ბენიტესი;„ფინალში „რეალის“ დაცვას ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცემა“

რაფაელ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, რაფა სხვადასხვა დროს ორივე ფინალისტის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა...


„კარლო ანჩელოტიმ სამეფო კლუბს მეტი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მისცა. იტალიელი სპეციალისტის ხელში ვინისიუს ჟუნიორმა არნახული პროგრესი აჩვენა, როდრიგომ კი ყველას დაუმტკიცა, რომ დიდ პერსპექტივას ფლობს. ბრაზილიელის საგოლე ინსტიქტები ნამდვილად დასაფასებელია.“

„დარწმუნებული ვარ, ფინალში „რეალის“ დაცვას ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცემა, რადგან კლოპის გუნდი ინტენსიურ ფეხბურთს ითამაშებს. „ლივერპულს“ წინ მანე, სალაჰი, ფირმინო, ჟოტა, დიაში და სხვები ჰყავს, რაც ამ გუნდის პოტენციალს კოლოსალურს ხდის.“

„„მერსისაიდელებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბურთის ფლობა, ასევე პრესინგი, კონტრ-შეტევებზე სწრაფი გადასვლა და კრეატიული შეტევების განხორციელება. „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდება.“

„„რეალს“ ძალიან კარგად ვიცნობ, ამ გუნდის არაერთი ასაკობრივი გუნდისთვის მიდევნებია თვალი და ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მწვრთნელმა. როდესაც მადრიდელი ხარ, ვალდებული ხდები გამარჯვებაზე იფიქრო და მაქსიმუმი გაიღო ტიტულების მოსაპოვებლად. „რეალისგან“ მოულოდნელი არასდროს არაფერია, რაც ამ გუნდს განსაკუთრებულს ხდის.“

„ორივე გუნდს შეუძლია ფინალებში საოცრებების მოხდა. მახსენდება სტამბულის ფინალი, სადაც „მილანთან“ არნახული დაპირისპირება მოვიგეთ, ეს იყო დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება, სადაც „ლივერპულს“ წაგება არ ეპატიებოდა. იგივე შეიძლება ითქვას „რეალზე“, როდესაც „ლა დესიმასთან“ ახლოს მყოფი გუნდი ბოლო წუთამდე აგებდა, შემდეგ კი ყველამ ვნახეთ რა მოხდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 მაი 2022
  • 1105
  • 2

1

24 მაი 2022 10:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
და ლივერპულის დაცვას ხო რას ამბობ შეზლონგზე წამოაწვენენ ვინი და ბენზო wink

2

24 მაი 2022 23:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფთუი ეშმაკს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)