კროოსის უარი „რეალს“

გერმანელი ნახევარმცველი 2014 წლიდან იცავს სამეფო კლუბის ღირსებას. მან მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაწყვიტა „ბაიერნის“ დატოვება და კარიერის ესპანეთის დედაქალაქში გაგრძელება.


იქედან მოყოლებული კროოსი გახდა „ლოს ბლანკოსის“ ათვლის წერტილი. ის ყოველთვის პატივისცემით, სიმშვიდითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ, ტონიმ „რეალის“ დირექტორატისგან კონტრაქტის გახანგრძლივების (მოქმედი 2023 წლის ზაფხულში ეწურება) შეთავაზება მიიღო, თუმცა უარი განაცხადი.

ბუნებრივია, „რვიანს“ ეჭვი არ ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ მას ურჩევნია, რომ დაელოდოს მომავალ სეზონს, გაიგოს სხუელისა და გონების გამოძახილი, და გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მიიღოს. მას არ უნდა, მძიმე ტვირთად დააწვეს კლუბს.

32 წლის მოთამაშე თავს ბედნიერად გრძნობს მადრიდში. დიდ სიამოვნებას იღებს როგორც ფეხბურთისგან, ასევე ცხოვრების სტილისგან გამომდინარე. მიუხედავად ყველაფრისა, მას აქვს პრინციპები, რაც „რეალის“ სამკერდე ნიშნის ერთგულებას გულისხმობს.

ბუნდეს ნაკრების ყოფილ წევრს არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ არ აპირებს სპორტში დიდი ხნით დარჩენას და მის განზრახვას წარმოადგენს კარიერის „რეალში“ დასრულება. ტონის არასდროს შეუქმნია პრობლემა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ მისი ხელშეკრულების ბოლო განახლებაც მეტად ადვილად, ყოველგვარი გაწელილი შეხვედრების გარეშე მოგვარდა.

კროოსის „თეთრებში“ გადმოსვლის დღიდან სასტარტო შემადგენლობის წევრად მოიაზრება და ვინ იცის, იქნებ მომდევნო სეზონი უკანასკნელი იყოს მის პროფესიონალურ მოღვაწეობაში. dle 10.1


1

19 მაი 2022 15:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1847
unda darches 2024 s bolomde mere benzo toni imedia luka gaqachavs isic ertad wavlen tu ara da marse luka da toni benzo mere

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)