კამავინგა: „ეს რომ ვცადო, კოჭს მოვიტეხ“

ედუარდო კამავინგას ფოტომ France Football-ის გარეკანი დაამშვენა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა სამეფო კლუბში თავის პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა.


„„რეალის“ პირველ ვარჯიშზე საკუთარ თავს ვუთხარი - „ედუარდო, ეცადე დიდი დრო არ გაატარო ცენტრში.“ სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება საუკეთესო იყო (იცინის). თავიდანვე გაოცებული დავრჩი იმ სისწრაფეები, რაც დამხვდა.“

„როდესაც ესპანეთის სუპერ თასი მოვიგეთ და არ აღვნიშნეთ, მივხდი, რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი. „რენში“ თითოეული მატჩის მოგებას განსხვავებულად ვზეიმობდით (იცინის). „რეალში“ კი მხოლოდ დიდი თამაშების შემდეგ ხდება ასეთი ემოციების გაზიარება.“

„დავიდ ალაბაზე ამბობენ, რომ კარგი ბიჭია (იცინის). სერიოზულად, ის ერთ-ერთია, რომელიც ბევრს გესაუბრება და გეხმარება. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუ რამეს არასწორად გავაკეთებ, ავსტრიელი ყოველგვარი მორიდების გარეშე მეუბნება ამას.“

„საბედნიეროდ, გამონაკლისების გარეშე, ყველა თანაგუნდელი კომფორტულად მაგრძნობინებს თავს. ვგონებ, მეც საკმაოდ მეგობრული და ღია ვარ. როდესაც მაქვს კითხვები, თავს არ ვიზღუდავ. ტონის, ლუკას ან სხვას, ნებისმიერ შემიძლია მივმართო.“

„მოდრიჩი ინსტიქტითა და ხედვით გამოირჩევა. მას არაფრისთვის არ მოუგია „ოქროს ბურთი.“ ლუკას ისეთი პასის გაკეთება შეუძლია გარე ტერფით, უჰჰ... მსგავსი რამ რომ ვცადო, ალბათ, კოჭს მოვიტეხ (იცინის). მოხიბული ვარ მისი მოძრაობებით. სწორედ ისე უტევს, როგორც თავს იცავს.“

„ტონი გიჟური პასების ავტორია. თქვენ უყურებთ თამაშებს, ხოლო ვარჯიშებზე ეს უფრო დიდებულია. როდესაც ამ ყველაფერს უყურებ, გამეორება გინდება.“

„როდესაც 6 ნომერზე მიწევს ასპარეზობა, კაზემირო სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მომიწოდებს. ასევე მარიგებს, რომ ნაადრევად არ მივიღო ბარათი.“

„„რეალი“ მსოფლიოს უდიდესი კლუბია. აქ მოვლენები სწრაფად ვითარდება. თუ შენს ირგვლივ დიდებული გარემოცვაა და ამასთანავე, თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში, პროგრესიც მალე მოდის.“ dle 10.1


1

14 მაი 2022 21:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პროგრესი გაქვს, ნიჭიც, მთავარია მაგ.საუკეთესო ტრიოსგან აიღო საუკეთესო თვისებები და რეალის ერთ -ერთი მომავლის ფეხბურთელი შენ იქნები 🙂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)