მოდრიჩი:„„რეალში“ 1 წელზე მეტი ხნით დარჩენა და კარიერის დასრულება მსურს“

ლუკა მოდრიჩმა „მარკას ლეგენდის“ გალა დაჯილდოვებაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა...


„კარიერაში ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული და ყველას ვაფასებ, თუმცა ყველა გუნდიდან მომდინარეობს. ყოველთვის ვიზიარებდი კოლექტიურ სულისკვეთებას, რაც წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი პირობაა.“

„მადრიდში დარჩენა? აქ ხალხს ვუყვარვარ, პატივს სცემენ ჩემს ოჯახს და ყველაფერია იმისათვის, რომ ბედნიერი ვიყო. რასაც გეტყვით, გაგაკრივებთ, თუმცა „ბლანკოსში“ 1 წლით და კიდევ უფრო მეტით დარჩენა მსურს, რათა კარიერა აქ დავასრულო. ვფიქრობ, მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ და მაღალ დონეზე თამაში კიდევ შემიძლია.“

„არასდროს დამავიწყდება „მაგიური კუთხური“, რომელმაც სამეფო კლუბს „ლა დესიმა“ მოაპოვებინა. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები იყო.“

„გარე ტერფით დარტყმა და პასები? ამაში საიდუმლო არაფერია. ძალიან მომწონს და მიზიდავს მსგავსი სტილი, ვინაიდან ყოველთვის ეფექტურია.“

„„სიტისთან“ ურთულესი ქამბექი გვქონდა, „პსჟ“-სთან გამარჯვებამ კი უდიდესი სიამოვნება მომგვარა.“

„ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერია და ვამაყობ, რომ ისტორიაში ჩემი სახელი უკვე ჩაწერილია.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 მაი 2022
  • 6825
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)