ანჩელოტი:„ფინალი „რეალმა“ უნდა მოიგოს, სხვა გზა არ არსებობს“

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგად მახსოვს ის ტკბილი და საოცარი წუთები, როდესაც მადრიდის „რეალთან“ ერთად „ლა დესიმას“ მოგება შევძელი და დიდი ოცნება ავიხდინე. ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ჩემპიონობამდე და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ.“

„ვეტერანები ახალგაზრდებს ეხმარებიან, რაც გუნდს უფრო სრულყოფილ ძალად აქცევს. მიხარია, რომ „ბლანკოსში“ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავია.“

„შარშან ამ დროს „ევერტონს“ ვედექი სათავეში, ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის დამრიგებელი ვარ და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძვი. ეს მართლაც გიჟური სეზონი იყო.“

„მოედნის მდგომარეობა? ამის შესახებ მსჯელობა არ შემიძლია, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ.“

„დიახ, „ლივერპულს“ სეზონის ბოლო მონაკვეთი ძალიან რთული ჰქონდა და დიდი ენერგია დახარჯა, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც ორივე გუნდი მაქსიმუმს გაიღებს წარმატებისთვის.“

„ბენზემას მეტი ნდობა აქვს, ის გუნდის უდავო ლიდერია. მერწმუნეთ, ფრანგის თამაშის ხარისხი ყოველთვის ამგვარი იყო, თუმცა ახლა „9“-იანის მოედანზე ყოფნა უფრო შესამჩნევია.“

„ფეხბურთში არსებობებს ასპექტები, რომლის კონტროლიც შეუძლებელია. არასდროს დამავიწყდება 2005 წლის ფინალი, როდესაც „ლივერპულს“ 3:0-ს ვუგებდი, საბოლოო ჯამში კი დავმარცხდი და ნამდვილი შოკი მივიღე. მე ვფიქრობ, რომ ბოლო წუთამდე მაქსიმალური კონცენტრაცია და ყველა ბურთისთვის ბრძოლა გვმართებს.“

„„რეალმა“ ფინალი დაიმსახურა. გუნდმა აჩვენა ბრძოლისუნარიანობა, თავდადება, ტექნიკური განსწავლულობა და ასე შემდეგ.“

„მანეს ტრანსფერი „რეალში“? გილოცავთ, თქვენ წინასაფინალო პრესკონფერენციაზე ტრანსფერების შესახებ დასვით კითხვა.“

„მბაპე? მასზე აღარასდროს ვისაუბრებ. ფრანგს პატივს ვცემ, თუმცა ის „ბლანკოსის“ ღირსებას არ იცავს.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 მაი 2022
  • 5052
  • 1

1

27 მაი 2022 23:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უეჭველი გამარჯვება უეჭველი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)