კურტუა: „არ ვიცი რას აპირებს კლუბი“

„ბეტისთან“ ნამატჩევს ტიბო კურტუამ კომენტარი გააკეთა.


„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს ყოველთვის გვერდით დგომისათვის. ვიმედოვნებ, კვირას დიდ სიხარულს მივანიჭებთ მას. განვლილ შეხვედრაში დაბალი ინტენსივობა გამოვავლინეთ, რაზეც, ალბათ, სიცხემაც იმოქმედა. გვინდოდა, რომ რიტმი შეგვენარჩუნებინა და ტრავმები თავიდან აგვერიდებინა. მიმდინარე კვირაში ფიზიკური კონდიციების ამაღლების თვალსაზრისით თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, ამიტომაც, მწვრთნელმა გადაახალისა შემადგენლობა.“

„ახლა შეგვიძლია დავისვენოთ და ორშაბათიდან ფინალისათვის მომზადების პროცესს შევუდგეთ. მზად ვართ ამ გამოწვევისათვის. არავის ეძლევა შანსი მონაწილეობა მიიღოს ბევრ ფინალში. ჩვენი მიზანია გამარჯვება.“

„მარსელოს კონტრაქტი იწურება და არაფერი ვიცი კლუბის გადაწყვეტილების შესახებ. მინდა, რომ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტული ვიზეიმო შაბათს.“

„ბონოს „ზამორას“ ტროფეის მოგებას ვულოცავ. ის ჩემი მეგობარია. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)