ვალვერდე:„ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავთ“

ფედერიკო ვალვერდემ მადრიდის „რეალში“ არსებულ სიტუაციასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა...


„მოდრიჩი აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელია. სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება, სასიამოვნო მისი თანაგუნდელობა, სასიამოვნოა ხორვატის ნახვა მაშინ, როდესაც ის „რეალის“ გერბისთვის იბრძვის. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავთ და დიდი ვალდებულებების მატარებლები ვართ. ეს გული ფეთქავს სამეფო კლუბისთვის, ყველა ფეხბურთელი მოტივირებული და შემართულია.“

„ჩემი ოცნება ყოველთვის „რეალი“ იყო. მიხარია, რომ აქ ვარ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოვხვდი. ეს არ არის სიზმარი, ეს სინამდვილეა და ჩვენ მზად ვართ საუკეთესო ფეხბურთის სათამაშოდ.“

„ბუნებრივია მსურს ბევრი გოლი, ბევრი ასისტი, ბევრი სპრინტი და გუნდისთვის სასარგებლო საქმის კეთება.“

„მოდრიჩი გუნდში ყველასათვის სამაგალითო ფეხბურთელია, მისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.“

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივრების გახარება შევძლოთ. ვაცნობიერებთ, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და რა რთულია „ლივერპულის“ დამარცხება, თუმცა „რეალისთვის“ დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს.“

„სალაჰი, მანე, ფირმინო, ჟოტა, ფაბინიო, ტრენტი და კიდევ სხვა ბევრი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე დიდ გამოცდილებას აგროვებენ, მათ სურთ შურისძიება და ამაში საკვირველი არაფერია. კლოპის გუნდის შესაძლებლობებს ადეკვატურად ვაფასებთ.“

„გამარჯვებულის მენტალიტეტი, გუნდის გერბი, გულშემატკივართა მოლოდინი და ჩვენი მოტივაცია ფინალს აუცილებლად მოგვაგებინებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 მაი 2022
  • 945
  • 5

1

23 მაი 2022 12:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1814
momavali kapitani

2

23 მაი 2022 13:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ძააან მგარი კაცია

3

23 მაი 2022 13:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
მომავალი კაპიტანი!
სულს და გულს დებს მოედაბზე რეალისთვის.

4

23 მაი 2022 13:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აი ეს არის კლუბის სიყვარული და ოცნება
და არა ის მბაპეს რომ ქონდა არ მჯერა მაგის კომიქსების და ოცნება იყო ჩემი რეალი რომ ამბობს.

ისე თქვენი აზრი მაინტერესებს
ბრაჰიმ დიასზე რას ფიქრობთ?
ასენსიოს ნაცვლას უფარო კარგი იქნება ესე მგონია

5

23 მაი 2022 14:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
ციტატა: Camavinga
აი ეს არის კლუბის სიყვარული და ოცნება
და არა ის მბაპეს რომ ქონდა არ მჯერა მაგის კომიქსების და ოცნება იყო ჩემი რეალი რომ ამბობს.

ისე თქვენი აზრი მაინტერესებს
ბრაჰიმ დიასზე რას ფიქრობთ?
ასენსიოს ნაცვლას უფარო კარგი იქნება ესე მგონია

ასენსიოს ჯობია ნამდვილად

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)