მთელი ყურადღება პარიზისკენ

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 1 კვირა რჩება, თუმცა პარიზი უკვე მოვლენათა ეპიცენტრია.


დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საფრანგეთში ლიგა-1ის ბოლო ტურის მატჩები აიღებს სტარტს. „პსჟ“ საკუთარ მოედანზე „მეცს“ უმასპინძლებს, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი, „ლურჯები“ ჩემპიონობის აღნიშვნას შეუდგებიან. მათ ფედერაციისაგან კუთვნილი თასი გადაეცემათ და გულშემატკივრებთან ერთად საზეიმო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

კლუბის ცნობით, სხვადასხვა მიღწევების გამო 3 მოთამაშის დაჯილდოვება მოხდება. მბაპე (როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და მეპასე), ვერატი (როგორც ტურნირის მერვედ მომგები) და მარკინიოსი (როგორც კაპიტანი) გარკვეული რიგითობის მიხედვით ავლენ სპეციალურ სცენაზე პრიზებისათვის. სავარაუდოდ, მათ მადლობის გადახდის საშუალება მიკროფონის მეშვეობით ექნებათ და რამდენიმე გამოცემების ცნობით, ახალგაზრდა შემტევმა შესაძლებელია სწორედ ეს მომენტი გამოიყენოს მომავალზე სასაუბროდ და განცხადების გასაკეთებლად.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ავტორიტეტული გაზეთი L'ÉQUIPE, სადაც პირველ ჩვენებაზე აკეთებენ აქცენტს, რომლის მიხედვითაც, მბაპე, კვირას, ტელევიზიის ეთერით გაახმოვანებს გადაწყვეტილებას. dle 10.1


1

21 მაი 2022 14:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
ნერვებს რატომ იშლით ვითომ პერესმა ფეხბურთელებს უთხრა ვნებდებითო და ეგეთ დებილურ ჭორებზე😂 თუ კარიერა უნდა რეალში გადმოვა თუ ფული უნდა დარჩება და ფულზე ვინც კარიერას გაცვლის ეგეთი არც სჭირდება რეალს რაც არუნდა გული დაგვწყდეს მაგის არ მოსვლის გამო. მე პირადად მჯერა, რომ გადმოვა და ფულს არ გაყვება. ამ ეტაპზე მბაპე კიარა ფინალი აქ სათამაშო გუნდს და ეგაა მნიშვნელოვანი ბევრად. ისე ჩემი აზრით უეჭველი ნაჩო უნდა შეუწყვილდეს მილიტაოს ფინალში აჯობებს ბევრად. ჯერ ერთი, ალაბას უკვე რამდენი მატჩი გაუცდა, ნაჩო კი პირიქით მაგარ ხოდზეა. + ნაჩო თითქმის არ სცდება პოზიციურად, ალაბას კი ახასიათებს ხოლმე, ან მეორე სართულზე შეცდომები, ან არასაჭირო ამოწევა და პოზიციის დაკარგვა. ახლა ალაბას ბოლო თამაშები, რომ ეთამაშა სტაბილურად საერთოდ არც ვიტყოდი ნაჩო დადგესო, მაგრამ რავი სარისკოა. მილიტაო ნაჩოს დუეტი საკმაოდ კარგად იდგა სიტისთან და გუშინაც. სიტისთან მითუნეტეს ფენომენალური პერფომანსი დადო ნაჩომ, თუნდაც, იგივე წინა სეზონშიც, სადაც საჭირო გახდა, ცხოველებევივით იდგნენ ორივე. საბოლოო ჯამში ალბათ მაინც ალაბა დადგება, მაგრამ ცვეტში მაგარი სარისკოა. სულ, რომ არაფერი დიდ თამაშებში თითქმის უშეცდომოა ნაჩეტე🤍

2

21 მაი 2022 16:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დღეს ღამით განაცხადებს რჩება თუ რაშვრება,თამაში რო მორჩება ეგრევე იტყვის და თუ მოდის ფანებსაც დაემშვიდობება ამკტომ უყურეთ დღეს პსჟს მატჩს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)