ტრენტი:„მოედნის ყველა წერტილში უშეღავათო ბრძოლას ველი“

ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა „რეალთან“ დაპირისპირებაზე პრსკონფერენცია გამართა...


„ძალიან მსურდა, რომ ფინალში „რეალს“ შევხვედროდი. 2018 წლის ფინალის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და გავიმარჯვოთ.“

„მეორე ფინალი 23 წლის ასაკში საკმაოდ დიდი მიღწევაა. მსგავსი შედეგი მსოფლიო ფეხბურთის ბევრ ლეგენდას არ ჰქონია, ამიტომ ბედნიერი ვარ და თავს პრივილეგირებულად მივიჩნევ.“

„ვაფასებ სამეფო კლუბის გამოცდილებას, შემართებას და იმ გზას, რომელიც ანჩელოტის კოლექტივმა ამ სეზონში ფინალამდე გამოიარა, თუმცა ახლა „ლივერპულის“ დროა. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“

„წინა დღეებსა და კვირებში ბევრი იმედგაცრუება გვქონდა. პრემიერლიგის ვერმოგებაც ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ახლა კიდევ უფრო მოტივირებულები ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგება გვაქვს მიზნად დასახული.“

„ვინისიუსი მართლაც საოცარ სისწრაფეებს ანვითარებს და ბრწყინვალე ტექნიკას ფლობს. ბრაზილიელთან თამაშის დროს ყურადღების გამოჩენა გვმართებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 მაი 2022
  • 774
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (31)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)