ანჩელოტი: „არის თუ არა მბაპე იმედგაცრუება?“

„ღია კარის“ დღის ფარგლებში, კარლო ანჩელოტიმ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისათვის პრესკონფერენცია გამართა.


„გუნდი კარგად გრძნობს თავს. გუშინ ფინალისათვის დავიწყეთ მზადება და მხოლოდ მარსელო გვაკლდა. ალაბა მწყობრშია. ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია. ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ საქმეზე. ვფიქრობ, მოტივაცია და ენთუზიაზმი ყველაზე ნიშანდობლივი კომპონენტებია. მომდევნო ფინალი „რეალისათვის“ მეხუთეა ბოლო 9 წლის განმავლობაში. მადრიდისტები ამაყობენ ასეთი მიღწევით.“

„კილიან მბაპე? ყველაფერი ნათელია. ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ სხვა კლუბის მოთამაშეებზე. პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს. მხოლოდ საკუთარი საქმისადმი გამოვხატავთ ინტერესს.“

„ვფიქრობ, მიმდინარე სეზონი ცოტა ძვირი დამიჯდა. გაიზარდა ოფლიანობა, გულისცემა... როდესაც თამაში იწყება, შენ ფოკუსირებას ახდენს მასზე, ხოლო მანამდე 3-4 საათით ადრე კი იწყებ ნერვიულობას, რომელსაც არანაირი წამალი არ შველის. შესაბამისად, უნდა გაძლო.“

„ლა ლიგა თუ ჩ/ლიგა? გამარჯვება ყოველთვის რთულია, მიუხედავად ტურნირისა. ჩ/ლიგაზე შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, ხოლო ჩემპიონატში კი გეძლევა დრო ყველაფრის გამოსასწორებლად.“

„ყოველწლიურად იზრდება კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაზე. არის რამდენიმე კლუბი ევროპაში, რომელთა პირდაპირი მიზანია აღნიშნულ გათამაშებაზე ოქროს მედლების მოპოვება. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე მე-5 ფინალი დიდი წარმატებაა. იმედია ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.“

„როდრიგოს შეუძლია იყოს სასტარტო შემადგენლობის წევრი, მაგრამ როდესაც სათადარიგოდან ერთვება, მეტად ეფექტურია. მომდევნო პაექრობა მხოლოდ 11 ფეხბურთელის არ არის. ფინალურ ეტაპის საგზური სწორედ იმიტომ მოვიპოვეთ, რომ შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს. საწყისი თერთმეტეული ყველაზე ნაკლება პრობლემაა.“

„გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. რამდენიმე წევრი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ჩემთვის ეს იქნება მეორე ბოლო 8 წლის განმავლობაში. თავისუფლად შემიძლია შეგირდებს ვკითხო, თუ როგორ მოვამზადო გუნდი ჩ/ლიგის ფინალისათვის (იცინის). ამ გუნდზე უკეთესად არავინ იცის მსგავსი ტიპის დაპირისპირებაში ასპარეზობა.“

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა მოგების შემთხვევაში გავხდები პირველი მწვრთნელი, რომელსაც ექნება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 4 ოქროს მედალი. ცხადია კმაყოფილი ვარ, თუმცა ინდივიდუალური მიღწევები ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია ყოველდღიური მუშაობა და ნაყოფიერად მომზადება. როდესაც კარიერას დავასრულებ, ალბათ, მაშინ აღვნიშნავ ასეთ ციფრებს, მაგრამ ეს არ მხიბლავს.“

„თუ ჩვენ შევადარებთ მიმდინარესა და 2014 წლის სეზონს, ბევრ განსხვავებას დავინახავთ. მაშინ გაცილებით მეტი ზეწოლა იყო ჩვენზე, ვინაიდან უბრალოდ შეპყრობილნი ვიყავით „ლა დესიმათი.“ ახლა მოტივაცია იგივეა, თუმცა გარემო მეტად თავისუფალი, რამაც შესაძლოა გარკვეული უპირატესობა მოგვცეს.“

„ფიზიკური კონდიციების ასპექტში „ლივერპული“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ბებერ კონტინენტზე. ცხადია, წარმატებისათვის მხოლოდ ეს არ კმარა.“

„მბაპე, როგორც იმედგაცრუება? უკვე აგიხსენით, რომ არ ვისაუბრებდი ისეთ ფეხბურთელზე, რომელიც „რეალის“ რიგებში არ ირიცხება.“

„სამწვრთნელო შტაბმა „ვალდებებასზე“ კარგი ატმოსფერო შევქმენით. რა თქმა უნდა, ეს დამრიგებლებისა და ფეხბურთელების ჯანსაღი ურთიერთობის შედეგია. როდესაც ადამიანები აქ მოდიან, თავს ბედნიერად გრძნობენ. კარგი დინამიკის მქონე გარემოში მუშაობისას, თავის საუკეთესოდ წარმოჩენის შესაძლებლობა გიჩნდება. “

„სალაჰის სიტყვები? ეს კარგი იქნება მოტივაციისათვის. წლების წინ, სწორედ პარიზში, „რეალსაც“ აქვს ფინალი წაგებული „ლივერპულთან“ და შესაბამისად, ჩვენს რევანშისათვის ვემზადებით.“

„ვინ შეიძლება სამომავლოდ გახდეს მწვრთნელი? კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ნაჩო...დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.“

„პენალტების სერია? ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს იქნება ძალიან რთული მომენტი.“

„დავიმსახურებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგებას? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩენთ თავს ფინალურ შეხვედრაში. აქამდე დამსახურებულად მოვედით. მთავარია ერთგულება და მონდომება. საპლეიოფო სტადიაზე აღნიშნულ კომპონენტებში ვერავინ დაგვჯვან და ასე უნდა იყოს 28-შიც.“

„ვიმედოვნებ, ქამბექის საჭიროების წინაშე არ დავდგებით და „ლივერპული“ იქნება მდევრის როლში. პატივი უნდა ვცეთ მეტოქეს. მათ ნაყოფიერი სეზონი გამოუვიდათ.“

„ედენ აზარი დიდი ენთუაზიაზმითა და მოტივაციით დაბრუნდა ლაზარეთიდან. მასსაც შეუძლია თამაში და ბეილსაც. ყველას უნდა მონაწილეობის მიღება და რაც მთავარია ყველა ჯანმრთელადაა.“

„არცერთი გადაწყვეტილება არ არის ადვილი, ვინაიდან თითოეულ მოთამაშეს უნდა საქმეში ყოფნა და ცხადია, მწვრთნელი ვალდებულია განმარტებები გააკეთოს. საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა ყველასთან. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ფორმაციის შემადგენლობასთან არასდროს მქონია პრობლემები. მათ შორის, არც ბეილთან და არც ისკოსთან. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს.“

„კლოპმა, ტუხელმა და გერმანულმა სკოლამ მეტი ინტენსივობა და ზეწოლა შემოიტანეს ფეხბურთში. არ ვფიქრობ, რომ ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ. სიახლეებს ყურადღებით ვაკვირდები და ფეხს ვუწყობ. მთავარია ფეხბურთელების მახასიათებლები. “

„მოთამაშეებს გონებაში უნდა ჩავუბეჭდოთ ის, რაც მოედანზე უნდა გააკეთონ. ისინი უნდა იყვნენ ფოკუსირებულნი, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე თამაშის დროს. ჩვენ გვყავს შეგირდები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ფინალების და პირიქით, ახალბედები. ეს არის კარგი ნაზავი. შესაბამისად, შკარიმს ძალუძს რაღაცები აუხსნას მენდისა და კამავინგას.“

„ჩემში ყველაზე დიდი გაოცება გამოიწვია ვინისიუსის პროგრესმა და იმ ფეხბურთელების თავდაბლობამ, რომლებსაც 2014 წელსაც ვწვრთნიდი აქ. ამ მოთამაშეებმა კლუბის ისტორია შეცვალა და საერთოდ არ შეცვლილან. ისინი სამაგალითონი არიან სხვებისთვის.“

„ვიღაცები იტყვიან, რომ „ლივერპულია“ ფავორიტი ან პირიქით, თუმცა ეს არაფერს ცვლის. საკმაოდ თანაბარი პაექრობის მოლოდინი მაქვს.“ dle 10.1


1

24 მაი 2022 13:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1814
udiadesi klubis udiadesi mwvrtneli papa karlo. saocari swori saubrit. pativiscemit yvelas mimart es gundi 28 shi gagvaxarebs

2

24 მაი 2022 13:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1876
ციტატა: super vini.jr 20
udiadesi klubis udiadesi mwvrtneli papa karlo. saocari swori saubrit. pativiscemit yvelas mimart es gundi 28 shi gagvaxarebs

დიდი იმედი მაქ რომ გაგვახარებენ 28ში... ლივერპული კაი გუნდია ამიტომ ვინც მეტს იბრძოლებს ის გაიმარჯვებს დაე იყოს სამართლიანი და მაგარი თამაში 😍

3

24 მაი 2022 14:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
იმედია პერესს ესმის ახლა, რომ ჟმოტობის დრო ნაღდად არაა და ყველა ფინანსი უნდა ჩაუშვას გუნდის გასაძლიერებლად, მითუმეტეს 200 ლიმონამდე უკვე აქ მაყუთი და ბევრად მეტიც შეიძლება გაყიდვებიდან დაემატოს. რუდიგერი დაითრია უკვე რითიც დაცვა შედარებით გააძლიერდა, ჯერ მარტო ცენტრშიც და მერე მარცხენა ფლანგზე ალაბას გადაყვანითაც დისტანციაზე აი ბევრად იხეირებს გუნდი, ავტობუსა გუნდებთან ზუსტად ალაბასნაირი ფლანგელია საჭირო, რომელიც თავისი სწორი გადაადგილებით და შეტევითი პოტენციალით რიცხობრივ უპირატესობებს შექმნის ფლანგზე და + უზუსტესი პრასტრელი და ჩაწოდება აქ. მარჯვნივაც მოიყვანენ იმედია ვინმეს. მერე მეორე იასნად ფეხბურთელებს 1 წელი მოემატებათ ნუ ვეტერანებზე იმოქმედებს ეგ პირობითად, მაგრამ ლუკა და ბენზომ არამგონია საგრძნობლად მოუკლონ + ლუკას, კროოს და კაზეს ეყოლებათ შემცვლელები ( იმედია აქაც მოიყვანენ ერთ შემტევით სტილის ნახევარმცველს) მითუმეტეს კარლომ თქვა აქტიური როტაცია თავიდანვე იქნებაო შემდეგ სეზონშიც, რაც თავისთავად დისტანციაზე და ლიგაზეც ზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მესამე, სულ რომ არაფერი შემდეგ სეზ9ნში გვეყოლება აზარი, რომელიც გარემოებებისგან გამომდინარე ტრანსფერის ტოლფასია 😂 რავი მეიმედება მაინც აზარის. მეოთხე- კაზე 3 წელს გაქაჩავსო ( არავინ იცის ეგ) მაგის გამო დღევანდელობის ყველაზე პერსპექტიულ ჩამშლელზე უარი როგორ უნდა თქვა, როცა მასაც ხიბლავს რეალში თამაშის შესაძლებლობა უეჭველი მოსაყვანია ყველა აქებს ძალიან ძლიერი ფეხბურთელია ყველა კომპონენტში თითქმის. დაუფიქრებლად მოსაყვანია ეგრევე. კაზე მთელი სეზონი ზე ფორმაში, რომც იყოს სად როდის, რომელი მნიშვნელოვანი თამაშის წინ აიკიდებს უაზრო დისკვალიფიკაციას კაცმა არ იცის. მეხუთე- გნაბრის მოყვანის შანსი თუა ამ სეზონშივე მოიყვანონ უნდა. არავითარი კონტრაქტი უმთავრება უფასოდ იქითა სეზონში მოვიყვანთო. ამ სეზონშივეა საჭირო გნაბრი, ან ვინმე სხვა ტოპ ვინგერი.
მეექვსვე- ახლა რეალმა ლიგა, თუ მოიგო ზედიზედ მეორეს მიყოლების უდიდესი შანსი იქნება შემდეგ სეზონში. ჯერ ამ სეზონში მენტალურად რა მონსტრი გუნდია და შემდეგ სეზონში ლიგის ჩემპიონის რანგში ხომ საერთოდ ვინ უნდა დაუდგეს მენტალურად ამ გიჟებს + ზევით ჩამოთვლილიც თუ აახდინა პერესმა 2 გუნდი გვეყოლება ფაქტობრივად, როგორც 2017- ში გვყავდა❤

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)