„ლივერპულმა“ FA თასი მოიგო, სალაჰი ტრავმირებულია

იურგენ კლოპის შეგირდებმა FA თასი მოიგეს.


ფინალურ დაპირისპირებაში „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა. 120 წუთის განმავლობაში გუნდებმა გოგლის გატანა ვერ მოახერხეს და გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა. საფეხბურთო ლატარეაში „წითლებმა“ 6-5 აჯობეს მეტოქეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 33-ე წუთზე, გერმანელ მწვრთნელს მო სალაჰის შეცვლა მოუწია. ამ უკანასკნელმა დაზიანება მიიღო და მის ნაცვლად დიეგო ჟოტა ჩაერთო საქმეში. არსებული მომენტისათვის უცნობია მისი ტრავმის ხარისხი.

„ლივერპულის“ შემადგენლობა განვლილ პაექრობაში: ალისონი, ალეიქსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი (მატიპი 91'), რობერტსონი (ციმიკასი 111'), კეიტა (მილნერი 74'), ჰენდერსონი, ტიაგო, სალაჰი (ჟოტა 33'), მანე და დიაში (ფირმინო 98').

ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მერსისაიდელებსა“ და „რეალს“ შორის 28 მაისს გაიმართება. dle 10.1


1

14 მაი 2022 23:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 276
იმედია გამოჯანმრთელდება ფინალამდე

2

14 მაი 2022 23:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
რუდიგერი რა მაგრად იდგა მთელი თამაში. ტიაგო, დიაში და ტრენტი გათიშონ რამენაირად და ეგაა. ტიაგოს ლუკიტა დაუდგება დიდი ალბათობით პერონალურად, როგორც სიტისთან როდრის ედგა. დიაშს ვალვერდე და კარვამ თავი უნდა შეაკლან რწალურად შემტევი ტრიოდან სალაჰის და მანეს საკეთებელსაც ეგ აკეთებს მაგარი ტრანსფერი გააძრეს მართლა. არნოლდს, რაც შეეხება ვინი ეყოლება ოპონენტად და არამგონია ასე შეტევებისთვის მოიცალოს სისტემატიურად🤣 არ ჩანს ეგ ვინის გამჩერებელი ეგრე მგონია იტოგში ორივე ფლანგზე მაგარი პერსონალური დუელები იჩითება და საინტერესოა. პ.ს დაცვის ცენტრიც მაგარი ყავთ კონატე, დეიკი, ან მატიპი და დეიკი ცხოველები არიან მართლა, მაგრამ ფლანგები გააირღვას და ვნახოთ მერე😁

3

14 მაი 2022 23:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: Vini Jr.
ტიაგო, დიაში და ტრენტი გათიშონ რამენაირად

გაპიარებულია ძალიან ეს ლივერპული. ჩვენ თუ დიაში და ტრენდი გვყავს გასათიში, იმათ კროოსი მოდრიჩი კაზემირო ვალვერდე და ბენზემა უნდა გათიშონ ვინისთან ერთად ))))
ლივერის ფლანგები სუსტია დაცვაში, დაცვის ცენტრში სიტის და ჩელსის არავისზე ნაკლები მცველები არ ედგა მაგრამ აკენწლა ბენზიმ))
ტიაგო ალკანტარას და დიაშის დაჭერილი დანგაკონტროლებული თამაში არ გაიშვას ჩვენს ნახევარდაცვასთან
ერთადერთი რაც მაშინებს ისაა, რომ მილიტაო და ალაბა დროდადრო მაგრამ სლევდებიან და ბავშვურ შეცდომებს უმატეს ამ ბოლო დროს. გოლი თუ არ ვაჩუქეთ, მე-14 დაიდება.
კლასით გამოცდილებით, შემარტებით, მენტალიტეტით და ინდივიდუალური ოსტატობით, რეალი უკეთესია.
სალაჰი და მანე ვერ ბრწყინავენ, აგერ მანემ პენალტი გამაზა ჩელსისთან, ცუდ ხოდზეა. + სალაჰი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება, აილეწა. ასევე ვან დეიკიც გაიყვანა კლოპმა იმასაც რაღაც პრობლემა აქვს.
მაგარი თამაში იქნება და ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს. ვფიქრობ 60-40 რეალის სასარგებლოდ. არამგონია ლივერმა რეალს ლიგის ფინალი მოუგოს.

4

15 მაი 2022 00:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2641
2 თასი ფინალი ერთ სეზონში??? და ორივე წაგებული პენალტების სერიაში??? იმენა ჩელსის კოშმარად იქცა ლივერპული. არადა მანეს გაფუჭებული პენალტის მერე ნეგონა რომ ჩელსი აიღებდა თასს, მაგრამ, ლივერპული კლოპი და ციმიკასი სხვანაირად ფიქრობდნენ😍😍👏👏👏

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)