ანჩელოტი: „მისი მადრიდული კარიერა დასრულებულია“

კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ ჩატარებული თამაში შეაჯამა.


„მიმდინარე სეზონში უმაღლეს შეფასებას დავუწერდი ჩემს გუნდს. დავიწყეთ კარგად და უფრო ძლიერად დავასრულეთ. „რეალი“ იყო თანმიმდევრული. ცხადია, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ასპარეზობები და პირიქით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შემადგენლობა ავლენდა ერთგულებას. აღნიშვნის ღირსია კურტუას, კარიმის, ვინისიუსა და დანარჩენი ფეხბურთელების ინდივიდუალური თამაში. კოლექტიური მუშაობა შესანიშნავად წარიმართა.“

„აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დიდებული ატმოსფერო სუფევდა და მადლობას ვუხდი მოთამაშეებს ჩემი გადაწყვეტილებების პატივისცემისათვის. ისინი არასდროს ნებდებოდნენ, მაშინაც კი, როდესაც სათამაშო წუთებს ვერ იღებდნენ. მე მიწევდა ჩემპიონთა ლიგის 4 გზის გამარჯვებულების სათადარიგო სკამზე დატოვებაც. ამ სეზონში „ვალდებებასზე“ არსებული გარემო ნამდვილად განსხვავება იყო.“

„ალაბა ფინალისათვის სრულ მზადყოფნაში იქნება. განვლილ შე ხვედრაში უბრალოდ არ გვინდოდა რისკზე წასვლა. ავსტრიელი ორშაბათიდან შეუერთდება თანაგუნდელებს. მართალია მცველს დიდი ხნის განმავლობაში არ უასპარეზია, თუმცა მსგავსი ტიპის შეხვედრებში ფიზიკური კონდიციები სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის. თვისებები და გამოცდილება არანაკლებ როლს თამაშობს.“

„დავიდე ანჩელოტი უელსში იმყოფება, სადაც „უელსის“ პრო კურსებს გადის. ის კვირას დაგვიბრუნდება.“

„მარსელო არ გამოგვმშვიდობებია, ვინაინ ჯერ კიდევ ჩვენი კაპიტანია და ფინალშიც იქნება. თუ მას ამის გაკეთება მოუწევს, ეს იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თამაშიდან, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგი მცველის მიერ.“

„როდრიგო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას ხშირად შემოაქვს გარდატეხა, როდესაც სათადარიგო სკამიდან ერთვება მატჩის მიმდინარეობაში. ამასთანავე, ის კარგად მოქმედებს სასტარტო შემადგენლობიდანაც. ფინალის თერთმეტეულთან დაკავშირებით მომდევნო დღეებში უნდა მივიღო გადაწყვეტილება, თუმცა, ვფიქრობ, უკვე გაკეთებული მაქვს არჩევანი.“

„ისკოს დებიუტი „რეალში“, ჩემს პირველ მადრიდულ დაპირისპირებაში შედგა. მან თავური დარტყმით მოახერხა გოლის გატანა. მან ფანტასტიკური კარიერა დაასრულა ამ კლუბში. დიახ, მას მეტი შეეძლო, თუმცა ბოლო პერიოდის წარმატებაში თავისი წვლილი მიუძღვის. ალარკონი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურებოდა და აჩვენებდა ხარიხს. საუკეთესოს ვუსურვებ მას.“

„ბეილი სათადარიგოზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან სათანადო კონდიციებში არ არის. მას უნდოდა დამშვიდობებოდა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს. გარეთი აქვს ბოლო შანსი. ის ფინალისათვის მწყობრში ჩადგება.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)