კურტუა: „დაცვაში ყურადღებით გვმართებს ყოფნა, რადგან...“

მედიისთვის ღია კარის დღის ფარგლებში, ტიბო კურტუამ RealMadrid TV-სთან ისაუბრა მოახლოვებულ ფინალზე.


„აღელვებული ვარ, ვინაიდან ეს ჩემი პირველი ფინალია „რეალის“ მაისურით. განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება და იმედია, გავიმარჯვებთ.“

„თავს კარგად ვგრძნობ. ბოლო მატჩების განმავლობაში („ლევანტესთან“ და „ბეტისთან“) კარის მშრალად შენახვა მოვახერხე და იგივეს გაკეთებას ვაპირებ „ლივერპულის“ წინააღმდეგაც. პრიმერა დივიზიონის განაღდების შემდეგ, რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ. აღნიშნული პერიოდის ნაყოფიერად გამოყენება მოხდა. თავის გამოჩენის საშუალება მიეცა ლუნინს, რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა ეს. მან დაამტკიცა, რომ კარგი გოლკიპერია.“

„სეზონის დასაწყისში 3 გოლი გავუშვით „ლევანტესგან,“ რაც „ზამორას“ წაგების ფასად დამიჯდა (იცინის). თავდაპირველად, დრო გვჭირდებოდა, რათა მწვრთნელის იდეებისა და მიდგომების თავსებადობა მომხდარიყო. შეტევით ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე გამოვიყურებოდით, რაც იგივე „ლევანტესთან,“ „მალიორკასთან“ და „ალავესთან“ და კიდევ მრავალ სხვა გუნდთან პაექრობისას გამოჩნდა. როდესაც თავდაცვითი სიმყარე დავიმკვიდრეთ, სხვა გუნდებზე უპირატესობაც მოვიპოვეთ.“

„„ლივერპული“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც თამაშობს ინტენსიურად, აგრესიულად და მაღალი პრესინგით. გამომდინარე იქედან, რომ მაღალი სიჩქარეების მქონე ფეხბურთელები ჰყავთ, მანეს, დიასის, სალაჰისა და ფირმონს სახით, უკანა ხაზში ყურადღებით გვმართებს მოქმედება.“

„დიახ, მე უკვე ვუყურე გარკვეულ ვიდეოებს, სადაც მეტოქე გუნდის მოთამაშეები პენალტებს ასრულებენ. ამასთანავე, თვალი მივადევნე „ეფეი“ თასის ფინალსაც, სადაც გამარჯვებული თერთმეტ მეტრიანების სერიით გამოვლინდა.“

„გამარჯობა მადრიდისტებო, მადლობას გიხდიღ მხურვალე ქომაგობისათვის. ყველაფერს გავიღებთ, რათა მე-14 თასი დავიბევოთ. ჰალა მადრიდ!“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)