ანჩელოტი: „ვეთანხმები, ის მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე“

„კადისთან“ თამაშის წინ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„ჩვენი მიზანია კონცენტრაციისა და ინტენსიურობის შენარჩუნება. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხვალაც გამარჯვებისთვის ვიასპარეზებთ.“

„ბენზემას დასვენების საშუალება მივეცი, ვინაიდან იმსახურებდა ამას. „კადისთან“ შეხვედრაში არც კურტუა და ვინისიუსი იქნებიან საქმეში. ისინი სამშაბათიდან განაახლებენ ვარჯიშს. კარვახალი, სებალიოსი და აზარი კი დაბრუნდნენ. ჩვენ მივყვებით გეგმას და ვფიქრობ, მომდევნო კვირაში ყველა მწყობრში გვეყოლება.“

„ფინალამდე რამდენიმე თამაში გვაქვს ჩასატარებელი. პატივი უნდა ვცეთ კალენდარს.“

„აზართან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ დარჩენა უნდა „რეალში.“ განვლილი პერიოდი სახარბიელო არ ყოფილა ბელგიელისათვის, თუმცა მოტივირებულია და შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილი ამოძრავებს.“

„მარსელოს კონტრაქტი? ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გველოდები წინ, რომლის შემდეგაც განვიხილავთ მსგავს საკითხებს.“

„თითოეული ფეხბურთელი წარმატების ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ვალვერდეს, როდრიგოსა და კამავინგას თამაშით გაოცებული ვარ. ვინისიუსიც ძალიან ნიჭიერია და ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა მისი პროგრესი. იგივეს ვიტყოდი ყველაზე.“

„ვფიქრობ, ედენი მიიღებს სათამაშო წუთებს. თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას მიეცემა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, რისი საუკეთესო მაგალითიც არის როდრიგო.“

„მბაპე ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა? მადრიდი არის საცხოვრებლი ქალაქი, არა სამოგზაურო. აქ ადამიანები ბედნიერი სახეებით დადიან ქუჩაში, ადგილობრივი სამზარეულო, კარგი კლიმატი... “

„სალაჰი სიტყვები? მეც ვფიქრობ, რომ თავის პოზიციაზე ის საუკეთესო ფეხბურთელია.“

„ჩვენს გასახდელში დიდებული ატმოსფერო სუფევს. ფეხბურთელებს შორის არის ურთიერთპატისცემა. ქედმაღალი შეგირდები არ გვყავს.“ dle 10.1


1

15 მაი 2022 05:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 38
მაგარი ხარ პაპა კარლო 💥👍

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)