კურტუა: „აზარისგან ეს სიტყვები მოვისმინე“

ტიბო კურტუა ხორხე ვალდანოს გადაცემის (Universo Valdano) სტუმარი იყო, სადაც მან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.


„ვფიქრობ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ვარ, ხოლო ვარ თუ არა პირველი ამ საქმიანობაში, ეს გულშემატკივრებს უნდა კითხოთ. არსებული მომენტისათვის 5 ან 10 გოლკიპერი ასპარეზობს უმაღლეს დონეზე, მაგრამ სეზონი მომენტებისგან შედგება. 0-0-სა და 1-0-ის დროს გაკეთებულ სეივებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რამდენიმე თვის წინ იყო გარკვეული მიმოხილვა, სადაც ტოპ 10-შიც არ მომიაზრებდნენ.“

„რა თქმა უნდა, მადრიდისტებისაგან აღიარებულად ვგრძნობ თავს და არა მხოლოდ მათგან. ბოლო 2.5 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალ საფეხურზე ვიმყოფები. მიმდინარე სეზონში ყველაფერი ნათელია, გადამწყვეტ ეპიზოდებში არა ერთი ნიშანდობლივია მოგერიება ჩავიწერე აქტივში. ისინი ვინც ინდივიდუალური ჯილდოს გამოკითხვაში იღებენ მონაწილეობას, ნამდვილად არ იციან, თუ რას ნიშნავს კარის ხაზზე დგომა. აქცენტს მხოლოდ იმაზე აკეთებენ, ვინ უფრო მეტი ტიტული დაიბევა. ვეტერან მეკარეებს შეეძლოთ სწორი აქცენტების გაკეთება. 3 წლის წინ მათგან დიდი კრიტიკა მივიღე, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ფეხბურთი და ეს არის „რეალი.““

„კონკურენცია კეილორთან? როდესაც აქ მოვედი საუკეთესო კონდიციებში ნამდვილად არ ვიყავი. მას შემდეგ ბევრი კომპონენტი გავაუმჯობესე.“

„რამოსის გოლი ლისაბონის ფინალში? „რეალში“ გადმობარგებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად მეხუმრებოდნენ აღნიშნულ თემაზე. ჩემპიონთა ლიგის თამაშების წინ, Real Madrid TV ყოველთვის გადმოსცემდა ამ ფინალის მიმოხილვას და სერხიოს ბოლო წუთებზე გატანილი გოლის შემდეგ, თანაგუნდელები მეუბნებოდნენ - „ტიბო, მიდი აიღე ეს დარტყმული.“

„ბავშვობაში ჩემი კუმირი კასილიასი იყო. შემდეგ უფრო მეტ დროს ვან დერ სარის ყურებას ვუთმობდი, ვინაიდან იდენტური სტილი მაქვს. მახსოვს იკერის დებიუტი. მის გამო ვუყურებდი „რეალის“ თამაშებს.“

„მე მიყვარს მადრიდი. ორი კლუბის პერსპექტივიდან მომიწია მოვლენებისთვის თვალ-ყურის დევნება, რაც სასიამოვნოა. „ვანდაზე“ ასპარეზობის დროს, ყველაფერს თავზე მაყრიან და მეუბნებიან, მაგრამ ქუჩაში გულთბილად მხვდებიან ადამიანები. ისინი ყოველთვის მილოცავენ წარმატებას. სწორედ ეს არის ფეხბურთის სილამაზე. სტადიონზე შეიძლება მეტოქეობა სუფევდეს, მაგრამ მის გარეთ სხვა ატმოსფეროა. „ჩელსიდან“ ჩემი წამოსვლა კარგად არ იყო ახსნილი. 4 წლის განმავლობაში 2 პრემიერ ლიგა მოვიგე, რაც საკმაოდ რთულია. მათთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ჩემი გული კი ყოველთვის ესპანეთის დედაქალაქში იყო, ცხადია, ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარეც.“

„ვფიქრობ, საწყის პერიოდში ჩემთვის გარდამტეხი გამოდგა სტამბულში, „გალათასარაისთან“ დაპირისპირება. პირველ ტაიმში 3 მნიშვნელოვანი სეივი განვახორციელე, რაც გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა. ნამატჩევს რობერტო მარტინესმა (ბელგიის ნაკრების მწვრთნელი) მითხრა, რომ მას ისევ ძველი ტიბო იხილა საქმეში. თუ შენ არ იცი როგორია ზეწოლის ქვეშ ასპარეზობა, ამას „რეალში“ ყოფნის დროს გაიგებ.“

„წლევანდელი ქამბექები? აქამდე არასდროს მიმიღია მსგავსი გამოცდილება. როდესაც „ბერნაბეუზე“ შედიხარ და ზღვა ხალხს ხედავ, მყისვე იწყებ ფიქრობს, რომ შეცდომის უფლება არ გაქვს. სტადიონის ატმოსფერო წარმოუდგენელია.“

„ჩვენი მომავალი მეტოქე ძალიან კარგად თამაშობს. ისინი არიან საკმაოდ სწრაფები და გამოირჩევიან ნაყოფიერი პრესინგით. განსხვავება ის არის, რომ ფინალში მოგვიწევს მეტოქეობა, ნეიტრალურ სტადიონზე. ასეთი ტიპის პაექრობებში მონაწილეობის მიღება, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, დაუჯერებელია. როგორც ყოველთვის, სიმშვიდის შენარჩუნებას ევცდები. ჩემთვის შანსი იქნება, მორიგი დიდებული თამაში ჩავატარო.“

„რა თქმა უნდა, მატჩების წინ ფორვარდების ასპარეზობას ვაანალიზებ. ისინი მაძლევენ „აიპადს,“ სადაც ვიდეოებს ვუყურებ.“

„ედენის შესაძლებლობებისადმი რწმენა არასდროს დამიკარგავს. ვიმედოვნებ, მალე დაბრუნდება ჩვეულ ფორმაში. მის მიმართ არსებული ეჭვები ნორმალურია, რადგან სხვა მოლოდინები არსებობდა. მისი ტრავმა „პსჟ“-სთან მატჩში ძალიან სამწუხარო იყო, ვინაიდან საუკეთესო დონეს უახლოვდებოდა. ამ მომენტმა ბევრი რამ შეცვალა. განვლილმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და უპრობლემოდ, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მისგან შემდეგი სიტყვები მოვისმინე - „შემდეგი სეზონი იქნება ჩემი.“ აზარს პოზიტიური გრძნობები აქვს.“ dle 10.1


1

24 მაი 2022 11:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კურტია უყვარს მადრიდდი და საოცარი არის
ასევე აზარი მასაც ძალიან უყვარვს
და იმედი მაქვს ერთი სეზონი მაინც იტყვია თავის სათქმელს

2

24 მაი 2022 11:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1814
azari tubatamashda vini benzo azari rodrigo daangreven yvelas

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)