„რეალი“ Catedral de la Almudena-ს ეწვია

ტარდიციისამებრ, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ტიტულის აღნიშვნის ცერემონია „ალმუდენას“ კათედრალიდან დაიწყეს.


საკათედრო ტაძრის მისადგომებთან „რეალის“ მოთამაშეების გამოჩენას ასობით გულშემატკივარი ელოდებოდა. ისინი ადგილობრივმა სასულიერო პირებმა დალოცეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

გუნდი ეკლესიაში ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ტიტულებით გამოცხადდა. მადრიდელებმა მოპოვებული თასები ქალწულ ალმუდენას (მარიამს) შეავედრეს.

აღნიშნული ღონისძიების დროს სიტყვით გამოვიდა ფლორენტინო პერესი: „ეს გამარჯვება ეფუძნება იმ ღირებულებებსა და ფასეულობს, რაც 120 წლიანი ისტორიის განმავლობაში თან სდევს ჩვენს კლუბს: ძალისხმევა, თავგანწირვა, თვითგანვითარება, სოლიდარობაა... ფეხბურთელთა ეს ჯგუფი სამაგალითოა მსოფლიოს მილიონობით ადამიანისათვის. პირველ რიგში ეს გუნდი, სამწვრთნელო შტაბის ჩათვლით, ერთი დიდი ოჯახია. „რეალმა“ ყველაფერი გაიღო, ფაქტობრივად, სული ჩააქსოვა მადრიდისტების ოცნების ასრულებისთვის. საზოგადოებისგან მიღებული სიყვარული და ერთგულება გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რათა გავაგრძელოთ წინსვლა.“

„გუშინდელი მოგება გახლდათ დიდებული სეზონის კულმინაცია. ჩვენ ასევე დავიბევეთ პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობა და 2 წლიანი პანდემიის შემდეგ, გულშემატკივრებისგან პირდაპირი გზით მივიღეთ მხარდაჭერა. მანამდე გუნდმა ესპანეთის სუპერთასიც აღმართა. ეს ტიტულები არის უდიდესი სტიმული იმისა, რომ განვაგრძოთ მუშაობა სოლიდარულ და სამართლიან სამყაროში“ - დაამატა პრეზიდენტმა.

მცირე კომენტარი დანიელ კარვახალმა ცგააკეთა ტელევიზიასთან: „უზარმაზარი სიხარულის მომსწრენი გავხდით. ამ ყველაფერში ქომაგებს ლომის წვლილი მიუძღვით. მათ ისე მოირგეს მე-12 მოთამაშის წოდება, როგორც არასდროს, განსაკუთრებით საპლეიოფო სტადიაზე.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)