ანჩელოტი: "ფინალამდე ტიბო კურტუას ვუთხარი, რომ..."

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება შეაჯამა.


"მოპოვებული ტიტული ყველაზე რთული გამოდგა. სეზონის განმავლობაში ის ფაქტი გვეხმარებოდა, რომ ჩვენი გამარჯვების არ სჯეროდათ, რაც დამატებით თავდაჯერებულობას, ბრძოლისუნარიანობასა და ერთგულებას გვმატებდა. კარგი ატმოსფერო შევქმენით. ინდივიდუალურმა ხარისხმა დიდი როლი ითამაშა. ნამდვილად დავიმსახურეთ ამ გათამაშების მოგება. 1/8 ფინალიდან მოყოლებული დიდი შრომა ჩავდეთ."

"ვფიქრობ, განვლილი თამაში კარგად ვმართეთ. ჩვენმა დაცვითმა ხაზმა წარმატებით იასპარეზა. როდესაც ისინი ნაკლებ პრესინგს მიმართავდნენ, უკეთესად გამოვიყურებოდით. "ლივერპულს" ბევრი მატჩი არ წაუგია ამ სეზონში."

"ჩემპიონთა ლიგის მოგება "რეალში" უფრო ადვილია, ვიდრე სხვა კლუბში და ეს ისტორიისა და გულშემატკივრების ერთგულების დამსახურებაა. ქომაგები განსაკუთრებულობით გამოირჩევიან, ისინი ბავშობიდან ჩართულნი არიან გუნდის მხარდაჭერაში. მოხარული ვარ მე-4 ტიტულის მოგებით, მაგრამ უფრო დიდ ბედნიერებას "ბლანკოსში" დაბრუნების ფაქტი მანიჭებს. შთამბეჭდავი სეზონი გამოდგა. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ხოსე ანხელსა და ფეხბურთელებს არსებული გარემოსთვის."

"ადვილი არ არის გასახდელში მსგავსი სულისკვეთების დამკვიდრება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს ეგო, ან იმ მოთამაშეების პრეტენზია, რომლებსაც ნაკლებად ეძლევათ სათამაშო დრო. ამ შემადგენლობაში მუშაობა რთული ნამდვილად არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, მოთამაშეები ყოველთვის სიმშვიდით გამოირჩევიან. თვირწმენა მოაქვს ისტორიას. "რეალი" აღნიშნული ტურნირის ბოლო 8 ფინალში დაუმარცხებელია, რაც არანორმალური შედეგია."

"რეალში" მუშაობის განახლება დიდი წარმატებაა ჩემთვის და სიმართლე გითხრათ, მოგებულ ტიტულებზე სულაც არ ვფიქრობ. მინდა მადლიერება გამოვხატო გულშემატკივრების მიმართ. ფინალამდე კურტუას ვუთხარი, იმ შემთხვევაში დავაყენებდი შემადგენლობა, თუ გამარჯვების მოპოვებას მოახერხებდა და მან პირობა შეასრულა. ამ კლუბისთვის უარის თქმა შეუძლებელია."

"ვინისიუსს მხოლოდ თავდაჯერებულობის მოპოვებაში დავეხმარე. მან ეპიზოდის დასრულების კომპონენტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, ხოლო დრიბლინგი ყოველთვის ძლიერი მხარე იყო. მის წინსვლაში დიდი წვლილი ბენზემამაც შეიტანა. "

"ახლა ჩემი მიზანია შვებულებაში გასვლა და შემდეგ პრე სეზონის დაწყება. ჩვენ მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ შესანიშნავი სეზონისგან. ჩვენს აქტივშია 3 ტიტული." dle 10.1


1

29 მაი 2022 10:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
ბრავო ანჩელოტი.სწორად წარმართა მატჩი..ვინიციუსმა ამ სეზონში დიდი პროგრესი განიცადა და მგონია უფრო მოუმატებს..ყველამ მაგრად ითამაშა მაგრამ კურტუამ გუშინ საოცრებები აკეთა.პ.ს ჩემი ძმა აიღებს ოქროს ბურთს და იმედია სლეარეს აღარასდროს შემიდარებენ ჰეითერები!!
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

2

29 მაი 2022 10:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1876
😍😍😍პერეს გაუშვვი პაპა კარლო და ისევ დააბრუნე გუნდში 1 წელში ხო ხედავ პირცელივე სეზონში იგებს ეს ვირის შვილი

3

29 მაი 2022 10:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
მართალია გამარჯვებულებს არ ასამართლებენ მაგრამ საკმაოდ სუსტად ათამაშა გუნდი. ასეთ დროს ტუნდაც ნავასი რო გვყოლოდა დავიტრმებოდით. ბევრად მეტი შეტევა შეუძლია რეალს და ნუ უკლავს ამ პოტენციალს ეს კაცი ნუ დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი იდეალური შედეგი დადო

4

29 მაი 2022 10:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აბა გილოცავთ ყველას პირველ რიგში, ნამდვილ გულშემატკივრებს, მინდა ცოტა ცოტა ყველაფერს შევეხო, კიდევ რა უნდა გააკეთოს ამ გუნდმა რომ რარაც სულელურ კომენტარებს არ ვისმენდეთ ყოველ წელს, კლოპის მონსტრები კლოპის გიჟები, უკვე მესამედ გაძუყნეს კლოპის მონსტრები და ცოტა უხერხული ხო არაა, პირველ როგში ვარანს და რამოსს მოვიკითხავ აბა რაფერაა ბიჭებო ახალი გამოწვევები ხო ხართ ჯანზე, ეს მატრაკვეცები სად მიდიოდნენ რა გამოწვევა რის გამოწვემა პრინციპში ევროპა ლიგა იგულისხმეს ალბათ wink როგორ მწყდებოდა გული მაგრამ ეხლა ვხვდები რომ ძალიანაც კარგი მოხდა რომ წავიდნენ, დარწმუნებული ვარ ეგ ორი რო ყოფილიყო ბოლოს ისეთი არადამაჯერებლები იყვნენ რო შეიძლება ფინალამდეც ვერ მივსულიყავით, ხო ახლა მბაპეს მოკითხვა ბარო მბაპე შე შE პლასმასის ყვ..ო, რეალს ჭირდება თურმე უფრო მეტად, გუნდი სადაც კონკრეთულ ფეხბურთელებს უფრო მეტი ტიტული აქვთ ვიდრე ბევრ გუნდს რომელსაც გრანდი ქვია ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ამ გუნდს სული ქვს ეს გუნდი სუნთქავს და ამიტომაც მე ის მიყვარს, ყოველთვის, საოცარი რამეები აკეთეს კურტუა და დაცვა უბრალოდ კაციჭამიები იყვნენ გუშინ საოცარი გუნდი სეიკრა ამათ პლუს რუდიგერი ხო საერთოდ, ერთი ალაბასი მეშინოდა მაგრამ ძალიან კარგი იყო, მენდი როგორც ყოველთვის კედელი ეგ ბიჭი არ უნდა წავიდეს გადალახავს ამ ტრავმიანობასაც ეგ რო დგას მაგ ფლანგზე არარც ვუყურებ საერთოდ არ ვნერვიულობ მილიტაოც ძალიან კარგი იყო, ნუ ნახევარდაცვა როგორც ყოველთვის ის აკეთეს რაც საჭირო აი კამავინგა და ვალვერდე რა ოქროს ბიჭუნები გვყავს ჯერ კიდევ ვერ ხვდება ბევრი , ბენზემა და ვინი კიდე მამა შვილია რა მოედანზე საღოლ ბენზოს გამოზარდა ლეკვი, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ აბა ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ ბიჭებო წესლ საკმარისზე მეტი ემოციები გვქონდა გილოცავთ კიდევ ერთხელ.
პს კიდევ მინდა დავამატო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააბრუნონ რონალდო მისი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ვფირობ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, გუნდმა ისწავლა მის გარეშე თამაში,არ არის საჭირო წარშულში დაბრუნება, მადლობა ყველაფრითვის მაგრამ, მან არჩევანი უკვე გააკეთა, არანაირი დაბრუნება, და არანაირი მბაპე არასოდეს იმედია მიხვდება რა დედიმისის ჭამა.

5

29 მაი 2022 10:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
მიეციც ბენზემას ოქროს ბურთი, მსოფლიოს შედეგებს ნუღარ დაელოდებით, მერე მესიზე იტყვიან ფინალი მას ეკუთნიდაო მსიფლიო თუ მოიგეს.

ტატო ბაციკაძეს გუშინ არ დაეძინებოდა, ეგ არასწორი.
-----------------------
ჰალამადრიდ.

6

29 მაი 2022 10:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: oto.reali
მიეციც ბენზემას ოქროს ბურთი, მსოფლიოს შედეგებს ნუღარ დაელოდებით, მერე მესიზე იტყვიან ფინალი მას ეკუთნიდაო მსიფლიო თუ მოიგეს.

ტატო ბაციკაძეს გუშინ არ დაეძინებოდა, ეგ არასწორი.

მსოფლიოს დაწყებამდე ერთი თვით ადრე აიღებს ბენზემა ოქროს ბურთს. მესის კი 100 ეულშიც არავინ შეიყვანს წავიდა უკვე იმათი დრო

7

29 მაი 2022 10:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ციტატა: kontaqti
მსოფლიოს დაწყებამდე ერთი თვით ადრე აიღებს ბენზემა ოქროს ბურთს. მესის კი 100 ეულშიც არავინ შეიყვანს წავიდა უკვე იმათი დრო

მაშინ აუღია ძმა და ეგ არი.
-----------------------
ჰალამადრიდ.

8

29 მაი 2022 11:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბარსას გულშემატკივრები თვლიან რომ რეალი არ იმსახურებდა მოგებას ლიგის საზიზღრად თამაშობდა თურმე, არ მოეწონათ გუშინDელი თამაში, რათქმაუნდა რავალი მოსაწონია ბენზემას რო აქვს იმდენი ლიგა მოგებული რამდენიც ბარსას აქვს ისტორიაში wink ქართველი გულშემატკივრები კიდე სასწაულია რა ძველი დრო მახსენდება აი საქართველოს ნაკრები რო ყველას თავზე ახევდა ბურთს ლამაზად რო ვთამაშობდით ყაველაშვილი რო კენწლავდა ნესტა მალდინის არველაძეები შტანგებს რო თხრიდნენ, ტოლდოს რო ვახოხებდით და ასე შემდეგ უბრალოდ თამაშს ისინი იგებდნენ მერე ჯგუფში ვრჩებოდით და ასე ვემზადებოდით ევროპის ჩემპიონატისთვის მერე ისევ მსოფლიოსთვის მერე ისევ ევროპისთვის და გრძელდებოდა დაუსრულებლად თავის მართლება უკეთ ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ, რას ქვია უკეთ ვითამაშეთ და წავაგეთ, წლები რომ გავა იტყვიან რომ ამა და ამ წელს ამა და ამ მოედანზე რეალმა ლივერპუს მოუგო ფინალი ისევ და 14 თასს დაეუფლა აბა ბუჯო ისტორიას დამარცხებულები არ წერენ როგორ ლამაზადაც არ უნდა დამარცხდე fellow

9

29 მაი 2022 11:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
ციტატა: oto.reali
ციტატა: kontaqti
მსოფლიოს დაწყებამდე ერთი თვით ადრე აიღებს ბენზემა ოქროს ბურთს. მესის კი 100 ეულშიც არავინ შეიყვანს წავიდა უკვე იმათი დრო

მაშინ აუღია ძმა და ეგ არი.

))ჰეითერები კრუნჩხვებში ჩავარდებიან მაგ დღეს...სალაჰის ოქროს ბურთი რომ უნდოდათ რა პაზორია რეალის ქომაგებისგან მით უფროო .

ციტატა: nikomani
ბარსას გულშემატკივრები თვლიან რომ რეალი არ იმსახურებდა მოგებას ლიგის საზიზღრად თამაშობდა თურმე, არ მოეწონათ გუშინDელი თამაში, რათქმაუნდა რავალი მოსაწონია ბენზემას რო აქვს იმდენი ლიგა მოგებული რამდენიც ბარსას აქვს ისტორიაში wink ქართველი გულშემატკივრები კიდე სასწაულია რა ძველი დრო მახსენდება აი საქართველოს ნაკრები რო ყველას თავზე ახევდა ბურთს ლამაზად რო ვთამაშობდით ყაველაშვილი რო კენწლავდა ნესტა მალდინის არველაძეები შტანგებს რო თხრიდნენ, ტოლდოს რო ვახოხებდით და ასე შემდეგ უბრალოდ თამაშს ისინი იგებდნენ მერე ჯგუფში ვრჩებოდით და ასე ვემზადებოდით ევროპის ჩემპიონატისთვის მერე ისევ მსოფლიოსთვის მერე ისევ ევროპისთვის და გრძელდებოდა დაუსრულებლად თავის მართლება უკეთ ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ, რას ქვია უკეთ ვითამაშეთ და წავაგეთ, წლები რომ გავა იტყვიან რომ ამა და ამ წელს ამა და ამ მოედანზე რეალმა ლივერპუს მოუგო ფინალი ისევ და 14 თასს დაეუფლა აბა ბუჯო ისტორიას დამარცხებულები არ წერენ როგორ ლამაზადაც არ უნდა დამარცხდე fellow

უკეთ თამაში ნიშნავს მეტოქეზე მეტ გოლს რომ გაიტან.ტოჩკა.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

10

29 მაი 2022 11:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: oto.reali
მაშინ აუღია ძმა და ეგ არი.

ფინალი ლივერს რო მოეგო საკმაო შანსები იქნრბოდათ სალაჰს ან მანეს ნუ კლუბი ვის გაპიარებასაც უფრო ეცდებოდა მაგრამ ამ შემთხვევაში ბენზემას კონკურენტი არ ყავს

11

29 მაი 2022 11:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1814
ციტატა: kontaqti
ციტატა: oto.reali
მაშინ აუღია ძმა და ეგ არი.

ფინალი ლივერს რო მოეგო საკმაო შანსები იქნრბოდათ სალაჰს ან მანეს ნუ კლუბი ვის გაპიარებასაც უფრო ეცდებოდა მაგრამ ამ შემთხვევაში ბენზემას კონკურენტი არ ყავს

exla benzema 1 mane albat 2 re da 3 mestvis salahi vini mgonia sheizleba vini axtes sameulshi

12

29 მაი 2022 11:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ციტატა: kontaqti
მაგრამ ამ შემთხვევაში ბენზემას კონკურენტი არ ყავს

აწი უკვე არავის შანსიც არა აქვს გეთანხმები.
-----------------------
ჰალამადრიდ.

13

29 მაი 2022 11:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
მოდრიჩმა გაახანგრძლივა 1 წლით.
კროოსმა თავად დაადასტურა, 2 წლით შეიძლება დავრჩეო. მომავალ წელს ყველა ვარიანტში აქ იქნება და შეიძლება 2024 მდეც დავრჩეო.
მარსელომ ოფიციალირად დაადასტურა რომ მიდის სეზონის ბოლოს.

კარლომ ხვალიდან მე-15 ზრუნვას ვიწყებთო 😂

14

29 მაი 2022 11:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: super vini.jr 20
exla benzema 1 mane albat 2 re da 3 mestvis salahi vini mgonia sheizleba vini axtes sameulshi

რეალიდან საკმაოდ ინსახურებენ ბევრი მოხვედრას უკვე საერთო ჯამში ძალიან ნაყოფიერი სეზონი გამოდგა. ასევე როდრიგო არაა დასავუწყებელი რომელმაც ბენზემასთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა ფინალში გასასვლელად ჯერ ჩელსისთან და სიტისთან ხო საერთოდ

15

29 მაი 2022 11:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3487
კურტუამ დაგლიჯა. 2-3 ურთულესი ბურთი აიღო მაგის გარეშე შანსი არ გვექნებოდა. კაზემირომ ყველა ორთაბრძოლა მოიგო მგონი საჰაეროებზე როგორ იბრძოდა ტანკია ჩვეულებრივი. ვინისაც ყოჩაღ შანსი მიიღო გაიტანა, თან ძაან მაგრად გაიხსნა. და ბენზემაზე რავთქვა დღეს გოლი არ გაუტანია მარა უდიდესი სამუშაო გასწია ღმერთზემაა მართლა ოქროს ბურთი ულაპარაკოდ ეკუთვნის ნორმალური კონკურენტიც არ ჰყავს.

მომავალ წელს კიდე რუდიგერი დაგვემატება. ჩუამენს თუ მოიყვანენ გაასწორებს და კიდე მარჯვენა შემტევი ასენსიოს გაუშვებენ იმედია და ლეაო გნაბრი ან ნკუნკუ მოვიდეს.

გნაბრი არ ახანგრძლივებს კონტრაქტს, მომავალ წელს ეწურება და სადღაც წავიკითხე უფასოდ არ უნდა ბაიერნს რო დაკარგოსო და 40 ლიმონს ითხოვენ. მშვენიერი ტრანსფერი იქნებოდა. ლეაო 120 ჯდება და არაამგონია ეგ მოვიდეს. ნკუნკუსაც 100 დააფასებენ იმდენი გოლი და პასი გააკეთა. ამიტომ გნაბრი ყველაზე რეალურ ვარიანტად მიმაჩნია
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა


ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

16

29 მაი 2022 11:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
აუ ბოღმა კამანდა 4-0 რომ იძახის ფბზე ეგღა რო დარჩენიათ 😂😂😂😂😂 მალიორკას დდშ ბენზო დო მენდის ალეწვისთვის და მაგათ სალაპარაკო რო მიეცათ ბიჭოოო. მოიგეს 1 თამაში ლიდერები არ ყავდა გუნდს დაცვის და შეტევის და გადაიმასქნეს თავზე როჟებმა. 5 კლასიკო ;@^!;+ ყავდა რეალს ზედიზედ მაშინ თურმე რამხელა ბოღმა დაგროვებიათ ბიჭო რა სასტაავიაა. 3 გოლზე მეტს რომ გვიტანენ ეგ ქრინჯები კლასიკოში მაგ სეზონში ლიგას დებს რეალი და სულ ეგრეა ეგენი მაგ მოგებას ზეიმობენ, ჩვენ ლიგის თასს. ტიპები ლიდერების გარეშე დარჩენილი რეალისთვის მოგებით იმშვიდებენ თავს საცოდავ სამარცხვინო სეზონში. რა მავრად დაუვარდათ მიზნები🤣 კოპაც, სანატრელი გაუხდათ როჟებს🤣🤣

მთავარი შემოქმედი ამ ტრიუმფების არის კარლიტო 🤍 მოვიდა ჯიგარი და რაც იბაზრა პირველ პრესკონფერენციაზე ყველაფერი აასრულა. აგერ ვინი მონსტრად იქცა, ბენზოს ფენომენალური სტატისტიკა აქ 50 გოლიო და ერთა ლიგის თამაშებიც აქ ბონუსად. ვერტიკალური ფეხბურთი და რავი რაც თქვა კი აასრულა. მთელი სეზონი ვიცავდი ტიპს და წამითაც არ შემპარვია ეჭვი მაგის სიდიადეში, როცა ევერტონს თვლიდნენ მაგის დონედ მარტო😄 ისე მართლა რა ჯიგარი კაცია ევერტონში 1 სეზონი იყო და რაც წამოვიდა ეგეთი ტიპი არ გაეძრო ვიყავი ევერტონში და პოხუი ეტირათ აწი პატრონი რეალში ვარ მე და😄 ბაზრობს ხოლმე მაგათზე და გულშიაო იძახის გუშინაც ახსენა გავახარეო. სულით და გულით იყვარებს სადაც მუშაობს მაგ გუნდებს თუგინდა რომელიმე აუტსაიდერი მიაბარე. იქითა სეზ9ნში უკეთესი ამბები გველოდება იმედია გილოცავთ კიდევ ერთხელ🤍🤍

აწი მთავარია გააზრებული კარგი სატრაბსფერო პოლიტიკა გაატარონ ამ ზაფხულს და ეგაა🤍

17

29 მაი 2022 11:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
მოხარული ვარ მე-4 ტიტულის მოგებით, მაგრამ უფრო დიდ ბედნიერებას "ბლანკოსში" დაბრუნების ფაქტი მანიჭებს. - აი რას ნიშნავ რეალის სიყვარული საღოლ კარლო.
ეხლა ვიღაცამ იღბალი და გამართლება არ დაიწყოს, რეალმა ჩამოიტოვა პსჟ, ჩელსი, სიტი, ლივერპული, ყველა ვითომ და უკეთესად გამოიყურებოდა და კოეფიციენტი წაგების ყველაზე მაღალი ჰქონდა რეალს, ნერვები მეშლებოდა პარიზში როგორ უსტვენდნენ, მაგრამ ყოველთვის ეგრე იქნება... ბევრი მოძულე ეყოლებათ, იმიტომ რომ დიდი კლასი აქვს სამეფო გუნდს და იცის როგორც უნდა ითამაშოს, ბრავო სუყველას! წინ ბენზემას ოქროს ბურთი გველოდება! 3 ტიტული! ჰალა მადრიდ! love მბაპეს მოკითხვა რუსთავიდან

18

29 მაი 2022 12:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
ციტატა: hip hop
კურტუამ დაგლიჯა. 2-3 ურთულესი ბურთი აიღო მაგის გარეშე შანსი არ გვექნებოდა. კაზემირომ ყველა ორთაბრძოლა მოიგო მგონი საჰაეროებზე როგორ იბრძოდა ტანკია ჩვეულებრივი. ვინისაც ყოჩაღ შანსი მიიღო გაიტანა, თან ძაან მაგრად გაიხსნა. და ბენზემაზე რავთქვა დღეს გოლი არ გაუტანია მარა უდიდესი სამუშაო გასწია ღმერთზემაა მართლა ოქროს ბურთი ულაპარაკოდ ეკუთვნის ნორმალური კონკურენტიც არ ჰყავს.

მომავალ წელს კიდე რუდიგერი დაგვემატება. ჩუამენს თუ მოიყვანენ გაასწორებს და კიდე მარჯვენა შემტევი ასენსიოს გაუშვებენ იმედია და ლეაო გნაბრი ან ნკუნკუ მოვიდეს.

გნაბრი არ ახანგრძლივებს კონტრაქტს, მომავალ წელს ეწურება და სადღაც წავიკითხე უფასოდ არ უნდა ბაიერნს რო დაკარგოსო და 40 ლიმონს ითხოვენ. მშვენიერი ტრანსფერი იქნებოდა. ლეაო 120 ჯდება და არაამგონია ეგ მოვიდეს. ნკუნკუსაც 100 დააფასებენ იმდენი გოლი და პასი გააკეთა. ამიტომ გნაბრი ყველაზე რეალურ ვარიანტად მიმაჩნია

თამაშის დაწყებამდე ვფიქრობდი ან კურტუა უნდა დამეწერა მატჩის საუკეთესოდ ან კაზე და საბოლოოდ კურტუა ვარცია და გაამართლა კიდეც მაგრამ კაზემაც ძალიან ძალიან მაგრად ითამაშა ისეთი ვარდნები აკეთა იმენა მაგარი დაუფასებელია

19

29 მაი 2022 12:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
გაუშვა ერთ ადგილზე მბაპე ბაბუმ , ეგ უკვე არც გვახსოვსო.
-----------------------
ჰალამადრიდ.

20

29 მაი 2022 12:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნეიმარმა ლიგის ბევრ თამაშებზე არ მიყურებიაო😂😂😂

21

29 მაი 2022 12:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
პერესმა მბაპე უკვე წარსულის გადმონაშთიაო)))
რეალი ყოველთვის რეალი იქნება, პსჟ ყოვეთვის პსჟ და მბაპე მბაპეო. ყველას აქვს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებაო )))

ყველაზე მაგარი პრეზიდენტი გვყავს. ყველა დროის ერთერთი საუკეთესო. 51 ტიტული მოიგო რეალი მისი პრეზიდენტობის დროს.

22

29 მაი 2022 12:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
სათამაშო უპირატესობა კი ქონდა ლივერპულს, მაგრამ აი შეიხედავდი რეალს და როგორ ეკიდათ ტიპებს რობოტები არიან. რამხელა გამოცდილება აქვთ როჟებს. ყოველი მომენტის მერე მაინც მშვიდათ აგრძელებდნენ თავის საქმეს გოლის მომენტში მთლიანი შეტევა დასაწყისიდანვე ხელოვნების ნიმუშია რა მაგრად ამოიტანეს ბურთი და რა მაგრად გაშალეს შეტევა თავისი ფინიშით. მაგის მერეც ბევრი მომენტი ქონდათ პროსტა ბოლო ფაზაში, ან რატომღაც არ არტყამდნენ, ან არაზუსტს და არასაჭირო პასს აკეთებდნენ. ისე ნიბისმიერ მონაკვეთში თუნდაც პირველ ტაიმში გაეტანა ლივეს დარწმუნებული ვარ მერე სულ სხვა რეალს ვნახავდით, როგორ სჯერათ ტიპებს საკუთარი თავის. ტიპს დაჟე თავისი საყვარელი ქაოსის შექმაც არ დასჭირდა ისე მოიგო ფინალი. დამატებითამდე რომ მისულიყო თამაში მანდაც გადაჭამდა დიდი ალბათობით რეალი. ძალების მეტი რა ქონდათ + ზამენაზე ეჯდა სასტავი. უდიდეს როლს თამაშობს ფინალებში გამოცდილება და მაგის მეტი რა აქ რეალს მაშინ, სებალიოსმა თქვა თამაშამდე ისე ვნერვიულობდი ვერც დავიძინეო და ბენზო, კროსი, ლუკა და კარვახალი კარტს ყომარობდნენ მაგარი ეკიდათო 🤣🤍🤍 რკინის ხასიათი აქვთ ფინალებს არ თამაშობენ, ფინალებს იგებენ ცვეტში ეგრეა აგერ 2013 წლიდან მოყოლებული რაც ვუყურებ მეთვრამეტე ფინალია და 2 წაგებული ფინალი მახსოვს მარტო. 1 კოპაზე 2013ში და მეორე ისევ ატლეტიკოსთან 2018ში სუპერთასზე ევროპის ისიც გუნდი ზიზუს და რონალდოს ქონდათ დატოვებული. ელოდები ფინალს და შეგრძნება გაქ, რომ რეალი არ წააგწბს კიარადა დაჟე ვერ წააგებს აი ვერ ვფიქრობ, რომ წააგებს გამორიცხულად მიმაჩნია ხოლმე წაგება.

23

29 მაი 2022 12:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არ ეკუთვნოდათ ბრაატ წელს ლიგა რეალს.ამ რეალს სულ როგორ უმართლებს პსჟ,ჩელსი მერე სიტი😂😂😂
ქალთალონიას ბალეშიკები ჩრდილო კორეულ არხზე უყურებენ ფეხბურთს.
როგორც წელს უხაროდათ ლიგაზე მოხვედრა მასე იქნებიან სულ.რეალი კი დაითვლის ახალ თასებს

24

29 მაი 2022 12:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რაზე ვღადაობ კიდე ლივერპულმა ვინები გაიარა და ლამის ბენფიკამ დაახია ბურთი თავზე ვილიარეალზე რო არაფერი ვთქვათ, რეალი რო ყოფილიყო მერე გენახათ, ტიპებმა პსჟ ჩელსი სიტი მიაყოლეს და იღბალიო თქვენ ბიძია შუბლის ძარღვი რა არის იცით?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)