როდრიგო:,,მბაპე არ გვაინტერესებს, ჩვენ ფინალზე ვფიქრობთ"

როდრიგო გოეშმა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა...


„ჩემი კონტრაქტი? ამაზე ვერ ვფოკუსირდები, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვარ ფოკუსირებული და სხვა ფიქრები არ მაქვს. მამაჩემი ბევრ რამეს გადაწყვეტს და მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ეს მომავლის საკითხია.“

„ბრაზილიაში ერთი საყვარელი გუნდი მყავდა, ევროპაში კი ყოველთვის „ბლანკოსის“ ქომაგი ვიყავი, ამ გუნდთან ყოველთვის მქონდა ბმა.“

„სერხიო რამოსის გოლი, რომელმაც „რეალს“ „ლა დესიმა“ მოაგებინა, ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო ემოციებს უკავშირდება. ვიცოდი, რომ ბოლო წამები იყო. მახსოვს დედას რეაქცია, როდესაც მთელ სახლში ყველაფერი ავურიე.“

„მბაპესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. სოც.ქსელში აქტივობებს კილიანს ნამდვილად ვუძღვნი.“

„მე არ ვიცი, რა მოხდა ლოტინთან დაკავშირებით. ის „რეალს“ არ ეკუთვნის და არ მსურს სხვა მოთამაშეებზე საუბარი. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვარ კონცენტრირებული.“

„ვინისიუსს ამ სეზონში საოცარი პროგრესი აქვს. მიხარია, რომ ის გუნდის უცვლელი წევრია. მე და ვინის მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელდეს.“

„„ლივერპული“ ურთულესი მეტოქეა, თუმცა „ბლანკოსმა“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია გამოსვლის პოვნა.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 მაი 2022
  • 1282
  • 2

1

27 მაი 2022 10:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186

2

27 მაი 2022 11:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1814
es kaci realis momavalia

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)