ვერატი მბაპეზე: „როდესაც ეს გავიგე, კუჭის ტკივილი დამეწყო“

მარკო ვერატი Le Parisien-თან ინტერვიუს დროს კილიან მბაპეს თემასაც შეეხო.


„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კილიანმა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში გავლენას მოახდენს კლუბზე. არსებული მომენტისათვის, ის პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბუნებრივია, გვინდა პარიზში დარჩეს. ჩვენ ძირითადათ ხუმრობით ვართ დაკავებული და ამ საკითხებზე ნაკლებად ვსაუბრობთ. მეც თქვენსავით ველოდები მის განცხადებას. როდესაც წავიკითხე, რომ მადრიდში იყო, კუჭის ტკივილი დამეწყო (იცინის). შემდეგ მომწერა, რომ არ მენერვიულა, ვინაიდან უქმე დღეს ატარებდა ესპანეთის დედაქალაქში.“

„მბარეს რეკომენდაციას არ მივცემდი, მან იცის, თუ რას ვფიქრობ. ცხადია, მე არ ვიქნები კარგი მრჩეველი, ვინაიდან სუბიექტური ვარ.“

„ჩემპიონთა ლიგაზე არის თამაშები, სადაც შესაძლებელია სწრაფად განვითარდეს მოვლენები. ჩვენს შემდეგ, „რეალმა“ „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგაც იგივე გაიმეორა. „ბლანკოსი“ მიჩვეულია მსგავსს მატჩებს და ტანჯვას მოედანზე. პარიზში კი გვავიწყდება, რომ ზოგჯერ ასეთი ასპარეზობაა საჭირო მოსაგებად.“ dle 10.1


1

18 მაი 2022 20:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
"ბლანკოსი მიჩვეულია მსგავს მატჩებს და ტანჯვას მოედანზე"

ვინმემ გაიგეთ რა თქვა? 😀 სწორედ თუ გაიგეთ, მე ჩემი მოსაზრება მაქვს რაც თქვა და მინდა დედისტრა*კი დავახურო.

2

18 მაი 2022 20:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ტანჯვაო lol ესეც +1 გამწარებული

3

18 მაი 2022 20:58

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: WhiteHeart
"ბლანკოსი მიჩვეულია მსგავს მატჩებს და ტანჯვას მოედანზე"

ვინმემ გაიგეთ რა თქვა? 😀 სწორედ თუ გაიგეთ, მე ჩემი მოსაზრება მაქვს რაც თქვა და მინდა დედისტრა*კი დავახურო.


კარგი კონტექსტით თქვა...
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

4

18 მაი 2022 22:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2113
ტანჯვაში ყავს მოწინააღმდეგეო

5

19 მაი 2022 08:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ის იგულიდხმა რომ რეალი მიჩვეულია ზეწოლას და გაუთავებელ შეტევებს ტანჯვასო,ანუ პესეჟემ უკეთ ითამაშა მაგრამ რეალმა იცის ტანჯვას და ზეწოლას როგორ გაუძლოსო და ჩვენც უნდა ვისწავლოთო რო ზოგჯერ შედეგისთვის უსახუმი ფეხბურთი არის საჭირო შედეგზე ორიენტირებულიო.ის არ უთქვამს რეალს ტანჯვაში ყავს გუნდებიო ის თქვა თვითონ უძლებს ტანჯვასო

მეორე საკითხია პესეჟე საერთოდ რა ფეხბურთს თამაშობდა ზოგადად წელს

6

19 მაი 2022 09:23

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: David alaba shavisa
ის იგულიდხმა რომ რეალი მიჩვეულია ზეწოლას და გაუთავებელ შეტევებს ტანჯვასო,ანუ პესეჟემ უკეთ ითამაშა მაგრამ რეალმა იცის ტანჯვას და ზეწოლას როგორ გაუძლოსო და ჩვენც უნდა ვისწავლოთო რო ზოგჯერ შედეგისთვის უსახუმი ფეხბურთი არის საჭირო შედეგზე ორიენტირებულიო.ის არ უთქვამს რეალს ტანჯვაში ყავს გუნდებიო ის თქვა თვითონ უძლებს ტანჯვასო

მეორე საკითხია პესეჟე საერთოდ რა ფეხბურთს თამაშობდა ზოგადად წელს


კი ბატონო !
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)