„რეალს“ მადრიდის პრეზიდენტმა მიულოცა ჩემპიონობა

კათედრალის შემდეგ, „რეალმა,“ ფლორენტინო პერესის მეთაურობით, მადრიდის ავტონომიური გაერთიანების შენობაში გადაინაცვლა, სადაც მათ მანსპინძლობა რეგიონის პრეზიდენტმა, ისაბელ დიას აიუსომ გაუწია.


ღონისძიების დასაწყისში მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. კლუბის მხრიდან ქალბატონ აიუსოს თასის რეპლიკა და „ბლანკოსის" მაისური გადაეცა, სადაც მისი გვარი იყო დატანებული.

სიტყვით გამოსვლამდე, დიდ ეკრანზე გუშინდელი ფინალის მიმოხილვის ვიეოჩვენება გაიმართა, რასაც დარბაზში შეკრებილი საზოგადოების ემოციები მოჰყვა.

„როგორც მსოფლიოში უდიდესი გუნდის კაპიტანი, კმაყოფილი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და 2 ტიტულს წარვადგენ. მადრიდი შესანიშნავი ქალაქია და ჩვენ ჯარგად ვიცით, თუ როგორია აქ ცხოვრება. მადლობა ყველას, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში მხარს გვიჭერდით“ - აღნიშნა მარსელომ.

ფლორენტინო პერესი: „„რეალმა“ კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია. თქვენს წინაშეა ლა ლიგის 35-ე და ჩემპიონთა ლიგის მე-14 თასი. ყველა მადრიდისტა ამაყია, რომ შეუძლია ამ წარმატების გაზიარება აქ, მადრიდელების სახლში. მადრიდი ჩვენი ათვლის წერტილია და აქედან ღირებულებები გადავეცით დანარჩენ მსოფლიოს. ტიტულის მოგების გზაზე 4 ლეგენდარული კლუბი დავამარცხეთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ამ კლუბს არ ჰყავს მფლობელი, ეს კლუბი ადამიანების საკუთრებაა. სწორეს პარტნიორები და ქომაგები განსაზღვარვენ ჩვენს ბედს.“

„განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მარსელო. ის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. ანჩელოტი გახდა პირველი დამრიგებელი, რომელმაც ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, აქედან ორი ჩვენთან ერთად. პარალელურად, ის ასევე უნიკალურია, ვინც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ოქროს მედლების დაბევება მოახერხა. კარლო „რეალის“ ყველა ფასეულობას განასახიერებს. დროა დავაფასოთ მიღწეული. ბოლო 8 წლის განმავლობაში მეხუთედ ვზეიმობთ პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონობას. ეს ყველასთვის დაუვიწყარი იქნება. ახლა კი წინ Decimoquinta-სკენ (მე-15)“ - დაამატა პერესმა.

აღნიშნული გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტებმა და ფეხბურთელებმა სამახსოვრო სურათი გადაიღეს და სპეციალურად გახსნილ წიგნში ხელმოწერები გააკეთეს.

ცერემონიის მიწურულს, „თეთრებმა“ ადმინისტრაციული შენობის აივნიდან ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის თასები წარუდგინეს ასობით გულშემატკივარს და მათ სხვადასხვა გამამხნევებელი შეძახილით მიმართეს.

„ეს 2 თასი არის თქვენთვის“ - დასძინა მარსელომ და შემდეგ დაიწყო სიმღერა - „Cómo no te voy a querer.“

ტიბო კურტუამ მცირე კომენტარი გააკეთა ტელევიზიასთან: „ადრენალისი ფონზე, წესიერად არ მიძინია. დილით ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ პირველი ევროპული ტიტული მოვიგე. ჩემთვის დიდი პატივია „რეალის“ ღირსების დაცვა. ვეცდებით წარმატებული სვლის გაგრძელებას.“

ჟურნალისტებს ესაუბრა ფედე ვალვერდეც: „გუშინ გადავიტანეთ დიდი ნერვიულობა და დაძაბულობა. კმაყოფილნი ვართ გუნდის თავგანწირვით. ზუსტად ვიცოდით, რა დროს რა უნდა გაგვეკეთებინა. ამისთვის ბევრს ვვარჯიშობდით. ეს აღნიშვნა ჩემთვის იქნება პირველი იმ მრავალთაგან, რომელიც მომავალში მელოდება.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)