ისკო: „9 წლიანი კარიერა დასრულებულია“

ისკო ალარკონმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ „რეალს“ ტოვებს.


„როდესაც ვიყავი „მალაგაში,“ ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი. მე შევუთანხმდი სხვა გუნდს, მაგრამ „რეალმა“ მომიკაკუნა კარზე და მათთვის უარის თქმა არ შეიძლებოდა, ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა არსებობს გამონაკლისი (კუსა და სიცილის ემოჯი - ავტ.).

მახსოვს, როგორ ეუბნებოდნენ ჩემს ახლობლებს - „ჯანდაბას „რეალი,“ მადრიდელებს დიდი ხანია არ მოუგიათ ჩემპიონთა ლიგა.“ მალე, კლუბთან ერთად „ლა დესიმა“ ვიზეიმე და რაც შემდეგ მოხდა უბრალოდ ისტორიაა.

9 წლის შემდეგ ჩემი მადრიდული კარიერას დასასრულს უახლოვდება. ეს არის კლუბი, რომელმაც ბავშვობის ოცნებები რეალურად მიქცია.

ტიტულებისა და მიღწევების პარალელურად, „რეალმა“ მომცა შესაძლებლობა მეთამაშა და გამეცნო შეუდარებელი ადამიანები. მათთან ერთად დიდებული პერიოდი გავატარე და ამას ვერავინ წამართმევს, ვინაიდან, ერთმნიშვნელოვნად ყველაფერი დავიმახსოვრე. იმედია თქვენც!

მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ბაზის თანამშრომლებს და „სანტიაგო ბერნაბეუს,“ იმ სამსახურის, სიყვარულოსა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდნენ. ამის დანაკლისს არასდროს განვიცდიდი.

ამასთანავე, მადლიერებას გამოვხატავ ქომაგების მიმართ. პირველი დღიდან თბილად მიმიღეს და ყოველთვის მხურვალედ მქომაგობდნენ. გულშემატკივრები ამ გუნდს მიჰყვებიან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

გუშინ მეგობარს ვუთხარი, ვერ ვხვდები რა საჭიროა ამხელა ღონისძიების მოწყობა, როდესაც მე-15 ტიტული უკვე გზაშია (ჰაჰაჰა).

მშვიდობით და ჰალა მადრიდ!“

ესპანელ ნახევარმცველს 1 თვეში ეწურება მოქმედი კონტრაქტი. ამ ეტაპისათვის უცნობია, სად გააგრძელეს ის კარიერას.

მალაგელმა „ბლანკოსის“ რიგებში 356 შეხვედრა ჩაატარა. მის აქტივშია 19 ტიტული, 53 გოლი და 56 ასისტი. dle 10.1


1

30 მაი 2022 14:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
გნაბრი დიდად არ ევასება ანჩელოტის როგორც ჩანს. თებერვლიდან იყო საუბარი კლუბს შიგნით გნაბრიზე მაგრამ შეთავაზებამდე საქმე არ მისულაო. არც დაკავშირებიან ან კლუბს ან ფეხბურთელს.

2

30 მაი 2022 15:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2598
ისე ეს არსენალს დახატავდა. იყო დაინტერესებული თან ადრე და ნეტა ეხლა თუ უნდათ. სადმე არ წავიდეს დაბალი დონის გუნდში თორე გამიტყდება მე პირადად მაგრად. ამის ტექნიკის პატრონს დაბაკი დონის გუნდში არაფერი ესაქმება. ბეტის უნდაო და სევილიასო, მაგრამ არც ერთგან არ უნდა წავიდეს ჩემი აზრით. ისეთ კლუბში წავიდეს რომელ კლუბსაც დიდი მიზნები აწვს, მაგალითად შიდა ჩემპიონატის მოგება მაინც და არა მარტო ოთხეულზე ფიქრი. სევილიაში და ბეტისში მეტი არაფერი ეღირსება. არსენალში თუ წავიდა, ისიც ვერ იბრძოლებს ჩემპიონობუსთვის მაგრამ შედარებით მაღალი დონის გუნდი და მკვდარ ფეხბურთს არ თამაშობს როგორც სევილია. იმედია სწორად წარმართავს თავის კარიერას და თავის შესაძლებლოვუს მაქსიმუმს დადებს. მე მაგრად მჯერა რომ სხვა კლუბშიც მაგრად ითამაშებს, მთავარია ორაქტიკა ჰქონდეს საკმარისი ხშირად ათამაშონ

3

30 მაი 2022 17:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
ყოჩაღ ისკო,ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ.😊😊😊💪👍

4

30 მაი 2022 17:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2095
ისკო ბრავო

5

31 მაი 2022 00:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფანტასტისკო <3 რა გუნდი იყო love მიდიან ნელ-ნელა..

6

31 მაი 2022 00:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 579
მადლობა ისკო love ბევრად მეტი შეგეძლო კარიერულად, თუმცა მაინც ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო love მუდამ გვემახსოვრები რეალის გულშემატკივრებს
-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)