მარსელო:„ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგება ჩემი ოცნებაა“

მარსელო ვიეირამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ანჩელოტიმ კარგად იცის როგორ მართოს გუნდი, ვინაიდან ფეხბურთი შესანიშნავად ესმის. უკვე 8 წელიწადზე მეტია იტალიელს ვიცნობ და ვიცი, რა დონის სპეციალისტია ის. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. კარლო მოთამაშეების მოტივირებას ახერხებს და ყველას უმტკიცებს საკუთარ პატივისცემას.“

„ნერვიულობა და ეიფორია ყოველთვის თან სდევს ფინალურ დაპირისპირებებს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გამოცდილება ნამდვილად გვაქვს, თუმცა ყველა ფინალი განსხვავებულია.“

„მეტოქემ ბოლო წლებში არნახული პროგრესი აჩვენა. კლოპს შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხშირად ხვდება.“

„გუნდს ბენზემას მოედანზე ყოფნა ძალიან ეხმარება. ვიცით ფრანგის ხარისხი და შემართება. კარიმის გარეშე აქ მოსვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა, ის დღესდღეობით ფუნდამენტური მოთამაშის როლს ირგებს.“

„არის თუ არა ეს მატჩი ჩემთვის ბოლო „ბლანკოსის“ შემადგენლობაში? მოდით, მომავალზე ფინალის შემდეგ ვისაუბროთ. ახლა ჩემი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეა გადატანილი.“

„„რეალმა“ ყველაფერი მომცა, „ფლუმინენსემ“ კი დიდ გზაზე გასვლის საშუალება შემიქმნა. ამ კლუბებს უდიდეს პატივს ვცემ.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 მაი 2022
  • 2911
  • 2

1

27 მაი 2022 22:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოიგებ მარსე

2

27 მაი 2022 23:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1814
naxet realis yoveli motamashe mwvrtneli ra tbilad saubroben ra korqtulad rogori pativiscemit martlac samepo gundi da es robertebi da. klopitoebi. ragac agdebulad. shuriszieba da amdagvari teqstebi. anitom reali gailagebs xval 14 madridisken heri heri

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)