრებო ფორუმი 18 დეკემბერს დაიხურება, რასაც რამდენიმე დღეში ლა ლიგის ტურიც მოჰყვება. უკვე იანვარში კი, ესპანეთის ჩემპიონატის პარალელურად, „ბლანკოსი“ ესპანეთის სუპერ თასისა და „კოპა დელ რეის“ ფერხულში ჩაებმება. „უეფას“ პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები, ტრადიციისამებრ, თებერვალში შედგება.

რაც შეეხება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, არსებული მომენტისათვის ცნობილი არ არის აღნიშნული გათამაშების გამართვის თარიღი.

„მარკას“ გათვლით, შესაძლებელია, „რეალს“ მომდევნო სეზონში 70 პაექრობაში მოუწიოს მონაწილეობას მიღება, რაც არანორმალურ მოთხოვნებთან და სირთულესთან იქნება დაკავშირებული.

კლუბის წარმომადგენლებს მომდევნო დღეებში დიდი სამუშაოს წარმოება მოუწევთ, რათა მაქსიმალურად ნაყოფიერად მოხდეს ყველაფრის დაგეგმვა. dle 10.1


1

30 მაი 2022 17:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
🎙 სტივენ ჯერარდი:

"ფედე ვალვერდეს ასისტი დიდებული იყო. ძლიერი და უზუსტესი გადაცემით მან ლივერპულის 3 მცველი მოჭრა". 🦅
ჰმ ჰმ გავარდნა ასისტი🤣

2

30 მაი 2022 18:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ციტატა: Vini Jr.
🎙 სტივენ ჯერარდი:

"ფედე ვალვერდეს ასისტი დიდებული იყო. ძლიერი და უზუსტესი გადაცემით მან ლივერპულის 3 მცველი მოჭრა". 🦅
ჰმ ჰმ გავარდნა ასისტი🤣

ბარსამანიის სასტავთან ვინაა სტივენ ჯერარდი, ეგ როგორ დაწერე, კაი რაა 😏😏

🤣🤣🤣🤣🤣

3

30 მაი 2022 18:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ციტატა: WhiteHeart
ბარსამანიის სასტავთან ვინაა სტივენ ჯერარდი, ეგ როგორ დაწერე, კაი რაა 😏😏

🤣🤣🤣🤣🤣

😂😂😂 ჯერარდიც გავარდნა იღბალა ფეხბურთელი იყოს მაგათთვის საერთოდ არაა გასაკვირი🤣

4

30 მაი 2022 18:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1818
gavzlierrsebit da satadarigo gveyoleba superi ritac gavalt pons. tu atyobt. gundebi sustdebian sakmaod. realis garda siti. navtoba isev mati barieri chans dasazlevi da 15. moschans

5

30 მაი 2022 19:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ციტატა: super vini.jr 20
realis garda siti. navtoba isev mati barieri chans dasazlevi da 15. moschans

მოდრიჩი მომავალ წელს 38 წლის იქნება, კროოსი 33 და ბენზემა 35. ამ პოზიციებზე ძალიან გვჭირდება გაძლიერება. წელს ყველაფრის მიუხედავად ძალიან გაგვიმართლა, თორემ სიტიც, ლივერპულიც და ჩელსიც გვჯობდა თამაშით.
სიტის უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და კიდე ძლიერდება, პსჟ, ლივერი და ბაიერნიც იხოდება. მაგრად უნდა შევავსოთ შემადგენლიბა რომ კიდევ შევძლოთ მათი გამოგდება თორენ არამგონია მე-15 დაიდოს.
მთავარი ფავორიტი ალბათ ისევ სიტი იქნება. როგოეც გუნდი ძალიან ძლიერია.

6

30 მაი 2022 19:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5272
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: super vini.jr 20
realis garda siti. navtoba isev mati barieri chans dasazlevi da 15. moschans

მოდრიჩი მომავალ წელს 38 წლის იქნება, კროოსი 33 და ბენზემა 35. ამ პოზიციებზე ძალიან გვჭირდება გაძლიერება. წელს ყველაფრის მიუხედავად ძალიან გაგვიმართლა, თორემ სიტიც, ლივერპულიც და ჩელსიც გვჯობდა თამაშით.
სიტის უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და კიდე ძლიერდება, პსჟ, ლივერი და ბაიერნიც იხოდება. მაგრად უნდა შევავსოთ შემადგენლიბა რომ კიდევ შევძლოთ მათი გამოგდება თორენ არამგონია მე-15 დაიდოს.
მთავარი ფავორიტი ალბათ ისევ სიტი იქნება. როგოეც გუნდი ძალიან ძლიერია.

დაცვა ფორვარდი და 2 ნახევარმცველი გვჭირდება

7

30 მაი 2022 19:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ციტატა: ilarioni
დაცვა ფორვარდი და 2 ნახევარმცველი გვჭირდება

დაცვა რატომ? რუდიგერი მოსულია.
ლუკიტას შემცვლელი გვჭირდება, ბენზემას ზამენა და მარჯვენა გარემარბი. ჩუამენი, რუდიგერი უკვე მოსულია.

8

30 მაი 2022 19:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წინ ისეთი სეზონი გველის კარგი სათადარიგო სკამი გვჭირდება
ამიტომ ვფიქრობ წელს კარგ ტრანსფერევს გააკეთებს დონ პერესი

9

30 მაი 2022 20:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
სიტის პიზდეცი შემადგენლობა ყავს, უდავო ფავორიტები არიან. წინ ჰალანდი და ის ახალი ცხოველი ყავთ, უკან ბერნარდო ფოდენი დე ბრუინი მაჰრეზი კანსელო როდრი ვოლკერი სტოუნსი ედერსონი

ეუუუფ. მარა მაინც ვერ გადაგვიღუნონ 😀😀

10

30 მაი 2022 20:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
სიტის პსჟ-ზე გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და გაცილებით უკეთესი გუნდია. ულამაზეს ფეხბურთს თამაშობენ. ფინალში რომ სიტი ყოფილიყო, ძალიან გაგვიჭირდებოდა. გაცილებით კარგი გუნდია ლივერპულზე. საერთოდ როგორ ადარებდნენ.

მომავალი წლისთვის ჩვენც საკაიფოდ უნდა მოვიხოდოთ, თორემ 35 წლის ბენზემა და 38 წლის მოდრიჩი ამდენს ვეღარ შეძლებენ. 72 თამაშის ჩატარება უწევთ 6 თვეში.

გნაბრი, ბენზემას შემცვლელი, ჩუამენი, 1 შემტევი ნახევარმცველი და მარჯვენა მცველი გვინდა სათადარიგო

11

30 მაი 2022 20:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
ხულიან ალვარესი და ჰალანდი ხომ იყიდეს, კიდე იქნება ტრანსფერებიო. ან ფეარ პლეი ან რამე კანონი არ მოქმედებს ამ ორ ფულის ტომარაზე? მთლად გადაი*ვეს თავზე სიტიმაც და პსჟ-მაც

12

30 მაი 2022 20:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
სანამ ის * ჩეფერინი იქნება, რა ფეარ ფლეიზეა საუბარი. ყველანაჯრად ჩამპალი ორგანიზაციაა ფიფაც და უეფაც.

იმედია შემდეგი 5 წელი ვერაფერს მოიგებენ რომ ამ ნავთობა კლუბებმა თავი დაანებონ ფეხბურთს და წაენძრნენ არაბეთში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)