ნადალი: „ეს იყო ყველაზე გიჟური“

„ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირებას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს რაფაელ ნადალი, რომელიც პარალელურად, „როლან გაროსზე“ ასპარეზობს. ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.


ესპანელმა სპორტსმენმა საყვარელი გუნდის გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „პირველად დავესწარი ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ჩემმა კლუბმა მოიგო. რთული იყო სტადიონზე მოხვედრა, თუმცა დიდი სიამოვნება მივიღე. ვფიქრობ, „რეალმა“ ყველაზე გიჟური ჩემპიონობა მოიპოვა. ტიტულამდე განვლილი გზა უბრალოდ დაუჯერებელია. მათი თითოეული თამაში განსაკუთრებული გამოდგა.“

„„ქამბექები“ მეტად რთული შესასრულებელია... კურტუა შესანიშნავად ასპარეზობდა. ეს ყველაფერი იყო გუნდური მუშაობის შედეგი. მადრიდელებმა კოლექტიური ტიტული მოიპოვეს და არა ინდივიდუალური, რაც ნიშანდობლივია.“

„სამწუხაროდ, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, საზეიმო ცერემონიის ნახვა ვეღარ მოვახერხე, სახლში მომიწია წასვლა. მადლობა, რომ „რეალმა“ და „უეფამ“ მე და ჩემი ოჯახი თამაშზე მიგვიწვიეს.“ dle 10.1


1

30 მაი 2022 12:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
LUKA MODRIC მართლა სასწაული გოლი იყო თან ჰაუტის გათამაშებით დაიწყეს ეგ შეტევა. რა მაგრად გადალახეს ლივერპულის პრესინგი ვითომ, არც არაფერი. ტიაგომ რამდენი ირბინა მაგ ეპიზოდებში სანამ ცენტრს გადაკვეთავდა რეალი🤣🤣 გააბითურეს იმენა ტიაგო. მოდრიჩმა მადარდეთ თქვენი პრესინგიო წრეზე დადიოდა ბურთიანად🤣 კარვახალის პასიც კარგი იყო იტოგში მთლიანი შეტევა იყო საკმაოდ კარგი.

ამ პსჟმ კიდე რა მოხნა ტვინი გნაბრის დათრევითაც არიანო დაინტერესებულები რაუნდათ დაახვიონ ვაბშე .

2

30 მაი 2022 12:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ციტატა: Vini Jr.
მოდრიჩმა მადარდეთ თქვენი პრესინგიო წრეზე დადიოდა ბურთიანად

ნეტა მაგ კაცის შემცვლელი გვაპოვნინა. უბრალოდ გენიალურია. კლოპმა იმენა ამოქოლა მოდრიჩი 😄 3 ფეხბირთელი დასტრიალებდა ბურთის მიღებისას მაგრამ მაინც გაუჭრა ის 1 პასი და მოტეხა 4 კაცი 😂 თითქოსნარ მისდიოდა თამაში მაგრამ დატანჯა ტიაგო და პრესინგზე წამოსული ხალხი, ბურთს ვერ ართმევენ ფეხში თუ არ ჩაარტყეს პატარა გენიალურ კაცს 😂
ისე, ზიზუმ კი მოისვა გვერდით ბელინგემი ლიგის ფინალზე, ერთად უყურებდნენ ბელინგემის მომავალი გუნდის ჩემპიონობას 😃

გნაბრი რეალში გადმოვა. როცა ლიგის ჩემპიონი გეპატიჟება დიდებული გუნდით ამოუხსნელი რამეა პსჟ-ში წახვიდე სადაც მბაპე ფეხბურთელიც არის და პრეზიდენტიც 😃 მბაპეს დატოვებით გაცილებით მეტი გააფუჭეს ვიდრე გააკეთეს. არცერთი თავმოყვარე კარგი ფეხბურთელი იქ არ წავა სადაც ფეხბურთეკზეა დამოკიდებული კლუბის პოლიტიკა და ფეხბურთელების ბედი )) მალე ჩაიძირებიან 😂

3

30 მაი 2022 13:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2617
მანჩესტერს გავი უნდაო🤣🤣 მაგიტომაც არიან მაგ დღეში ეგეთ ტრანსფერებს რომ აკეთებენ🤣🤣

4

30 მაი 2022 13:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 966
ციტატა: murtoreali777
მანჩესტერს გავი უნდაო🤣🤣 მაგიტომაც არიან მაგ დღეში ეგეთ ტრანსფერებს რომ აკეთებენ🤣🤣

თავი კარგი ახალგაზრდაა, მარგამ ამ მანჩესტერს ახლა შემდგარი ფეხბურთელები სჭირდება და არა დამწყებები. გავი ამ მანჩესტერში საერთოდ ჩაიკარგება, ასე რომ არც თვითონ ენდომება წასვლა.

5

30 მაი 2022 13:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ბელინგემი მართლა დახატავდა რეალს, იმედია არ მოუკლებს ამ სეზონში და პირიქით მოუმატოს გაასწორებს კაი ფეხბურთელია.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)